ნომერი 1, ანუ სუფთა ადამიანების პირველი სიტყვა ახალი, თეთრი ფურცლიდან.

ძვირფასო მოქალაქეებო, ქართველებო

კარგად დააკვირდით, ხელისუფლება სავსეა ოპოზიციის ღია თუ ფარული მომხრეებით. მათი თავკაცები მიმალულნი იყვნენ, თვითონ კი ყველაფერში ხელს ურევდნენ. ეს ორი ძალა მართავს ქვეყანას. არჩევნებით მხოლოდ ლიდერების შეცვლა იგეგმება. ქვეყანას კი ნამდვილი ცვლილებები სჭირდება. არავინ მოგატყუოთ!!!!

ის რაც დღეს ხდება, ისტორიაში იშვიათი შემთხვევაა – ეს კოჰაბიტაციამ და მოძალადე უზნეობასთან თანამშრომლობამ მოგვიტანა
ნიჭიერი და ღირსეული ხალხით სავსე ჩვენს ქვეყანას უსახური პარტიები და უზნეო პოლიტიკოსები მართავენ.

• ხელისუფლებაში ყოფნით არ იღლებიან. დანაშაულს შეცდომისაგან ვერ ასხვავებენ.
• ბოდიშებს იხდიან და ხელისუფლებით არსებობენ – თამაშობენ, მდიდრდებიან და ერთობიან.
• სკამს ვერ იყოფენ. ძმა ძმას გადაჰკიდეს. სიყვარული დაივიწყეს.
• ღირსეულები ხელისუფლებას თავს არიდებენ.
• საქართველოს ქართველის გონი არ მართავს. ბევრჯერ დავმარცხდით.
• გერმანელს გამყოფი კედელი დავუნგრით-ქართველს, ოსს და აფხაზს ავუშენეთ.
• კარის მეზობელი მტრად გვეკიდება, შორი მეგობარი კი ღობეს ვერ გვიმაგრებს – მამულს გვართმევენ.
ჩვენი თავი ჩვენ არ გვეკუთვნის-დაგვავიწყდა ილია
იფლანგება ხალხის ფული და სასიკეთოდ გამიზნული მილიარდები. მიწა გაიყიდა, ქვეყანა დაიცალა, ზნეობა დაეცა, ენა წაგვიბილწეს, ეკლესიას გვილანძღავენ, წინაპარს ივიწყებენ.
ხალხს დასცინიან
• ვითომ აგრესორს ებრძოდნენ და ნახევარი საქართველო ოკუპანტს მიჰყიდეს
• ევროპულ ცივილიზაციას გვპირდებოდნენ და ძალადობა დაგვიმკვიდრეს
• კანონის უზენაესობას გვპირდებიან და წინაძღოლად დამნაშავეს ირჩევენ
• ხალხის დახმარებაზე ლაპარაკობენ და საკუთარ მოხელეებს ამდიდრებენ
ამდენ უგნურებას ქვეყანა დიდხანს ვერ გაუძლებს
დადგა დრო დიდი შემოძახილისა – დღეს დუმილი ღალატის ტოლფასია !!!!!
უყურეთ დიდი მერაბ ბერძენიშვილის და რეზო ჩხეიძის ტელევიზიას „ქართულს“.
უსმინეთ ქართველ მეცნიერთა და ხელოვანთა დიდ გუნდს აკადემიკოსების არნოლდ გეგეჭკორის, რამაზ გახოკიძის, რეზო ბალანჩივაძის, თემურ შაშიაშვილის, ვახში ჟვანიას, ლეგენდარული მანუჩარ მაჩაიძის, დიდი ლოტბარის ანზორ ერქომაიშვილის, ცეკვის დიდოსტატის ომარ მხეიძის, დიდი არქიტექტორის გიგა ბათიაშვილის, ქართული ენის დაუღლელი ქომაგის ლევან ღვიჯილიას, მთის მგოსანის ტარიელ ხარხელაურის მხარდაჭერით – ისინი ძალაუფლებისათვის არ იბრძვიან. მათი მიზანი ხალხის გამოფხიზლებაა.
უსმინეთ მათ, ვინც იცის გზა ხსნისა. ვინც დაუღლელი შრომით შექმნა სამოქმედო პროგრამა.
უსმინეთ სუფთა ადამიანების გაერთიანებას, სიმბოლური სახელწოდებით „თეთრები“ /tetrebi.org/, რომლის ერთადერთი მიზანია გააუქმოს პარტიათა თარეში და გზა გაუხსნას ღირსეულ ადამიანებს, ჯანსაღ მომავალ თაობას.
მისდიეთ დიდ წინაპრებს და უსმინეთ ბრძენკაცებს – იხსენით თქვენი ქვეყანა უგნურებისაგან
პოლიტიკოსებმა იციან მოსვლა – ვერ ისწავლეს წასვლა. დიდი დავითის მიმდევრებმა არ იციან, რა არის გალობანი სინანულისა. საკუთარ ცოდვებში გახლართულნი ისევ სცოდავენ, ფართხალებენ, გვტანჯავენ და იტანჯებიან.
• გვეშველება, როცა ყველა საკუთარ დანაშაულს დაინახავს და დამდაბლდება. არავინ ლანძღოთ, არავის ემონოთ.
• თუ ვინმემ დააშავა – კანონმა და უფალმა განსაჯოს.
• არავის ებრძოლოთ – ებრძოლეთ უზნეობას, თავხედობას და უგნურებას
• აღიარებით, პატიებით, სიყვარულით და მონანიებით გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა..
იყავით მართალნი თქვენი სამშობლოს, თქვენი მომავლის წინაშე. ვეძებთ ღირსეულებს – შეგვეხმიანეთ,
www.tetrebi.org , ფეისბუკის პროფილი მოძრაობა “თეთრები“, „ გზა ცივილიზებული სახელმწიფოსაკენ“,
ზეპარტიული გაერთიანება „თეთრები“
ნომერი 1, ანუ სუფთა ადამიანების პირველი სიტყვა ახალი, თეთრი ფურცლიდან.

მეცნიერთა ჯგუფის სახელით პროფესორი ამირან აფციაური

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *