“კონსერვატიზმის სიძლიერე დისკუსიის კულტურაშია…” თემურ შაშიაშვილისა და გიორგი ქუთათელაძის დისკუსია

გიორგი ქუთათელაძე:
ჩემი მეგობრული პოზიცია : არ შეიძლება დღეს არსებული ყველა პარტიის ერთ ქვაბში ჩაყრა.
დღეს უკვე სხვა რეალობაა…დღეს ყალიბდება და ძლიერდება კონსერვატული სექტორი,რომელიც ეროვნული იდეალების დაცვა-მოფრთხილებას ისახავს მიზნად.
არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი რომ 5 ივლისს დიდი სახალხო გმირობის ფასად ხალხმა – ახალგაზრდობის მედროშეობით არ დაუშვა გეი აღლუმის ჩატარება საქართველოს დედაქალაქში და ჩვენი ქვეყანა ერთადერთია დღეს პლანეტაზე, სადაც ეს ბინძური აქტი ვერ ჩაატარეს და რომელსაც ზნეობის ალამი მაღლა უჭირავს მეზობელი ხალხების გულის გასახარად და მსოფლიო კონსერვატული ძალების გასამხნევებლად.ამ ეროვნული დიდი მანიფესტაციების გამოძახილი იყო სწორედ ჩვენი ეროვნული მოღვაწეების: ბატონი კოკა მორგოშიას ხელმძღვანელობით პარტია ..კონსერვატული მოძრაობის” დაარსება, ასევე ბატონების ლევან ვასაძისა და ზვიად ტომარაძის ამ დიდი მამულიშვილების მიერ დაფუძნებული კონსერვატული პარტიები

ვფიქრობ დიდი შეცდომაა ამ საზოგადო მოძრაობების (დღეს უკვე პარტიების )სხვა პარტიებთან აღრევა, …მაგრამ რა უნდა აკეთოს მეცნიერთა კონგრესმა? ხალხში ეროვნული იდეების პროპაგანდის პარალელურად საჭიროა….. პარალელურად საკეთებელი საქმე,რომ ძვირფასი დრო არ დაიკარგოს…ის ემყარება მოსაზრებას, რომელსაც ქვევით გთავაზობთ…..

დღეს ერის წინაშე დგას უმნიშვნელოვანესი საკითხი: რა პრაქტიკული ტექნოლოგიებით და ხერხებით უნდა გავისტუმროთ ისტორიის სანაგვეზე ქოც-ნაცური კრიმინალურ-ანტიქართული ალიანსი?

მიმაჩნია რომ ამ მიზნებისთვის უნდა გამოვიყენოთ ყველა კანონიერი საშუალება….კერძოდ რა? რა დაგვიტოვა არსებული დიქტატურის პირობებში ლიბერალურმა ფაშიზმმა? რეფერენდუმის გამოყენება დაბლოკილია, დიდი მასმედია საგულდაგულოდ ჩარაზული,არჩევნები ყალბდება…….ამ სამი გამოსავალიდან გვრჩება ბოლო შესაძლებლობის გამოყენების რეალიზაცია…დიახ,არჩევნებში ყველა ხერხი და მეთოდიკა უნდა გამოვიყენოთ….. არ შეიძლება რაიმეს მივცეთ უპირატესობა და ბრძოლის სხვა იარაღი არად ჩავაგდოთ…… რჩება გათვლა პიროვნებაზე და პარტიაზე… დიახ, ჩვენ ორივე პოზიცია ძალზე ძლიერად უნდა მოვამზადოთ…. დიახ,ახლა უკვე დროულია, რომ ამაზე მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის ფოკუსირება…ჰაერივით გვჭირდება ძლიერი პიროვნებები და ძლიერი კონსერვატული პარტიები….არავინ არ იცის ვაშინგტონ-ბრიუსელი ამ მარიონეტებს რას დაავალებს….რა საარჩევნო სისტემას მოახვევენ საზოგადოებას თავს…ყველა საარჩევნო ვარიანტისთვის უნდა ვიყოთ მზად..ხალხი დიდი ხანია ყველაფრის აზრზეა,ხალხს არაქვს არჩევანი….აგიტაცია-პროპაგანდის დრო გვეწურება…

დრო არ იცდის! ქვეყანა იძირება! …დროა ვიბრძოლოთ ძალაუფლების ბერკეტების ხელში ჩასაგდებად! ყველა კანონიერი საშუალებით!  ხალხის მუდმივი მათხოვრობა უფლება-თავისუფლებებზე რეალობის შეგრძნება დაკარგული, უპასუხიმგებლო, კორუმპირებული პოლიტ ელიტის მიმართ უნდა ბოლოს და ბოლოს დამთავრდეს .ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად აუცილებელი პირობაა კონსერვატულ ფლანგზე მყოფი ძალების კოორდინაცია, მეგობრობა,თანამშრომლობა….  უნდა ავარიდოთ თავი თუნდაც ერთმანეთის სამართლიან კრიტიკას…კრიტიკა მხოლოდ აგრესიას,გათიშულობას,დაპირისპირებას შობს……შეცდომები ბევრი იქნება,კონსერვატული სექტორი ჯერ ძალიან ნედლია,სუსტია,გამოუცდელი,ახლა ყალიბდება..

თემურ შაშიაშვილი :
“ჩემი პასუხი არის მარტივი:მეცნიერთა კინგრესი პარტიებს არც აფეტიშებს და არც უარყოფს,მთავარ მიმართულებად თვლის პოლიტიკიდან აგრესიის, სოციალური დემაგოგიის,ყალბი ეროვნული პათოსის, დემოკრატიის თანაშის,ელიტარული კორუფციის განდევნას და პოლიტიკაში გონების დაბრუნებას.

გონება არის იქ,სადაც არის ინტელექტი,მეცნიერული პროგრამები,ხალხის განწყობა და გამჭირვალე ფინანსები… მზად ვარ დისკუსიისთვის..

კონსერვატიზმის სიძლიერე დისკუსიის კულტურაშია.მე არ ვიცი დღეს პოლიტიკური ძალა, რომელიც დისკუსიას ეწეოდეს მის გარეთ მყოფებთან.ძალა ,რომელიც ჩაკეტილია და გაურბის განსხვავებულ აზრს,არის სკამისთვის მებრძოლი.

მეცნიერთა გუნდი არ არის პოლიტიზებული და არც პოლიტიკური ძალა არ არის! მეცნიერებმა შექმნეს სერიოზული პროგრამები.ვისაც ამ პრიგრამების აღიარება უჭირს,არ სურს მათ ავტორებთან დისკუსია,ადგას ხელისუფლების გზას: იგნორირება ძლიერს.კაცობრიობის გამოცდილება ადასტურებს,რომ იგნორირება არის ყველაზე ძლიერი შურისძიება..

კლასიკური კონსერვატრისთვის მიუღებელია იგნორირება,როგირც ბრძოლის იარაღი,…მისთვის უცხოა შურისძიება,როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი… ბოლოს, კონსერვატორისთვის მთავარი არის კონკურენცია,კონკურენტული გარემო.ეს შექმნა!

მეცნიერთა კონგრესმა შექმნა დისკუსიის თავისუფალი ზონა..მის წევრი ხართ თქვენ და ერთ-ერთი თანაავტორი ოთხშაბათის შეხვედრების.ვიკამათოთ იქ..გიწვევ დისკუსიაში. გამოვიყენოთ,თუნდაც,ჩემი საავტირო გადაცემა “ფიქრი ამოძრავებული მომავალია”..გნებავთ თქვენი საავტირო გადაცემა “ქართულ TV”-ზე.

იქნებ მითხრათ,ბატონო გიორგი, რომელ ტელევიზიაში ნახავთ ასეთ მრავალფეროვან და მრავალპარტიულ გადაცემებს,როგორც
“ქართულ TV”-ზე….ვხედავ როგორ არ აჭაჭანებენ “ოცნება”,”ნაცმოძრაობა” განსხვავებული აზრის პიროვნებათა საავტორო გადაცენებს თავიაᲜთ ე.წ.თავისუფალ ტელევიზიებში… ამ გზას.დაადგა ბევრი სხვაც,თავიანთ თავს დემოკრატებს და კონსერვატორებს რომ უწოდებენ!

დავიწყოთ ღია დისკუსია კონსერვატიული ფლანგის პოლიტიკურ ძალთა მონაწილეობით.. ეს იქნება საქმე და ხალხი დაინახავს ვინ არის ვინ..შევერთდეთ მეცნიერთა კონგრესის მიერ შემოთავაზებულ “ინტელექტუალური რევოლუციის”პროგრამაში!

“მე კონსერვატირი ვარ”-ეს თვითმარქვიაობაა.კონსერვატიზმი პრინციპებია.მე ამ პრინციპებს ვერ ვხედავ. 5 ივლსის ფორმაც შეცდომა იყო.მეცნიერთა კონგრესი ამბობდა,რომ. ეს დღე ყოფილიყო, ლოცვის დღე დღე სახელწიდებით: “თავისუფალი საქართველო რუსთაველზე-ქვეყნის მთავარ პროსპექტზე”, ყოველგვარი ტრიბუნა-მიკროფონის,ძალადობის გარეშე.. ჩვენ შეგვეძლო მთელი მსოფლიისთვის გვეჩვენებინა ზეაწეული ქართული კონსერვატიზმი! რა ვქენით? ყველაფერი,რაც გვაცილებს კონსერვატიზმს..

მოკლედ,ვიკამათოთ,ბატონო გიორგი, ვიკამათოთ, ჯანსაღად,ყოველგვარი იარლიყებისა და იგნორირების გარეშე!

გილოცავ შობას,ახალ წელს!სიკეთე თქვენთან,თქვენს პოლიტიკურ გუნდსა და თქვენს მიერ აღიარებულ კონსერვატიულ ფლანგზე.და სიკეთით გამარჯვება საქართველოში!

როდის იქნება ეს?

როცა ჩვენ კი არ ვიძახებთ,რომ კონსერვატორები ვართ,არამედ ხალხი.გვაღიარებს კონსერვატორებად,ანუ პოლიტიკურ ენაზე რომ ვთქვათ,მაშინ,როცა ქვეყანა ერის ბუნებიდან გამონდინარე. მოიმართება და მსოფლიო დაინახავს,რომ ერის ბუნებაში იგულისხმება ქართული ცნობიერებისა და პლანეტარულის აზროვნების,ზოგადკაცობრიულის თანაარსებობა!

უფალი ჩვენთან!

იხ. (ვიდეო) მეცნიერთა კონგრესის სხდომა ქართული ტვ -ს ეთერში (5.01.2021)
.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *