გილოცავთ სვეტიცხოვლობას,მოწამეთობას!

ვილოცოთ სამშობლოსა და ერთმანეთისთვის, საკუთარ სულში, ოჯახში,სახლში,ქუჩაში, ღვთისმშობლის წილხვედრ ,ჩვენს უსაყვარლეს სამშობლოში-საქართველოში-სიკეთით გამარჯვებისთვის! მეგობრებო,გილოცავთ სვეტიცხოვლობას,მოწამეთობას!
ღმერთო მოგვეცი ძალა და უნარი:

● ვიკრიბებოდეთ ამ გადაწყვეტილებისთვის;
● ვირჩევდეთ ამ გადაწყვეტილებით;
● არ ვიყოთ იმ პოლიტიკოსთა ქომაგები,რომელთაც 30 წლის განმავლობაში,ერთხელ არ იფიქრეს
ამის შესრულებაზე;

კატასტროფაა,როცა იმ პოლიტიკოსებს ვცემდეთ თაყვანს,ვიბრძოდეთ იმ პოლიტიკოსებისთვის , რომლებიც 30 წელია საკუთარი ამბიციებისთვის, გამდიდრებისთვის, გენოციდს უწყობენ ხალხს,ქვეყანას!

ღმერთო,მიეცი ძალა ყველა ქართველს,საქართველოს ყველა მოქალაქეს,რომ მოერიოს საკუთარ თავს,გაიმარჯვოს საკუთარ თავზე,ამოშანთოს საკუთარ თავში კერპთაყვანისმცემლობა, სიძულვილი,იცხოვროს სიყვარულით!

ღმერთო,მიეცი ძალა ნაცმოძრაობისა და ოცნების ლიდერებს,გამოაცხადონ ხალხისთვის სისხლის მწოველი ხალხის,საზოგადოების დამპირისპირებელი ამ პარტიებისგან და, თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მიეცი ძალა მათ წევრებს დატოვონ ამ სამარცხვინო პარტიების რიგები!

ღმერთო მოგვეცი ძალა, გავნთავისუფლდეთ დაპირისპირებული და დამპირისპირებელი ძალებისგან, გარედან მართული ძალებისგან, გავნთავისუფლდეთ ნაცმოძრაობის,ოცნებისა და მათგან გამოყოფილი- მათი განწყობის ძალებისგან, განვთავისუფლდეთ სააკაშვილისა და ივანიშვილისგან,საერთოდ,პოლიტიკაში ე.წ.ბელადებისა და მილიონერ- მილიარდელებისგან… გვიმრავლე ასეთები პოლიტიკის გარეთ!

ღმერთო,მოგვეცი ძალა გავერთიანდეთ ამ გადაწყვეტილებისა და მეცნიერთა 21 პუნქტიანი პროგრამის ირგვლივ!
მოგვეცი ძალა, საქართველოს პირველი ეროვნული და შემდგომი პარლამენტების წევრებს, მეცნიერებთან,მამულიშვილებთან, მიაზროვნე ადამიანებთან ერთად, დავიწყოთ პარტიულ სამთავროებად დაყოფილი ჩვენი ქვეყნის გამაერთიანებელი პროცესი…ძალა იმისა,რომ ყველას გასაგონად ვთქვთ:

● მომავალი არ გვაქვს – ხალხის,ეკლესიისა და ხელისუფლების თანანშრომლობის ჰარმონიზაციის გარეშე!
● მომავალი არ გვაქვს- ცხოვრებაში ბიბლიური პრინციპის: მთავარში- ერთობა,სადაოში-თავისუფლება,მაგრამ ყველაფერში სიყვარული!”-დანერგვის გარეშე;
● მომავალი არ გვაქვს,თუ არ გავაცნობიერებთ,რომ მიზანია სამშობლო და ადამიანი,სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით,საშუალება ამ მიზნის მისაღწევად!
● მოგვეცი ძალა,რომ შევთანხმდეთ იმაში,რომ პარტიებში ზნეობის დეფიციტია,ზნეობრივ ადამიანებში,.პარტიებისადმი ზიზღი,რომ პარტიებს გარეთ გაცილებით მეტი საქვეყნოდ მომართული კაცია,ვიდრე პარტიებში.
● სწორედ ამიტონ და ყველაფერი ზემითქმულიდან გამომდინარე,მოგვეცი ძალა,რომ ხელისუფლებაში ავირჩიოთსახელმწიფოებრივად მოაზროვნეხალხი . ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება,რომელიც ქვეყანაში დაგროვილ პოლიტიკურ ნაგავს გადაანუშავებს უდანაკარგოდ!

ვილოცოთ სამშობლოსა და ერთმანეთისთვის, საკუთარ სულში, ოჯახში,სახლში,ქუჩაში, ღვთისნშობლის
წილხვედრ ,ჩვენს უსაყვარლეს სამშობლოში-საქართველოში სიკეთით გამარჯვებისთვის!უფალი ჩვენთან და მოაზროვნე ადამიანები ერთნანეთთან,ამ უმძიმეს, მაგრამ აუცილებელ-ღირსების ბრძოლაში!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *