თემურ შაშიაშვილი: კეთილ საქმეს ვაკეთებ,ყადაღით მთავრდება…

დღეს რთული დღე მქონდა, დაკავშირებული აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან. ყადაღების რაოდენობა გასამდა.ბოლო შობის წინა დღეს მაჩუქეს. პრაქტიკულად სასიცოცხლო არტერიას მიკეტავენ!

კეთილ საქმეს ვაკეთებ,ყადაღით მთავრდება.ყველაფერ ამაზე,ერთი შეხედვით დაუჯერებელზე,მაგრამ სწორედ რომ რეალურზე, ორშაბათს ,18 იანვარს,4 საათზე ვისაუბრებ ფბ ის პირდაპირეთერში.

დღეს არ მეგონა, თუ რამე გამახარებდა, მაგრამ ბატონი გურამ ქართველიშვილის ამ გამოსვლამ, ამამაღლა და საოცარი ძალა მომცა.

დღეს,ჩემი პოზიციის გამო, დიდი ადამიანური მხარდაჭერის სიტყვები მითხრა, გამორჩეულმა მეცნიერმა და მამულიშვილმა, ნოდარ ნათაძემ..
იმედიანი წერილი გამომიგზავნა, ცნობილმა მოღვაწემ და მეცნიერმა,ვახში ჟვანიამ.წავიკითხე უამრავი იმედიანი კომენტარი.

აშკარაა,რომ ხალხში, მოაზროვნე ადამიანებში, ძლიერდება -კლანური მმართველობის,სიყალბის წინააღმდეგ ბრძოლის,კაბალურ საბანკო სისტემაზე, დამამცირებელ მმართველობაზე უარის თქმის განწყობა…

ეს დიდი ამბავია.

მართლაც უნდა დასრულდეს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა და დაიწყოს მეცნიერების ერა.

ესაა დიდი ქართული გზა,რომეზეც ყოველ მის განცხადებაში , შემოქმედებაში, უპირველესად, ფილმებში :გააგრძელე
საქართველოს ისტორია, დამაჯერებლად საუბრობს ეროვნული კაცი,გურამ ქართველიშვილი.ჩემთვის დიდი პატივია
მისი შეფასება.პასუხი ერთიმაქვს: ეროვნული იდეისთვის, სიცოცხლის ფასად ვდგავარ,როგორც რიგითიჯარისკაცი. ჩემგან ღალატი არ იქნება!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *