19 ოქტომბერს ამ დღეს,ქუთაიმა,იმერეთმა,ახალი ბაზალეთი ააცილა ქვეყანას..

“თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ჩვენ, “თეთრები” მოვდივართ ეროვნული თანხმობის და განახლებული ეროვნული  მოძრაობის იდეით,სისტემური ცვლილებების პროგრამით!

19 ოქტომბერი ტკივილის და იმედის დღეა საქართველოსთვის.. ამ დღეს,ქუთაიმა,იმერეთმა,ახალი ბაზალეთი ააცილა ქვეყანას..

22 წლის წინ,1998 წლის 19 ოქტომბერს,სენაკის სამხედრო ბაზიდან 40 ერთეული სამხედრო ტექნიკა დაიძრა აღმოსავლეთისკენ.4 დღე ქუთაისში უნდა გამაგრებულიყვნენ და 28 ოქტომბერს,პირველი არჩევნების 8 წლისთავზე-თბილისში უნდა შეერთებოდნენ პარლამენტის წინ მდგომთ,ჩაეშალათ პარლამენტის არჩევნები ,გადადგომის ულტიმატუმი წაეყენებიათ ხელისუფლებისთვის და მიუღებლობის შემთხვევაში დაეწყოთ სამხედრო მოქმედებები.

ხელისუფლებამაც სრული მობილიზება გააკეთა ..ქვეყანაახალი ბაზალეთის საფრთხის წინ დადგა.სიცოცხლის ფასად გადაუდექითტანკებს.ძალა უნდოდა არა მარტო გზის გადაკეტვას,არამედ იმას,რომ ერთ მეამბოხეს ხელი არ გამოეკრა და არ ესროლა ჩემთვის.. სწორედ ამიტომ არის ეს დღე სავსე ტკივილითაც და იმედითაც. დიდი მადლობა მეგობრებს სამეგრელოდან.რომ არა ჩვენი ერთობა,ქვეყანაში დიდი ტრაგედია დატრიალდებოდა.

მიუხედავად ჩემი არაერთგზის თხოვნისა,ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული.ბოლოს მიხეილ სააკაშვილს მივმართე მისი პრეზიდენტობის პერიოდში.

დრომ დაადასტურა,რომ ეს იყო რუსეთის სახელისუფლებო წრეებიდან მართული პროცესი,რომლის მართვის ცენტრში იყვნენ იგორ გიორგაძე,ასლან აბაშიძე..19 ოქტომბერს,მთელი დღის განმავლობაში,ასლან აბაშიძესთან იყო ბატონი სააკაშვილიც. დღემდე უარს ამბობს ყველა ტელევიზია,შედგეს

პირდაპირი დებატები სააკაშვილთან.მივმართავ ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორს იმავე წინადადებით.

ფაქტი ერთია,რომ სააკაშვილმა , მისი პრეზიდენტობის პერიოდში არ მიიღო არა მარტო ეს წინადადება,არამედ ის,რომ ჩატარებულიყო აკაკი ელიავას

ზესტაფონში მკვლელობის დღემდე ბნელით მოცული საქმე.ჩემი ინფორმაციით, მისი მკვლელობის გადაწყვეტილება მოქ კავშირის მაღალ ეშელონებში მიიღეს,სწორედ მაშინ,როცა სააკაშვილი გენერალური მდივანი იყო..

მივდივარ ქუთაისში. ტრაგედიის ადგილზე,ხონში გუბისწყალთან,პატივს მივაგებ დაღუპულ ჯარისკაცს.16.00საათზე, “თეთრების” პროგრამას წარვადგენ…ეს არის მეცნიერთა მიერ შემუშავებული გრანდიოზული პროგრამა,სისტემური ცვლილებების პროგრამა, მომავლის საქართველოს პროგრამა…პროგრამა,რომელიც ჩვენ სამშობლოს დაიხსნის კლანური მმართველობისა და სოროსულ-მასონური განწყობისპოლიტიკოსების,პოლიტიკური ძალების პარპაშისგან!

ვგუშაგობთ საქართველოს!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *