,3 ოქტომბერს,13 .00 საათზე, მეცნიერთა კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი, იმსჯელებს მოქმედების სტრატეგიაზე, ახალ გარემოებათა გათვალისწინებით

ხვალ, კვირას,3 ოქტომბერს,13 .00 საათზე, მეცნიერთა კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი, იმსჯელებს მოქმედების სტრატეგიაზე, ახალ გარემოებათა გათვალისწინებით!
სამი რამ ცხადზე-უცხადესია ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის :
პირველი : პოლიტიკური პროცესი ქუჩაში არ უნდა გადავიდეს,ქვეყანაში დესტაბილიზაცია უნდა გამოირიცხოს-ეს სამოქალაქო ომის გზაა,აწყობს გარე ძალებს!
მეორე : მიუხედავად იმისა,ვის რა დამოკიდებულება გვაქვს ,ყოფილი პრეზიდენტისადმი ,ის ,ციხეში არ უნდა იყოს, მით უფრო მისთვის წაყენებული ბრალდებებით,ან მაშინ მის გვერდით უნდა იყვნენ ედუარდშევარდნაძის , მიხეილ სააკაშვილის, ბიძინა ივანიშვილის მთავრობებისა და ხელისუფლებების
აბსოლუტური უმრავლესობა! დაკიდევ ერთი,მით უფრო,რომ ის საქართველოს მოქალაქე აღარ არის.. განსაკუთრებული:  საშიშია არა სააკაშვილი,არამედ ის ძალა,რომელიც მის უკან დგას და ,თუ
სახელმწიფო ვართ,უნდა ვამხილოთ არგუმენტებით.ეს შეიძლება!თუნდაც იმის მიხედვით,რა გზით და როგორ შემოვიდა საქართველოში.
მესამე: ხელისუფლებამ ,ყოველგვარი წინა პირობების გარეშე ,უნდა განაცხადოს,რომ მომდევნო წელს,არაუგვიანეს შემოდგომისა,უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,ხალხთან დათათბირებით ნიღებული ახალი საარჩევნო კანონმდებლობით,ყველა პარტიისთვის ერთნაირი სასტარტო
პირობებით!
შეხვედრა გადაიცემა პირდაპირ ეთერში, დასწრება თავისუფალია…(რუსთაველის 48, ტელ.5 97 57 04 19)
მოგვაწოდეთ თქვენი მოსაზრებები და წინადადებები!
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *