(ვიდეო) მომავლის საუბრები. დასამსხვრევი გვაქვს ქართველებს სხვის იმედად ყოფნის ბორკილები! 22.04.2022

● როგორც მაცხოვარმა დაამსხვრია სიკვდილის ბორკილები, ზუსტად ასე გვაქვს დასამსხვრევი ქართველებს, თანამემამულეებს ჩვენს თავს დამოკლეს მახვილივით დაკიდებული – სხვის იმედად ყოფნის ბორკილები.
● პოლიტიკური კულტურა მკვდარია და ამის დიდი ნიშანი არის ის,რომ ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს გაცდა კორექტულობა პიროვნებისა და მოვლენის შეფასებისას !
● აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ რეალურ ქმედებებს ლუსტრაციის კანონის მიღების, კორუფციისა, ნეპოტიზმის სამშობლოს ღალატთან გათანაბრებასთან დაკავშირებით…
● გულს გიკლავს როცა ხედავ ,რომ ფასები ყველაფერზე,განსაკუთრებით კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე, ელ.ენერგიაზე,გაზზე,საერთოდ სამომხმარებლო პროდუქტებზე ხელოვნურად არის გაზრდილი და ყველაფერი ამის უკან ხელისუფლება და პოლიტიკოსები ,ანუ სწორედ ისინი დგანან,რომლებიც ამას უნდა ებრძოდნენ !
● დრო არ ითმენს, საზოგადოებამ უნდა გააკეთოს დასკვნა: გვყავს თუ არა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და თუ არ გვყავს ,მაშინ გვაქვს თუ არა ჩვენ პოლიტიკური ნება,შევცვალოთ ასეთი ხელისუფლება

დიდი ერთობით მოქმედების დროა !

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *