მინდა გავახსენო ქუთაისს რა იყო და რას აკეთებდა წესიერი ადამიანები…

ფოტოზე , რომელზეც აღბეჭდილია ენუქი გაბუნია, ქუთაისის საავიაციო ქარხნის ყოფ. დირექტორი, მეცნიერი. ქუთაისის მერი, იმერეთის გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი, მეუფე კალისტრატე, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, იმ დროს ასახავს, როცა ქუთაისი მართლაც, საქართველოს ავანგარდში იყო… როცა იმერეთში განხორციელებულ რეფორმებს ევროპასა და ამერიკაში სამაგალითოდ მიიჩნევდნენ. ფოტოზე მინაწერიც ძალიან საინტერესოა:

“წარმოიდგინეთ რა დრო არის ამ ფოტოზე, ამ დროში გამოუშვა ქუთაისის საავიაციო ქარხანამ ორი თვითმფრინავი! ნელ-ნელა ეყრებოდა საფუძველი სამოქალაქო ავიაციას, იყო გეგმა “თვითმფრინავი ტაქსი”.. ამასობაში გავიზრებოდით გავნათლდებოდით, ათობით დასაქმებულ ადამიანებს მიემატებოდა კიდევ უფრო დიდი მაშტაბები მაგრამ ფრთა არ შეასხეს ვისაც უნდა დაენახა პერსპექტივა და ეს არ გააკეთეს! მივიღეთ დაშინებული დემორალიზებული ადამიანები რომლებზეც იყო ძალადობა, შანტაჟი და შიში!
უბრალოდ მინდა გავახსენო ქუთაისს რა იყო და რას აკეთებდა წესიერი ადამიანები და როგორ ზრუნავდა ყველა დასაქმებულზე და მათ ოჯახებზე

ასეთი კაცის ოჯახს 2010 წელს როგორ შეგვეხენ ისიც ახსოვს ჩემს ქალაქს და ვერასდროს დაუშვებთ მოვიდეს ძალა რომელმაც საქართველოს პატიოსან მოქალაქეებს ასე ცუდად შეგვეხო! 2010-2011 წლებს ვერასოდეს ვაპატიებთ უბრალოდ ამის უფლებაც კი წაგვართვეს თავისი მოქმედებით !”

მართლაც, გავიხსენოთ, რა დრო იყო და რას აკეთებდნენ წესიერი ადამიანები…იქნებ, ჯერ კიდევ შესაძლებელია, ქვეყნის სტაგნაციიდან გამოყვანა და პროგრესისკენ სვლა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *