ჩვენ – „თეთრები“ ვართ ის გუნდი

ჩვენ – „თეთრები“ ვართ ის გუნდი

 

  • რომლის თითოეული წევრიც: მხარს უჭერს დეპუტატის გამოწვევას,   უარს ამბობს დეპუტატის იმუნიტეტზე, ყოველგვარ პრივილეგიებზე, პარტიების ბიუჯეტიდან,  გაცნობიერებული აქვს, რომ ცხოვრობდეს ხალხის ცხოვრებით, ცხოვრობდეს ისე, როგორც ხალხი ცხოვრობს და პარლამენტიდან, თანამდებობიდან მიდიოდეს იმავე ქონებით, რაც გააჩნდა იქ მისვლის დროს.
  • რომელიც გაამკაცრებს ბრძოლას სეპარატიზმის წინააღმდეგ, გაემიჯნება ყოველგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად, ხელს უწყობს ნარკომანიის ლეგალიზებას, უშვებს საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობას სათამაშო ბიზნესში.
  • რომელიც კატეგორიულია ყველა იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც უშვებს საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობების შეცვლას, იქნება ეს ჰესების უკონტროლო მშენებლობა, თუ ბუნებაზე ზემოქმედების სხვა საშუალებები.
  • რომელიც უმძიმეს ბრძოლას გამოუცხადებს დღევანდელ ველურ საბანკო სისტემას. ხელს უწყობს რეალური სამეწარმეო სექტორის განვითარებას  და აქვს პროგრამა დემოკრატიის უმთავრესი საყრდენის, საშუალო ფენის სწრაფი შექმნის, რომლის საინვესტიციო პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.
  • რომელსაც აქვს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის რეალური პროგრამა, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროა რეფორმირების, ერთიანი საგამოძიებო სისტემის ჩამოყალიბების პროგრამა.
  • რომელიც დაიცავს ხალხს საყოველთაო სავალდებულო  ვაქცინაციისა და ჩიპიზაციისგან…
  • რომელიც მიუღებლად თვლის გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოხმარებას, პესტიციდების გამოყენებას სოფლის მეურნეობაში.
  • რომლისთვისაც ადამიანი მიზანია და არა საშუალება…

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *