საშობაო ლიტურგიაზე ყოფნამ,კიდევ უფრო გამაძლიერა ამ მოსაზრებასა და შეფასებებში

გელათში,ღვთისმშობლის ტაძარში,საშობაო ლიტურგიაზე ყოფნამ,კიდევ უფრო გამაძლიერა ამ მოსაზრებასა და შეფასებებში .უფრო კატეგორიული გამხადა რამდენიმე მიმართულებით:

პირველი: ხელისუფლება,რომელსაც სული და ფული ერევა ერთმანეთში, მით უფრო,თუ ფულს აძლევს უპირატესობას, დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის;

მეორე:ხელისუფლება,რომელიც გარედან იმართება,რომლისთვისაც მთავარია,რას ფიქრობენ მასზე გარე ძალები და არა ის,რას ფიქრობს მასზე ქვეყნის მოსახლეობა,-არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება;

მესამე: ხელისუფალი,რომელიც ხალხს არჩევს არა ქვეყნის,არამედ საკუთარი ერთგულების მიხედვით,მტერია ამ ქვეყნის;

მეოთხე: ხელისუფალი,ხელისუფლება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ხალხს საარსებო მინიმუმით,საცხოვრისით,განათლების მიღების თანაბარი უფლებით,თანაბარი სამედიცინო მომსახურებით,რომელიც ვერ,თუ არ უზრუნველყოფს ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შექმნას და ვერ იცავს ყოველი მოქალაქის კანონიერ უფლებას,-არის ყალბი,მატყუარა,მოსული კლანის ინტერესებისთვის,ქვეყანაში ქმნის კორუფციულ გარემოს და კლანურ მმართველობას!

მეხუთე:მიჭირს ამის გაფიქრება,მით უფრო დაწერა,მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას:ყოველი ადამიანი,რომელიც ასეთ ხელისუფლებას იცავს,ებრძვის საკუთარ თავს და საკუთარი შვილების მომავალს. ესენი მონური ფსიქოლოგიით მცხოვრები არსებები არიან!

დიდი მადლობა ყველას,ვინც ნახავს ამ სტატიას!

თემურ შაშიაშვილი

7.01.2021

გელათი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *