(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: საქართველოში არჩევნები ყველაზე მეტად ნაცმოძრაობამ და იმ გუნდმა გააყალბეს, რომლებიც ნათელაშვილის ოფისში იკრიბებიან

თეიმურაზ შაშიაშვილი საპალამენტო არჩევნების შედეგებს მიმოიხილავს, არაერთ თემას ექსკლუზიურად ახმაურებს და ბიძინა ივანიშვილს საგანგებო განცხადებით მიმართავს:

– ხელისუფლებას უნდა თუ არა, ვადამდელი არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება! ცუდი იქნება, თუ ეს მოხდება ქუჩიდან, ხოლო კარგი  იქნება, თუ ამას გააკეთებს თავად ივანიშვიი. ისიც ფაქტია, რომ საქართველოში არჩევნები ყველაზე მეტად ნაცმოძრაობამ და იმ გუნდმა გააყალბეს, რომელიც შალვა ნათელაშვილის ოფისში იკრიბებიან! ჩხოროწყუდან მომწერა 27 წლის კომპოზიტორმა იაგო ქებურიამ – ბატონო თემურ, ხმა თქვენ მოგეცით, მაგრამ ჩვენ უბანზე არც ერთი ხმა არ დაგიფიქსირდათო! ასეთი წერილი მაქვს ასი მაინც. რა ვქნა ახლა, სასამართლოში ვიჩივლო, მიტინგი ჩავატარო თუ რა გავაკეთო? უფრო მეტსაც გეტყვით – ბიძინა ივანიშვილს ამ კორონაპანდემიის დროს არჩევნები არ უნდა ჩაეტარებინა… საერთოდ საქართველოს ტრაგედიაა, როცა არჩევნების გაყალბებაზე არჩევნების გაყტალბების დიდოსტატები ლაპარაკობენ! არჩევნებიგაყალბდა მაშინ, როცა ნაცმოძრაობამ მიიღო კანონი კვალიფიციური და არაკვალიფიციური პარტიების შესახებ! არჩევნები გაყალბდა მაშინ, როცა ნაცმოძრაობამ იყიდა პარტიები და მათ ფული დაურიგა! არჩევნები გაყალბდა მაშინ, როცა გიგი უგულავამ და სხვებმა სახელმწიფო ბიუჯეტი თავიანთ სალაროდ გაიხადეს. აი, ახლაც ამ არჩევნების წინ, ხელისუფლებამ ქუთაისში შტაბები გახსნა, სადაც ავადმყოფებს წამლებს ურიგებდნენ… კი მაგრამ, არჩევნებამდე ეს ხალხი ავად არ იყო?

 – თქვენ და გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში პრეზიდენტობის კანდიდატები იყავით…

– ვიყავით, მაგრამ ვერ მივაღწიე იმას, რომ გრიგოლ ვაშაძესთან ტელევიზიის პირდაპირ ეთერში დებატები გამემართა! ვაშაძემ ერთხელ გელათში დამინახა და გაიქცა… რომელ კონკურენტულ გარემოზე ვლაპარაკობთ, როცა ქუთაისში ამომრჩევლის 30 პროცენტმა არ იცოდა, რომ კენჭს ვიყრიდი, ხოლო საქართველოში არსებობენ ტელევიზიები, რომლებიც ეკუთვნიან კონკურენტ პოლიტიკურ ძალას და ვერ ვეღირსე იმას, რომ ჩემი პროგრამა ხალხამდე მიმეტანა.

რომელ სამართლიანობაზე ვლაპარაკობთ, როცა კაგებეს გენერლის,კრემლთან დაახლოებული გენერალოვის ხელისბიჭი კობა ნაყოფია ქუთაისში ლამის ყოველდღე ჩამოდიოდა, ჩემს მოადგილე ზურაბ ქაჯაიას ხვდებოდა და ეხვეწებოდა – შაშიაშვილმა მიმიღოსო! შევარდნაძეს ერთი ამბავი დავაწიე, ყველაფერი ჩავშალე, რაც მაგათ ზესტაფონში უნდა ეყიდათ, მაგრამ მოვიდა სააკაშვილი თუ არა, გენერალოვმა და მისმა ხელისბიჭმა კობა ნაყოფიამ, რაც უნდოდათ, ყველაფერი გააკეთეს. ამის შემდეგ, კობა ნაყოფიამ შემომითვალა – გაგსრესო! ჰოდა გასრესილი ვარ კიდეც პოლიტიკურად, რადგან ამაში მაგათ ბიძინა ივანიშვილიც უწყობს ხელს! საქმე იქამდე მივიდა, რომ თუ აქამდე ეს გაყიდული პარტიები შალვა ნათელაშვილის ოფისში იკრიბებოდნენ, დღეს ქვეყნის დამაქცევარი მამუკა ხაზარაძის ოფისში იკრიბებიან. სასაცილო 5 ათასი ლარი დავხარჯე არჩევნებში, რადგან მეტი არ მქონდა. ხოლო ამათ, თითოეულ პარტიას, 30-40 მილიონი მაინც აქვთ დახარჯული! ამაზე დიდი კორუფცია დაქცეულ  ქვეყანაში გინახავთ? ვიდრე ქუჩიდან დაიწყებოდეს პროცესები ბიძინა ივანიშვილმა, სჯობს, ვადამდელი არჩევნები  თავისი ინიციატივით დანიშნოს. ქუჩას კარგი არაფერი მოაქვს… საქართველო რუსთაველის პროსპექტზე მიღებულმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა დაღუპა! სწორედ ქუჩამ აიძულა ბიძინა ივანიშვილი, მიეღო დამღუპველი გადაწყვეტილება და შემოეღო ერთპროცენტიანი ბარიერი, რამაც პარლამენტთა მიმავალი გზა ყველა ვიგინდარასთვის მოკლე გახადა!

ვის აწყობს ნამდვილი არჩევნები. ამ ნაძირალა ფულის ტომრებს – მამუკა ხაზარაძესა და კობა ნაყოფიას?

 – შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში?

– ესენი პარლამენტში შევლენ მაშინ, როცა ეცოდინებათ, ვადამდელი არჩევნების თარიღი. სხვა შემთხვევაში შეკრებენ ამ თავიანთ 60 კაცს, გააკეთებენ ალტერნატიულ პარლამენტს და იქნებამასხარაობა და ცირკი. სააკაშვილს უყვარდა პოლიტიკანები და არ მეგონა თუ  ბატონი ბიძინა  პოლიტიკანების სიყვარულში სააკაშვილს დაემსგავსებოდა.

თქვენ იდექითს ახალხო წარმომადგენლობიუთი კრების სათავეებთან, რომელიც მერე ბურჯანაძემ გადაიღო. ხართ 2011 წლის ავადსახსენებელი 26 მაისის სისხლიანი დარბევის მონაწილე და მიღებული  ტრამვების გამო კარგა ხანს მკურნალობდით. ნინო ბურჯანაძე თქვენს დამარბევლებს – ბოკერიასა და უგულავას რომ ემუსაიფება, მოგწონთ?

– ძალიან ვწუხვარ, რომ ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ არამარტო თავის თავს, ჩვენც უდიდესი დარტყმა მოგვაყენა და ბოროტებას გვერდით დადგა. გიგა ბოკერია, რომელიც ჩვენ გვარბევდა და ტყვიას გვესროდა საქართველოს ბოროტებად მიმაჩნია. მე ვიყავი ლიდერთაგან ყველაზე ბოლო რომელიც იმ სისხლიან ღამეს მოედანზე მარტო დარჩა… მამაო ჩვენოს ვამბობდი და არც ვიცი, როგორ გადმოვვარდი ტრიბუნიდან… საქართველო დაწყნარდება მაშინ, როცა ხალხი გაიგებს თუ რა ხელფასები ჰქონდათ ნათელაშვილის ოფისში შეკრებილ სოროსულ  ძალებს იმ დროს, როცცა აკადემიკოსი ევგენი ხარაძე სახლიდან გამოტანილ წიგნებს ჰყიდდა და თავს იმით ირჩენდა. ისიც საკითხავია, ვინ იდგა კომერციული ბანკების უკან, რომლებმაც ხალხი გაატყავეს! „ოქროს საწმისის“ მაგალითზე, რომელიც ქუთაისში ფუნქციონირებდა, შემიძლია კატეგორიულად განვაცხადო, რომ ეს პირამიდულ სისტემაზე აწყობილი თაღლითური სტრუქტურა დაკავშირებული იყო მასონებთან!

 – როგორ, რანაირად?

– უფრო მეტსაც გეტყვით – დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური პირამიდა „ოქროს საწმისი“ ნაცმოძრაობას ურიცხავდა ფულებს და სააკაშვილი თავის კუდს გაასამართლებდა? დიახ, „ოქროს საწმისმა“ საპრეზიდენტო არჩევნების წინ სააკაშვილს ფული გადაურიცხა, რადგან მის უკან იდგა „მოქკავშირის“ რეფორმატორთა გუნდი სააკაშვილის მეთაურობით.

 – თქვენ რომ იმერეთის გუბერნატორი იყავით, თაღლითების პარპაში რატომ ვერ აღიკვეთა?

– როგორც კი „ოქროს საწმისის“ თემით დავინტერესდი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ოთხმა მასონურმა ლოჟამ საპროტესტო წერილი გამომიგზავნა. ანალოგიური წერილები მიუვიდა თ შევარდნაძეს, გენერალურ პროკურორს და ელენე თევდორაძეს, რომელიც მაშინ სახალხო დამცველი იყო.

 – რას ითხოვდნენ მასონები?

– ისინი შევარდნაძისგან და გენერალური პროკურორისგან სახალხო დამცველისა და ჩემგან კატეგორიულად  ითხოვდნენ „ოქროს საწმისის“ უფლებები  ყოფილიყო დაცული და მას არავინ შეხებოდა!

 – ვინ იყვნენ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები?სხვათაშორის, ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელიც ჩვენი მკითხველია, განაცხადა, რომ ქუთაისში, თეთრ ხიდთან არსებულ ოფისში 1000 ამერიკული დოლარი, რომელიც  მაშინ ძალიან დიდი ფული იყო, პირადად გადასცა „ოქროს საწმისის“ დირექტორის მოადგილეს ვინმე ბადრი ჯაფარიძეს! ეს მამუკა ხაზარაძის ბადრი ჯაფარიძეა?

– არ ვიცი, ის ბადრი ჯაფარიძე ეს ბადრი ჯაფარიძეა თუ არა,მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ვინც მაშინ „ოქროს საწმისს“ ხელმძღვანელობდა, ამერიკაში მათი ნათესავი და წარმომადგენელი ალ გორის საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონში მონაწილეობდა, ხოლო თუ რა კავშირები ჰქონდა გორს მასონებთან, ეს ამბავი საქვეყნოდ ცნობილია. ვფიქრობ, „ოქროს საწმისის“ თქმით, „ასავალ-დასავალი“ უნდა დაინტერესდეს და სააკაშვილის დაკითხვა მოთხოვოთ! ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მაშინ ხალხი გაძარცვა და „ოქროს საწმისთან“ იყო დაკავშირებული. დღეს ოპოზიციაშიც არის და ხელისუფლებაშიც. ეს ძალიან სკანდალური თემაა და მისი შესწავლა ბევრს ჩამოგლეჯს ნიღაბს!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *