პოლიტიკური პარტია “თეთრების” პროგრამისა და პარტიული სიის პრეზენტაცია გაიმართა.

თბილისის ზღვაზე, “საქართველოს მემატიანეს” ტერიტორიაზე, პოლიტიკური პარტია “თეთრების” პროგრამისა და პარტიული სიის პრეზენტაცია გაიმართა. პარტიის თავმჯდომარის, თეიმურაზ შაშიაშვილის განცხადებით, პარტიის საარჩევნო სია მეცნიერთა მიერ შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით შედგება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიისგან განსხვავებული იქნება.

“ჩვენ მხოლოდ დავეყრდენით მეცნიერებს, ამ სიაში ძირითადად შედიან მეცნიერები, ეს არ არის პოლიტიკური სია, ეს არის, ძირითადად, ტექნოკრატების სია, ვისაც გამოცდილება აქვს. პოლიტიზირებული მეცნიერები არა, აქ იქნებიან მეცნიერები, რომლებსაც პარტიასთან არავითარი კავშირი არ აქვთ,” – განაცხადა პოლიტიკური პარტია “თეთრების” თავმჯდომარემ თემურ შანშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *