რით მოვდივართ „თეთრები“, რას ვპირდებით  ხალხს, ანუ ხელშეკრულება ხალხთან, თითოეულ ამომრჩეველთან, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელთან

 

პირველი –  ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში მდგომარეობის შეცვლა შეუძლებელია სისტემური ცვლილების გარეშე. ქვეყანა ერის ბუნების შესაბამისად უნდა იმართებოდეს. სისტემურ ცვლილებებში მთავარ მიმართულებად მიგვაჩნია განახლებული ეროვნული მოძრაობა. ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი დაპირება  ფუჭი და ყალბია, სოციალური დემაგოგიაა და მეტი არაფერი განახლებული ეროვნული მოძრაობისა და ქვეყანაში სისტემური ცვლილებების გარეშე. დავიწყებთ ქვეყნის მართვის ვექტორის შეცვლით; –  ანუ უნდა დამთავრდეს ოცდაათწლიანი მომაკვდინებელი სისტემა, როცა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი აწყობილია ერთი კაცის გუნება-განწყობილებასა და პოლიტიკურ გემოვნებაზე. მეცნიერებთან ერთად შემუშავებული ჩვენეული მართვის სისტემის მთავარი ორიენტირი არის ის, რომ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალის საქმიანობა ამოდიოდეს ხალხის განწყობიდან, მოსახლეობაში არსებული მდგომარეობიდან.

დღეს არაერთი აცხადებს, რომ დაამარცხებს სიღარიბეს, უმუშევრობას, აღკვეთს ბანკების თარეშს, კრიმინალის პარპაშს და ამას ძირითადად ლაპარაკობენ ისინი, ვის გამოისობითაც არის ქვეყანაში ეს და სხვა უბედურებანი… მიგვაჩნია, რომ 30 წელია, ქვეყანა ცხოვრობს სიყალბეში, ირგვლივ უსამართლობაა, მძვინვარებს პოლიტიკური მაფია.

ჩვენ ვპირდებით ხალხს, რომ ვუცხადებთ უკომპრომისო ბრძოლას სწორედ პოლიტიკურ მაფიას, კლანურ მმართველობას, უზნეო მდიდართა პარპაშს, უზნეო უმცირესობის ბატონობას ზნეობრივ უმრავლესობაზე.  ვუცხადებთ ბრძოლას სოროსულ-მასონურ წრეებს, მათ პოლიტიკურ წარმომადგენლებს ქვეყანაში, ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. დღეს საკითხი ასე დგას: ან ქართული გზა და დიდი მომოავლის საქართველო, ან სოროსულ-მასონური და მათ მიერ დაჩოქებული და დაშინებული ქვეყანა..

ჩვენთვის ოდნავადაც არ არის საკამათო, რომ საქართველო მსოფლიოს უამრავი ქვეყნის, უპირველესად, გლობალისტების ინტერესების სფეროშია მოქცეული. სწორედ მათგან დაფინანსებული და მათი მხარდამჭერი პოლიტიკური ძლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინფორმაციო საშუალებების გამოა, რომ მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ღარიბად. რომ, რაც დრო გადის, ღარიბი ღატაკდება, მდიდარი – უფრო მდიდრდება. რეალობა მწარეა: ქვეყნის წინააღმდეგ მომართულ ძალებს აწყობთ ღარიბი და  დამშეული ხალხი და ქვეყანა, რადგან ადვილია მისი ჩათრევა ვალებში და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ხალხის მართვა .

როგორ ვაპირებთ ამის წინააღმდეგ ბრძოლას? დაჭერებით, აწიოკებით, ციხეების გავსებით? არა. კაცობრიობამ პოლიტიკური მაფიის წინააღმდეგ ბრძოლის მხოლოდ ერთი იარაღი იცის – კონკურენტული გარემოს შექმნა. ჩვენი პროგრამა აგებულია სწორედ ამაზე. კონკურენტული გარემო, ანუ ნიჭის ძალაუფლება და დაცული ადამიანი.

 

ჩვენ  მოვდივარ!

(ვენ პასუხისმგებლობა ხალხის  წინაშე)

  • მოვდივარ ქვეყნის მართვის ახალი სისტემით, რომლის საფუძველი იქნება არა დღევანდელი – „რაც შემიძლია – ვაკეთებ“, არამედ ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმზე მუშაობა.
  • მოვდივარ პროგრამით, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების მიერ მთავარი ფუნქციის შესრულებას: შექმნას კონკურენტული გარემო და დაიცვას ადამიანი.
  • მოვდივარ პროგრამით, რომ ხელისუფლება გადასახადის ამოღებით კი არ იყოს დაკავებული არამედ მის უპირველეს საქმედ მიაჩნდეს, რომ ადამიანები აქციოს გადახდისუნარიანებად… დღევანდელი დამამცირებელი ბრძოლა არსებობისთვის შეიცვალოს შესაძლებლობების რეალიზაციის სისტემით.
  • მოვდივარსაქართველოს გაერთიანების, ჩვენ ძმებთან – აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების აღდგენის, თაობათა ერთიანობის, საქართველოსა და საქართველოს გარეთ მცხოვრებთა ერთიანობის  პროგრამებით.
  • მოვდივარ წინადადებით, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში დაბადებული ქართველი და აფხაზი დაბადებისთანავე, საქართველოს მოქალაქედ ითვლებოდეს, რამეთუ ჩვენ ორივენი ერთი მიწის შვილები ვართ და სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია.
  • მოვდივართ საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცვის გარანტად, მიუხედავად მისი ეროვნებისა და რელიგიური მრწამსისა, ,
  • მოვდივარსაფინანსო და ეკონომიკური სისტემის დეცენტრალიზაციის, რეგიონებისადმი, განსაკუთრებით – ქალაქებისა და რაიონებისადმი მხარდაჭერის, სოფლისთვის ისტორიული სტატუსის დაბრუნების  პროგრამით; იმ წინადადებით, რომ გუბერნატორებს ცენტრი კი არ ნიშნავდეს, არამედ ირჩევდნენ რეგიონების  საკრებულოების წევრები;
  • მოვდივარპროგრამით, რომ დასრულდეს გარედან დაფინანსებული მართული პარტიების, პოლიტიკოსების, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პარპაში.
  • მოვდივართ თანამშრომლობის  იდეით და ვემიჯნებით დაპირისპირებას.  ჩვენთვის არ არის საკამათო, რომ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს.
  • მოვდივართ სუფთა და შიშველი ხელებით, სიმართლით და წრფელი განწყობით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ცოდნით. ჩვენგან ღალატი გამორიცხულია!

  

ჩვენ ვირჩევთ ოთხ პრიორიტეტს: 

  1. განათლება;
  2. დაცული მეწარმე – განვითარების პროექტები ეკონომიკაში;
  3. მეცნიერება და კულტურა, როგორც სახელმწიფოებრივი და ეროვნული ოპტიმიზმის საფუძველი;
  4. ქართული სოფელი, როგორც კულტურული ფენომენი.

დღეს რეალობა ასეთია: განათლება სოროსულ-მასონური კლანების ხელშია. მთელი ეკონომიკური სფერო – მაფიოზების ხელში, კულტურა, ხელოვნება, მეცნიერება – ან პოლიტიზებულია, ან იგნორირებული და უგულებელყოფილი, ხოლო ქართული სოფელი  – გაპარტახებული.

ჩვენი პროგრამით, ოთხი წლის განმავლობაში

N საქმიანობის მიმართულება დღეს არსებული მდგომარეობა ჩვენ ვპირდებით
1 ეკონომიკური მიმართულების სფეროს პოტენციალის  მოქმედებაში მოყვანა შესაძლებლის 7-10%ია მოქმედებაშში ოთხი წლის განმავლობაში მის გაზრდას  40-50%-მდე
2. ლარის ეფექტურობა 1 ლარი აკეთებს მაქსიმუმ, 20 თეთრის საქმეს ერთი წლის განმავლობაში, მინიმუმ, 70 თეთრამდე, ხოლო საარჩევნო წლის ბოლოსთვის – 1 ლარი 1 ლარის საქმეს შეასრულებს.
3 ბიუჯეტის ეფექტურობა კორუფციისა და დაბალი კვალიფიკაციის გამო, დღევანდელი ბიუჯეტი იქცა სახელისუფლებო ვერტიკალის გამდიდრების წყაროდ. დღეს არსებული ბიუჯეტით, ჩვენს პროფესიონალთა გუნდს,  მინიმუმ, 5-ჯერ მეტისგაკეთება შეუძლია.
4 სასურსათო უსაფრთხოება კვების პროდუქტების 80%-მდე იმპორტზე მოდის. ოთხი წლის განმავლობაში, მინიმუმ, 70% და შესაძლებელია 90% -მდე საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფა მოხდება სამამულო წარმოების პროდუქტებით.
5 საარსებო მინიმუმი მოსახლეობის 90%-ზე მეტს, არ აქვს საშუალება, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული საარსებო კალათის 50%ც კი. ოთხი წლის განმავლობაშიმოხდება რადიკალური ცვლილებები და მოსახლეობის 70% – ზე მეტი მიიღებს საარსებო კალათით განსაზღვრულ პროდუქტებს
6 საარსებო კალათის განსაზღვრა დღეს ამას აკეთებს მთავრობა, რაც დანაშაულია.  ყველა მთავრობა წერს იმას, რაც აწყობს. დღეს ამბობენ, რომ საარსბეო კალათის ღირებულება 220-240 ლარის ფარგლებშია. საარსებო კალათის და შესაბამისად, მისი ღირებულების განსაზღვრა მოხდება მსოფლიოში მიღებული წესის მიხედვით – საერთაშორისო და დამოუკიდებელ ქართველ ექსპერტთა მიერ. ჩვენი გაანგარიშებით, დღეს ერთ კაცზე  საარსებო კალათის ღირებულება 900-1200 ლარის ფარგლებშია.

 

ეს არის გრანდიოზული პროგრამა, რომლის შედეგს თითოეული ვიგრძნობთ. ვიგრძნობთ იმას, როგორ გახდება ყველა მოტივირებული და როგორ მივალთ   განვითარების ახალ ეტაპთან. ყველაფერი ამის განხორციელება მხოლოდ პროფესიონალებს და არაპოლიტიზებულ საარჩევნო გუნდებს შეუძლიათ.

ჩვენ, „თეთრები“ თერთმეტი წელია, ვმუშაობთ ამ პროგრამებზე მეცნიერებთან ერთად და სწორედ ამ პროგრამებით მოვდივართ და ჩვენი გუნდიც მეცნიერთა უმძიმესი კრიტერიუმების გათვალისწინებით არის შედგენილი. ეს კრიტერიუმები ამავე ბუკლეტში შეგიძლიათ ნახოთ.

ყველაფერი ეს ჩამოყალიბებულია ქვეყნის განვითარების მეცნიერთა მიერ შემუშავებულ კონცეფციაში „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, პროგრამულ დოკუმენტში: „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“ და ყველაფერ ამას საფუძვლად უდევს დიდ მამულიშვილთა მიერ მეცნიერთა მონაწილეობით უდიდესი ხელოვანის და მოღვაწის,მერაბ ბერძენიშვილის სახლ-მუზეუმში შედგენილი და ასევე უდიდესი რეჟისორის და მოღვაწის, რეზო ჩხეიძის სახლში ხელმოწერილი „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“

ჩვენ, “თეთრები” ვფიქობთ, საქართველოსათვის პრიორიტეტული და გადარჩენის  მდგრადი განვითარების მიმართულებებია:

  1. აგროინდუსტრია და ბიო პროდუქტის წარმოება;
  1. ლოჯისტიკური ხაბი ევროპასა და აზიას შორის;
  1. ბალნეოლოგიური და ტურისტული ხაზი ისტორიული და ეკოლოგიური მიმართულებით;
  1. ევროპული გამოცდილების ინდუსტრიული პარკები;

ჩვენი ანალიზით, ყველაფერი ეს ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს დასაქმების პრობლემას, მოსპობს სიღარიბეს და დიდძალ ფულს დატოვებს უფასო განათლების და ჯანდაცვის სისტემის შესაქმნელად .

 

ჩვენ დღეს გვაქვს უდიდესი მასშტაბის ინოვაციური  რამდენიმე პროგრამა:

  1. პროგრამა „განათლება“ ;
  2. პროგრამა „იმუნიტეტი“;
  3. პროგრამა „ენერგეტიკა“;
  4. პროგრამა „წყალი“;
  5. პროგრამა „სამკურნალო, უპირველესად, ბალნეოტურიზმი“;
  6. პროგრამა „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ყოველგვარი პესტიციდებისა და ქიმიური ნაერთების გარეშე“;

ჩვენ უარი ვთქვით პოლიტიკოსთა მიერ სატყუარად შემოტანილ სოციალურად ორიენტირებულ ბიუჯეტზე  და სწორედ მეცნიერთა რეკომენდაციით ვადგენთ განვითარების ბიუჯეტს.  ყველა ჩვენი პროგრამა განვითარებაზეა ორიენტირებული. ყველა ჩვენი პროგრამის მთავარი მიზანია, რომ:

  • ქვეყანაში დასრულდეს ბრძოლა არსებობისათვის და იყოს პირობები თითოეული ადამიანის შესაძლებლობის რეალიზაციისთვის.
  • დასრულდეს ისეთი მთავრობები, რომლებიც ამბობენ, რომ აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ. ჩვენ ვიქნებით ხელისუფლება, რომელიც იმუშავებს კონკრეტული ეტაპისათვის ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმზე

ამ მიზნით ჩვენ 50-მდე პროგრამა გვაქვს. აქ შემოგთავაზებთ რამდენიმეს. ბევრ მათგანზე მივანიშნეთ ჩვენს მიმართვაში საზოგადოებისა და პარტიებისადმი. ისინი საერთო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მიმართულებისაა და უნდა ჩავთვალოთ ჩვენი ხელშეკრულების ნაწილად. ჩვენ სიცოცხლის ფასად ვიბრძოლებთ მათი განხორციელებისთვის.

 აქვე ჩვენ ვაფორმებთ ხელშეკრულებას,  საქართველოს მოსახლეობასთან, რომ  ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში გავაფორმებთ  კონკრეტული მიმართულებების ხელშეკრულებს:

  • ელშეკრულება ოჯახთან: ოჯახში, სადაც არის 6 წლამდე და 70 წელს გადაცილებული წევრი, ოჯახის დიასახლისს ენიჭება დასაქმებულის სტატუსი და ენიშნება ხელფასი. ამავე დროს, იმ რეგიონებში, სადაც დემოგრაფიული სიტუაცია მწვავეა , ასეთ ოჯახებში ოჯახის ამ  წევრებს ენიჭებათ მარჩენალის სტატუსი.
  • ხელშეკრულება პენსიონერებთან: ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში 6 თვის განმავლობაში ყველა პენსიონერს  საპენსიო ბარათის მეშვეობით  ექნება საშუალება მიიღოს საქართველოში დამზადებული 300 ლარის ნებისმიერი პროდუქტი ყოველთვიურად.
  • ხელშეკრულება სტუდენტებთან : უქმდება მისაღები გამოცდები. აშშ-ის გამოცდილების შესაბამისად, უმაღლესში მიღება ხდება საშუალო სკოლების ატეტატების კონკურსის მიხედვით. უმაღლესში სწავლებას აფინანსებს სახელმწიფო. თუ სწავლის დამთავრების შემდგომ სტუდენტი დაიწყებს მუშაობას სპეციალობით და მისი ხელფასი საარსებო კალათის განსაზღვრული პროდუქტების ფასზე 10^%-ით მეტი იქნება, სტუდენტი ყოველთვიურად ურიცხავს თავისი ხელფასის 10%-ს ვიდრე არ დაიფარება სტუდენტის სწავლებისათვის სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხა.
  • ხელშეკრულება პედაგოგებთან: განათლების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდება მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სისტემა. სკოლების დაფინანსების განსაზღვრა მოხდება მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე და იმ კოეფიციენტებით, როგორადაც ამ სკოლის კურსდამთავრებულები გაუძლებენ უმაღლესი სასწავლებლის სწავლების კონკურენტულ გარემოს. მასწავლებლის მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საარსებო კალათის ღირებულებაზე 20%-ით მეტი.
  • ხელშეკრულება მეწარმეებთან: კონკურენტული გარემო იქნება იმის გარანტი, რომ მეწარმეს არ დასჭირდება ხელისუფლების კეთილგანწყობის „ყიდვა“. შემოღებული იქნება მეწარმეთა დაცვის ის სისტემა, რომელიც დღეს წარმატებულად მოქმედებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში. სამამულო ბაზრის დაცვის მიზნით შეიცვლება  საბაჟო- საგადასახადო სისტემა. ის, რაც ქვეყანაში ჭარბად გვაქვს და ვინმეს გააქვს ქვეყნის გარეთ, გადასახადი ნულთან მიახლოებული იქნება, რაც არ გვაქვს და ვინმეს გააქვს – გადასახადი იქნება მძიმე, რაც ჭარბად გვაქვს და მისი ანალოგი ვინმეს გარედან შემოაქვს – გადასახადი იქნება გაზრდილი, ხოლო რაც არ გვაქვს და ვინმეს შემოაქვს – გადასახადი ნულისკენ იქნება.  მაღალი ტექნოლოგიების შემოტანა იქნება დაუბეგრავი. ჩვენ ვიქნებით ორიენტირებული არა ინვესტიციებზე, არამედ დაბალსაკრედიტო სისტემაზე ისე, როგორც ეს არის აშშ-ში. გაუქმდება დღგ – ს გადასახადი და აშშ-ის მსგავსად შემღებული იქნება ვაჭრობის მოსაკრებელი. საერთოდ, სამეწარმეო სფერო აშშ-ს გამოცდილების შესაბამისად იქნება წახალისებული.
  • ხელშეკრულება ახალგაზრდობასთან : 18 წლიდან 33 წლამდე ყველა ახალგაზრდას 7-10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად დაერიცხება მინიმუმ, 500 ლარი, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ აქციების შეძენისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის. მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების გამოცდილების შესაბამისად, მოხდება იმ სამწეარმეო სუბიექტების წახალისება, სადაც მაღალი იქნება ახალგაზრდობის მონაწილეობა.
  • ხელშეკრულება ბანკების მიერ დაზარალებულებთან: ვისაც საბჭოთა კავშირის დროს, ან მის შემდგომ პერიოდში დაეკარგა სახელმწიფო თუ კერძო ბანკებში შეტანილი ფული, ან სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ ბანკების წარმომადგენელთა მიერ ფულის დაბრუნება, ან სახელმწიფოს მიერ უნდა იქნას აღიარებული ვალად და დაიწყოს მის ეტაპობრივი დაბრუნება. პირველ ეტაპზე, ვისაც ექნება პროგრამა სამამულო წარმოების გამართვის , მას დანიშნულებისამებრ გადაერიცხება შეტანილი თანხის დოლარის ექვივალენტი დღევანდელ ლარებში.
  • ხელშეკრულება სამხედრო ვეტერანებთან: ჩვენი გამარჯვებიდან 6 თვეში მათი პენსიების, დანამატების და შეღავათების საერთო ღირებულება იქნება 5-10%-ით მეტი, ვიდრე საარსებო კალათის ღირებულება იმ ეტაპისთვის.
  • ხელშეკრულება სამხედრომოსამსახურეებთან: ჩვენ ვირჩევთ შვეიცარიისა და ისრაელის გამოცდილებას. ჯარი გადავა საკონტრაქტო ხელშეკრულებაზე. შერჩევა უნდა ხდებოდეს უმკაცრესი კრიტერიუმებით და სამხედრომოსამსახურის ხელფასი ერთი ლარით უნდა აღემატებოდეს მინისტრის ხელფასს.

დასკვნის სახით: ხელშეკრულება საქართველოს მოსახლეობასთან – ეს არის თითოეული ადამიანის მოტივაცია შედეგებზე. მეცნიერთა მიერ შემუშავებული პროგრამების მიხედვით რეალურზია, რომ საქართველოში დასაქმების პრობლემა სრულად მოიხსნას 4-6 წლის განმავლობაში, თითოეულის ხელფასი გაცილებით მეტი უნდა იყოს, ვიდრე საარსებო კალათის ღირებულება  და ერთხელ და სამუდამოდ უნდა  დასრულდეს საქართველოში ღატაკ დასაქმებულთა არსებობა და ადამიანები ძირითადში თავისი პროფესიის მიხედვით უნდა მუშაობდნენ.

ხელშეკრულება ხალხთან (პირველი ნაწილი)

 ხელშეკრულება მოსახლეობასთან (მეორე ნაწილი)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *