ქართული,მხოლოდ ქართული გზა.. ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს!

პრიმიტიული პოლიტიკის პარტიული ეპოქა უნდა დასრულდეს და დაიწყოს მეცნიერების ერა!

 

“ქართულმა ოცნებამ” რეალობის შეგრძნება დაკარგა, გაერთიანებულ ოპოზიციად წოდებული ოპოზიცია კი საბოლოოდ გაბოროტდა..არც ერთია ქართული ინტერესების გამომხატველი  არც მეორე.ამ უაზრო დაპირისპირებაში დაიკარგა საქართველო და ქართული ინტერესი..

ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება:ლუსტრაციის კანონი,

▪ რეფერენდუმის გამარტივებული წესით ჩატარების კანონი,

▪ ხალხის ნებით ეროვნული თანხმობისპარლამენტის მეცნიერთა რეკომენდაციებით არჩევა..

სასწრაფოდ უნდა დავუბრუნდეთ პატრიარქის წინადადებას და შევქმნათ სახელმწიფო კაცების საკრებულო..

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,რომ მეცნიერებმა შექმნან ქვეყნის განვითარების კონცეფცია,რომ მეცნიერთა რეკომენდაციებით შეიქმნას მართალი,ანუ ხალხის ინტერესების გამომხატველი ტელევიზია…

გამთლიანება ერთმანეთს შორის ლაპარაკით იწყება..თაობათა ერთიანობის,ქვეყანაში დარჩენილ და ქვეყნის გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა ერთობის მიზნით,

აუცილებელია ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა საქართველოს მეგობართა კონგრესის ახალი წესით მოწვევა. ამ კონგრესზე მომავლის საქართველოს პროგრამისა და ეროვნული დოქტრინის დამტკიცება..

სწორედ ამ განწყობით იქმნება მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა მიერ ,21 საუკუნის დასაწყისის ყველაზე გრანდიოზული საზოგადოებრივი პროექტი :

“მეცნიერების ერა -გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!” რომელიც,2021 წლის 8 თებერვალს, დავითობას,გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში წარედგინება მეცნიერთა კონგრესს!

დრო არ ითმენს,გარღვევას საჭირო,საჭიროა ინტელექტუალური რადიკალიზაცია, გაბედული ნაბიჯები ფულისუფლების პოლიტიკის დასრულებისა და ნიჭის ძალაუფლების ქვეყნის მშენებლობისთვის!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *