“თეთრები” პარლამენტში იქნება სწორედ ხალხის განწყობის გამომხატველი და სიმშვიდე- სტაბილობის,ქვეყნის განვითარების გარანტი!

 

“ოცნებას” და ” ნაცმოძრაობას” (მათ განაყოფებთან ერთად) აქეთკენ მიჰყავთ ქვეყანა.ამის დასტურია,ხელისუფლების მტკიცება,რომ უკვე გამარჯვებულია, რომ 56 პრიცენტზე მეტი მათ უჭერს მხარს და ოპოზიციის მტკიცება,რომ მათია ამომრჩეველთა 60 პროცენტი.

ეს არა მარტო აბსურდია, უპირველესად,ქვეყნის შეურაცყოფაა,იმის აღიარებაა,რომ მონები ვართ და ქვეყნის გადარჩენას,ქვეყნის დამანგრევლებში,ჩვენს გაღატაკებაზე გამდიდრებულებში ვეძებთ და ვხედავთ..

მომრჩეველმა უნდა იცოდეს,რომ რეალური გამოკვლევებით, ხელისუფლება 20-25 -ის,ხოლო, ე წ.გაერთიანებული ოპოზიცია, 15-20-ის პროცენტის ფარგლებშია, დანარჩენი პროცენტები,თითქმის ნახევარი იმ ძალებზე ნაწილდება,რომლებიც არ არიან დღევანდელ პარლამენტსა და ხელისუფლებაში.ასეთია რეალური განწყობა და ეს ამავე დროს არის იდეალური მომავლის საქართველოსთვის!

 

მხოლოდ გაყალბება მოიტანს სხვა განლაგებას და შექმნის შიდა დაპირისპირების,სამოქალაქო ომის პირობებსა და სიტუაციას!

ჩვენ ოდნავადაც არ ვეჭვობთ,რომ  “თეთრები” პარლამენტში იქნება სწორედ ხალხის განწყობის გამომხატველი და სიმშვიდე- სტაბილობის,ქვეყნის განვითარების გარანტი!

ავირჩიოთ მეორე და არა პირველი გზა. ხმის მივცემის დროს, ვიფიქროთ არა ფულის ტომარა პარტიულ ბოსებსა და გუნდებზე, არანედ უფალთან და საკუთარ სინდისთან ვიყოთ მართალი, ვიფიქროთ იმაზე,რომ სამშობლოსთან არაფერი შეგვეშალოს!

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *