პასუხად ყველას,ვინც ასე წერს,თუ ფიქრობს!

პასუხად ყველას,ვინც ასე წერს,თუ ფიქრობს!

გაჭირვებულებს დაეხმარეთ ხალხნო,რა ტელევიზია…..ათასი მედია პროექტებია…დაამუშაონ.შეიტანონ ფონდებში და გაიმარჯვებენ…ყველა თქვენს თავზე როგორ ფიქრობთ….ხალხი შიმშილობს.ბავშვები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია….გააქვთ რამე???დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
დიახ,პასუხად ყველას,ვინც ასე წერთ,თუ ფიქრობთ!
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ქალბატონებო და ბატონებო ,ვინც ასე წერს და ფიქრობს,პირდაპირ,თუ ირიბად,ყველაფერი იმის წინააღმდეგ გამოდიხართ,რასაც სხვები გადაწყვეტენ.ამ შემთხვევაში მეცნიერების პოზიციის ტელე-არხის შექმნასთან დაკავშირებით.

ეს თქვენი უფლებაა.

მინდა გითხრათ,რომ ბატონმა მერაბ ბერძენიშვილმა და ბატონმა რეზო ჩხეიძემ,როცა ტელევუზიის “ქართული ტვ” შექმნა გადაწყვიტეს,სწორედ ეს თქვეს,რომ ქვეყანაში არ არის ხალხის მსახური,ხალხის ინტერესების გამომხატველი ტელევიზია ,ხალხს და ქვეყანას სიცრუეში აცხოვრებენ,რომ ამის გამოქვეყანა თავზე გვენგრევაო.

დრომ დაადასტურა ეს და ისიც,რომ ტელევიზიები ემსახურებიან პარტიებს და არა ხალხს,რომ ქვეყანა შიმშილობს და იმედის მომცემი ტელეარხი პრაქტიკულად არ არის.მარტო ის რად ღირს,რომ მეცნიერთა კონგრესზე არც ერთი ტელევიზია არ მოვიდა.მით უფრო,მეცნიერებმა დღის წესრიგში დასვეს დღევანდელობის ორი მთავარი საკითხი:მომავლის საქართველო და რიონის ხეობა..

გესმით რა დონეზეა გაყიდული საქართველო ფინდებით დაფინანსებული ტელევიზიებით?
მეცნიერთა კონგრესის პოზიცია შეუვალია:არც ერთი თეთრი სხვა სახელნწიფოდან,ფონდებიდან.არავინ სულელი არ არის და ტეკევიზიას თუ აფინანსებს , მხოლოდ იმიტომ მისი ინტერესი იქნებაგათვალისწინებული.

ვთვლი,რომ მეცნიერების პიზიცია არის ზუსტი:დავალებული ვიყოთ მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და ხალხისგან..
მეცნიერებს ეყოთ ძალა,უარი ეთქვათ დიდ თანხებზე და დახმარება ეთხოვათ ისევ ხალხისთვის,ისევ გაჭირვებული ადამიანებისთვის,რომ შეენარჩუნებინათ წესიერებაც და თავისუფლებაც.

ვიამაყოთ, რომ გვყავს ასეთი მეცნიერები,არსებობს ასეთი გუნდი მეცნიერთა კონგრესისსახით, რომ არიან ადამიანები,რომლებიც
ფიქრობენ ასეთი ტელევიზიის შექმნაზე.შექმნიან კიდეც და გამოუშვებენ წიგნს- “ასე იქმნებოდა ქართული ტვ”,რომლითაც იამაყებს ყიველი ადამიანი და მისი შთამომავალი,ვინც ასეთი განწყობის ტელევიზიის შექნნაში მიიღებს მონაწილეობას.
გილოცავ ბზობას!სიჯეთე გქონდეთ! ერთად და სიკეთით გავიმარჯვოთ საქართველისთვის!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *