უმძიმესი განცხადება სერიოზულ ანალიზზე დაყრდნობით!

ეს მოხსენება,ჯერ კიდევ ნაციონალების ეპოქაში-2011 წლის 18 მაისს ,26 მაისის აქციების წინა დღეებში გავაკეთე.ამ მოხსენების შემდეგ მოხდა ჩემი სრული ბლოკირება მედია საშუალებებში,უპირველესად სატელევიზიო სივრცეში. სრულად გაწყდა კავშირი აშშ საელჩოსთან!

ვფიქობ,პირიქით უნდა მომხდარიყო და ეს ძალიან წაადგებოდა ქვეყანას…მეტიც, ეს კვლევა გავუგზავნეთ ჯერ ნაცმოძრაობას და პრეზიდენტ სააკაშვილს..არჩევნებში გამარჯვების შემდეგ,”ოცნებას”, ბატონ ივანიშვილს და გენერალურ პროკურორს,რომ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე,მოსახლეობის გენოციდის მუხლით…პასუხი მხოლოდ გენერალური პროკურატურიდან მივიღეთ,რომ აღძრულია საქმე და უახლეს პერიოდში მიგვიწვევდნენ.ამით დასრულდა ყველაფერი.

დღემდე,ანუ 8 წელია ველოდებით მიწვევას.ერთი კი მოხდა,ჩვენი,”თეთრების”სრული იზოლირება,რომელიც წარმატებულად გრძელდება. ფაქტია,რომ ეს არ აწყობდა გარე ძალას,რომელიც მართავდა და მართავს საქართველოს…

რატომ ვაქვეყნებ დღეს?

დღეს გამოვიდა ტვ.”მთავარზე” ბატონი სააკაშვილი და თქვა ნორმალური და მოაზროვნე ადამიანის,ყოველი ქართველისათვის შეურაცხმყოფელი რამ:დავით აღმაშენებლის შემდეგ, საქართველოს არ ჰქონია ისეთი წარმატებული ეპოქა,როგორიც ჩემი პრეზიდენტობის იყოო.

ასე მგონია,ეს მხოლოდ შეურაცხადს შეეძლო ეთქვა და ეს მხოლოდ შეურაცხადმა შეიძლება დაიჯეროს.

გამაოგნებელია თვით ის ფაქტი,რომ ეს ითქვა 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, სწორედ იმ დღეს,როცა 12 წლის წინ,ქუთაისში მოხდა ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვანდალიზმი,აფეთქეს ქართულ ბიბლიად წოდებული და ფილოსოფიურ ტრაქტატად აღიარებული, მერაბ ბერძენიშვილის “დიდების მემორიალი”აფეთქებას შეეწირა დედა და შვილი.ეს მოხდა ნიკოლოზობას და გადაწყვეტილება მიიღო მიხეილ სააკაშვილმა – ნიკოლოზის შვილიშვილმა,ნიკოლოზის შვილმა, ნიკოლოზის მამამ.

მართლაც ,კატასტროფაა ისიც,რაც მოხდა,ისიც,რომ მას მისტირიან,ხმას აძლევენ…ისიც,რომ ასეთი უსირცხვილო პრეზიდენტი გვყავდა… ისიც,რომ არც ჟურნალისტმა ჰკითხა ამაზე,არც თვითონ არ წამოცდასინანულისდამაგვარი სიტყვა ამის გამო და კატასტროფაა ისიც,რომ დღეს ეს არც ერთ ტელევიზიას არ გახსენებია.აი,ასეთი “ობიექტური” მედიაა საქაელრთველოში,ასეთი “სამართალი”გვაქვს…

კატასტროფაა და ,ალბათ, მთავარია ის,რომ ასეთი “პარტია” ქვეყანაში, “ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილმა,თავიანთი უხერხემლობითა და უნიათობით, ხალხს მკვლელი და გენოციდის მომწყობი სააკაშვილი მოანატრა!

ძალიან მინდა,ნახოთ და შეაფასოთ!

და საერთოდ, ვიფიქროთ სამშობლოს გადარჩენაზე და ეს დაიწყება მაშინ, როცა არც სააკაშვილში და არც ივანიშვილში აღარ დავინახავთ ქვეყნის მხსნელსა და გადამემრჩენს,როცა ერთისგანაც და მეორესგანაც გავთავისუფლდებით,ანუ,როცა საკუთარი თავიდან გავდევნით მონას!

თეიმურაზ შაშიაშვილი
19.12.2020წ

ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა ორშაბათის,21 დეკემბრის,ფეისბუქკონფერენციის,რომელსაც 4 საათზე დავიწყებ, ვახტანგ ბოჭორიშვილის 37ადან.მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერდაინტერესებულ პიროვნებას, მიუხედავად ჩემდამი დამოკიდებულებისა და იმისა,იზიარებს თუ არა ჩემს პოზიციას!

იხ. (ვიდეო) პრეზენტაცია პროექტის “საქართველო დღეს”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *