ქართული, მხოლოდ ქართული გზა!
ჩვენ ვიყავით და ვრჩებით პოზიციაზე: ქართული, მხოლოდ ქართული გზა! ქვეყნისგადარჩენის სხვა გზა არ არსებობს – ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს!
“ქართული” არასდროს ნიშნავდა ჩაკეტილობას. ყოველთვის იყო ნაზიარები ზოგადკაცობრიულთან. ყალბი და ანტიქართულია ქვეყნის გარეთ ყურება და მხსნელის ძებნა… ქვეყნის გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები!
დავიხსნათ თავი გარედან მართული პარტიებისა და პოლიტიკოსებისგან, ავირჩიოთ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება! ამის გაკეთება ღირსებით სავსე ადამიანებს შეუძლიათ.
სწორედ ასეთი განწყობის მეცნიერთა ,შემოქმედთა,მოღვაწეთა,პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ იქმნება დიდი ქართული გაერთიანება,იწერება საზოგადოებრივი პროგრამა: “მეცნიერების ერა – გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”, რომელიც ამ დღეებში გაცხადება და მიღებული იქნება 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში.
ყველა მოაზროვნე და სამშობლოსთვის მომართული ადამიანი ხედავს,რომ მოქმედების დროა,რომ დუმილი დღეს- ქვეყნის ღალატის,საკუთარი ღირსების დაკარგვის ტოლფასია!
თეიმურაზ შაშიაშვილი
პარტია “თეთრები “..თავჯდომარე
www.tetrebi.org