კიდევ ერთხელ შევაჩეროთ ეს დამღუპველი პროექტი.

მათე სარკინეთელი:მიმართავს თემურ შაშიაშვილს ნამახვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით:  :”ისევ თქვენ გმართებთ უფრო მეტი როგორც ადრე და კიდევ ერთხელ შევაჩეროთ ეს დამღუპველი პროექტი…”
და აქვეყნებს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლის, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრის,მერაბ გვაზავას ყურადსაღებ   წერილს ნამახვანჰესთან დაკავშირებით/
1988 წელს დაიწყო ნამოხვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. ჩვენ საპროტესტო აქცია მოვაწყვეთ ქუთაისში. მე და გიზო თავაძე დაგვიბარა აღმასკომის თავმჯდომარემ, თემურ შაშიაშვილმა და მოგვცა ძალიან გონივრული რჩევა; აქციებით ბევრს ვერაფერს გახდებით, აღმასკომის სახელით მოგანიჭებთ უფლებამოსილებას, ჩადით თბილისში, დააკომპლექტეთ კომპეტენტური კომისია, მოვიწვიოთ პროექტის ავტორებიც და ჩატარდეს პროექტის ექსპერტიზა. საორგანიზაციო საკითხებს საკუთარ თავზე ვიღებო.
ასეც მოვიქეცით; ჩავედი გეოფიზიკის ინსტიტუტში, დირექტორმა მერაბ ალექსიძემ მომისმინა, დაუყოვნებლივ შეკრიბა სამეცნიერო საბჭო, შედგა კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ეკოლოგი, პროფესორი მიხეილ ღოღობერიძე (მას სახლში მივაკითხე). შემდეგ ჩავედი თბილჰიდრომშენში (დირექტორი ანზორ ჭითანავა) და შევუთანხმდი ექსპერტიზის ჩატარების დღეზე. წყალტუბოში ჩატარდა პროექტის ექსპერტიზა, კომისიამ იგი დაიწუნა და მშენებლობა მეორე დღესვე შეწყდა. ბატონი თემური დამემოწმება, რომ სწორედ ასე იყო. რისთვის გავიხსენე ეს ამბავი? ,,მოძალადე” საბჭოთა ხელისუფლება ცივილურად მიუდგა პრობლემას, მიმართა ექსპერტებს და მათ ვერდიქტს უპირობოდ დაემორჩილა. დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებას სიტყვა ექსპერტის გაგონებაც არ სურს, ძალით ყრის საცხოვრებელი ადგილებიდან თავის მოქალაქეებს, მათ მშვიდობიან აქციას კი პოლიცია არბევს. თუ საბჭოთა რეჟიმის პირობებში ჩვენ უპირობოდ ვითხოვდით მშენებლობის შეწყვეტას, დღეს მოქალაქეები ითხოვენ მინიმუმს: კომპანიამ წარმოადგინოს მშენებლობის ნებართვა, ე. ი. დაიცვან კანონი. ხელისუფლება, რომელსაც კანონის უზენაესობა აკერია ენაზე, თურქულ კომპანიას, კანონის სრული დარღვევით, მოქმედების სრულ თავისუფლებას ანიჭებს. ეროვნული მოძრაობის ვეტერანს საბჭოთა კავშირი როგორ მომანატრეთ?! ან შევურიგდეთ, ფაქტს, რომ ეს ქვეყანა ჩვენ უკვე აღარ გვეკუთვნის, ან ქვები შევაგროვოთ და საქმეს შევუდგეთ”
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *