(მედიანიუსი) თემურ შაშიაშვილის მოთხოვნები ხელისუფლებას

„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი, რომელიც აქტიურადაა ჩართული რიონის ხეობის გადარჩენისთვის ბრძოლაში მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავლის საკითხი, რუსთაველზე კი არ წყდება, როგორც ეს პოლიტიკოსებს ჰგონიათ, არამედ სწორედ რიონის ხეობაში, როგორც ამას ასე ფიქრობს ქვეყნის მოაზროვნე საზოგადოების უდიდესი ნაწილი.

ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ საგანგებო ვიდეომიმართვაში, თემურ შაშიაშვილმა გააჟღერა შემდეგი მოთხოვნები:

– გაიმართოს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია:”რიონის ხეობა!” პირდსპირი სატელევიზიო გადაცემით!

-ამ კონფერენციის ჩატარებამდე შეჩერდეს რიონის ხეობაში ყველა სახის სამუშაოები;

-მიღებულ იქნას სამთავრობო გადაწყვეტილება ენერგეტიკული უსაფრთხოების პროგრამის შექმნის თაობაზე ;

-გამოქვეყნდეს პრესაში რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის თაობაზე მთავრობის განკარგულების და თურქულ კომპანიასთან ხელმოწერილი ხელშეკრულება;

დასრულდეს ხეობის მოსახლეობასთან და ხეობის დამცველებთან ძალისმიერი მეთოდებით მოქმედება.

წყარო: http://medianews.ge/ge/temur-shashiashvilis-motkhovnebi-khelisuflebas/78570

იხ. (ვიდეო)საქართველოს მომავალი რიონის ხეობაში წყდება!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *