აი, რატომაც არა – ნამახვანჰესს!

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ბაქოს მახლობლად, არაბთა გაერთიანებული ემირატების კომპანია, 100-მილიონდოლარიანი ინვესტიციით, 234 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ააშენებს!

ახლა, შეადარეთ, თურქული ,,ენკას” მიერ 800-მილიონდოლარიანი და 430 მეგავატის სავარაუდო სიმძლავრის (წყლის სეზონური ნაკლებობის გამო, მთების გაბურღვას და რიონში ცხენისწყლის გვირაბებით გადმოსროლას რომ აპირებს) ნამახვანჰესის პროექტს და, ძალიან გონებაშეზღუდულის გარდა, ნებისმიერი მიხვდება, რომ:
მეწყრულ, სეისმურად აქტიურ ზონაში, უსახელოურისა და ტვიშის უნიკალური მიკროზონების ეკოლოგიური კატასტროფის თვალნათელი პერსპეტივით, ასეთი მშენებლობა აშკარა კორუფციაზე და სამშობლოს გაყიდვაზე მეტია!
ანუ, ერთი ასეთი ნამახვანჰესის ნაცვლად, თურმე, შეძლება, ჯამში, 5-ჯერ მეტი სიმძლავრის 8 ცალი 234-მეგავატიანი მზის ელსადგურის მშენებლობა!

სოფლების დატბორვის, ქუთაისის წალეკვის გარეშე და გარემოსათვის ნულოვანი საფრთხით!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *