(ვიდეო)მოთხოვეთ ტელევიზიებს ამ მასალების გამოქვეყნება და მაშინ დარწმუნდებით, რა პოზიცია მქონდა, რომელზეც დღესაც ვრჩები.”

ვიდეოზე ასახულია 2001 წელს, ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში. გამართული დებატები იმერეთის გუნბერნატორ თემურ შაშიაშვილსა და იუსტიციის მინისტრ მიხეილ სააკაშვილს შორის. მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებული ვერსია არ ასახავს სრულად დებატებს და ტენდენციურია გარკვეული წარმოდგენა იქმნება დებატების შესახებ, რომელზეც თემურ შაშიაშვილი წერდა

“1997 წლიდან ვარ, ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე, რომ სააკაშვილი არის არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პიროვნება, ეს მას პირდაპირ ვუთხარი 2001 წლის, 11 აპრილს, ინგა გრიგოლიას გადაცემაში და 2003 წლის ნოემბერში, რევოლუციამდე ორი დღით ადრე, როდესაც ჩვენი პირისპირ შეტაკება მოხდა ზესტაფონის გამგეობაში. ინგა გრიგოლიას გადაცემაში, რომელსაც რამდენჯერმე ჩემი მიმართვისა, დღემდე არ აჩენს ქალბატონი ინგა, მას პირდაპირ ვუთხარი, საცოდავი საქართველო თქვენნაირი მინისტრების ხელში-თქო. ამის გამო, მეორე დღეს, შევარდნაძის სატელეფონო რისხვა დავიმსახურე, როგორ ბედავ ამის თქმას ჩემ საუკეთესო მინისტრზეო. ზესტაფონში კი, რომელსაც დღემდე არ აჩენენ ტელევიზიები, მას პირისპირ ვუთხარი ყველაფერი რაც სათქმელი იყო. მოთხოვეთ ტელევიზიებს ამ მასალების გამოქვეყნება და მაშინ დარწმუნდებით, რა პოზიცია მქონდა, რომელზეც დღესაც ვრჩები.”

მიუხედავად არაერთი თხოვნისა თუ მოთხოვნისა, ვერ მოვიპოვეთ საზოგადოების ტელევიზიის მხრივ ამ დებატების სრული ვერსია. თუმცა ამ ნაწყვეტიდანაც კარგად ჩანს თემურ შაშიაშვილის შეფასების სისწორე, რაც შემდგომში დრომ სრულად დაადასტურა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *