თითოეულმა უნდა გადაწყვიტოს სად დგას.

 

მეცნიერთა გუნდი და „თეთრები“ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვამბობთ – დღეს ქვეყანაში კონკურენტული საარჩევნო გარემო, რომ იყოს, – ყველას გვქონდეს საკმარისი სატელევიზიო დრო წარვადგინოთ პროგრემები, ჩვენ რომ საშუალება გვქონდეს ვმონაწილეობდეთ სატელევიზიო დებატებში, დეპუტატობის კანდიდატები ერთად ვდგებოდეთ ხალხის წინ და ვპასუხობდეთ მათ შეკითხვებს, – ჩვენ ოდნავადაც არ ვეჭვობთ, რომ ვიქნებით გამარჯვებული. პოლიტიკური ტერორი სხვა არაფერია, თუარა, ვისაც ფული აქვს და ვისი შესვლაც პარლამენტში ხელისუფლებას აწყობს, მას სრული თავისუფლება აქვს. ხოლო წესიერ და ზნეობრივ პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ გუნდებს, იმათ ვისი შესვლაც ხელისუფლებას არ აწყობს – მათვის ყველაფერი დახშული და გადაკეტილია. „თეთრები“ ნათლად ვხედავთ ჩვენს წინააღმდეგ გაერთიანდა გარედან და შიგნიდან კარგად დაფინანსებული სოროსულ – მასონური განწყობის პოლიტიკური გუნდები. ისინი ბანერებიდან დაგვცინიან ხალხსაც და ჩვენც. ეს არჩევნები გაცილებით მეტია ვიდრე არჩევნები. ეს არის ღირსების ბრძოლა საქართველოსთვის. ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. დღეს საკითხი ასე დგას: ან ქართული გზა და დიდი მომოავლის საქართველო, ან სოროსულ-მასონური და მათ მიერ დაჩოქებული და დაშინებული ქვეყანა… თითოეულმა უნდა გადაწყვიტოს სად დგას. ვინც არჩევნებზე არ წავა, მას უნდა თუ არა, ეს ანტიქართულის ხელშემწყობად გამოდის. ანტიქართულია ხმის გაყიდვა. დღეს ქვეყნის სიმდიდრეაყოველი ადამიანი, რომელიც არ იყიდება, ეცნობა პროგრამებს, ხმას აძლევს არა იმიჯმეიკერების მიერ შეფუთულ პარტიებსა და დეპუტატობის კანდიდატებს, არამედ რეპუტაციის მქონე ადამიანებს, მათ ვინც საქმეში ნახეს, ვის წესიერებასა და პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარებათ. მთავარია ამ არჩევნებში პარტიასთან და ე.წ. ბელადთან კი არა, უფალთან და საკუთარ სინდისთან ვიყოთ მართალი და სამშობლოსთან არაფერი შეგვეშალოს.

თეთრები“, ზნეობრივ მეცნიერთა გუნდთან და ტექნოკრატებთან ერთად, ვდგავართ ხალხთან და სამშობლოსთან! ჩვენგან ღალატი გამორიცხულია

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *