ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი !

პასუხი საინტერესო და ქართულად მომართულ ემიგრანტს აჭარიდან დიდ ბრიტანეთში,ბატონ დავით ნოღაიდელს, გუშინდელ – ორშაბათის ტრადიციულ გადაცემაში დასმულ კითხვაზე :
ბატონო თემურ, ჩვენ კი გეთანხმებით ყველაფერში, მაგრამ მთავრობა არამც თუ არ გეთანხმებათ, არამედ არც კი გისმენენ და რისი იმედი უნდა გქონდეთ მათი?!
ამ კითხვას ბევრი სვამს,ბევრს აწუხებს და ღირს პასუხიც ერთად გავიაზროთ!

ვაყალიბებ ჩემს პოზიციას:

ბატონო დავით
,ჩვენ მეცნიერთა კონგრესში(რომლის წევრი თქვენც ხართ) გვაწუხებს გახლეჩილი , პარტიულ სამთავროებად დაყოფილი და უზომოდ დაპირისპირებული საქართველო,სადაც ბრძოლაა ერთმანეთის წინააღმდეგ, სადაც გარედან დაფინანსებული
იარაღიანი მტრები, შეცვალეს ასევე გარედან გაცილებით მეტად და ასევე გაცილებით გარანტირებულად დაფინანსებულებმა კალმოსნებმა….

მდგომარეობა იმაზე უარესია,ვიდრე წარმოგვიდგენია..ომია პრინციპით: ყველა ყველას წინააღმდეგ..
ამ ომში დაიკარგა საქართველო, დამარცხდა ხალხი,გაიმარჯვეს გარედან დაფინანსებულმა პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა ძალებმა.. ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიის დიდი ნაწილი და სრულად დამოუკიდებლობა..ჩვენ რეალურად ვასალური სახელმწიფო ვართ!

ასეთ დროს, ბ ნო დავით, მე მთავრობის კი არა ,ხალხის იმედი მაქვს და გულწრფელად მაწუხებს,რომ დიდი ნაწილი ვერ მიხვდა,რომ ამ ხელისუფლების იმედი არ უნდა ჰქონდეს და ვინც მიხვდა,მისი ერთი და ყველაზე დიდი ნაწილი ხელისუფლებაშია-კონფორმისტია,ხმას არ იღებს..ერთი ნაწილი თვითონ გადავარდა უიმედობაში და ამ უიმედობით ხელისუფლებას უხანგრძლივებს ქვეყნის ნგრევის და ხალხის გაპარტახების პროცესს..

აი,ეს ორი-სამი ჯგუფია დღეს საშიში.ამ ჯგუფების ბევრმა წევრმა ეს არც იცის !ჩვენი ამოცანაა ამ ხალხთან მისვლა.
სწორედ ამის შემდეგ დაიწყება დიდი ქართული პროცესი.სწორედ ამაზე მუშაობს მეცნიერთა კონგრესი. პირდაპირ ვამბობ,მეცნიერთა კონგრესის კი არ ეშინია დღეს ხელისუფლებას,არამედ იმ შედეგის, რომელიც შეიძლება მისმა მოღვაწეობამ დააყენოს.ამიტომ ებრძვიან მას დღეს.ბრძოლის ფორმა და მეთოდი სწორად აქვთ შერჩეული:
1.იგნორირება.

2.შეზღუდვა საინფორმაციო სივრცეში

3. შეზღუდვა მოქმედებაში,პირველ რიგში იმით,რომ მას ფინანსები არ ჰქონდეს..სამთავეს აღწევენ წარმატებულად..
მეცნიერებმა- ერთადერთმა ძალამ შეძლო ქვეყნის განვითარების სწორი პროგრამის და მოქმედების სწორი სტრატეგიის შემუშავება,მაგრამ ვერ შეძლო იმ ხალხის ერთობის ჩამოყალიბება,რომელთაც გაცნობიერებული აქვთ,რომ ასე
ცხოვრება არ შეიძლება! რატომ ვერ შეძლო?

1.ამ ხალხის ერთ ნაწილში უნდობლობაა ყველას და, მათშორის,მეცნიერთა კონგრესის მიმართ,მეორე ნაწილს ლიდერობა-ბელადობის მსურველები წარმოადგენენ..მესამე ნაწილს ისინი,რომლებიც ფიქრობენ , რომ ქვეყნის გადარჩენა(ან ქვეყნის
გადარჩენის გასაღები)ქვეყნის გარეთაა;

2.ძნელი გახდა ხალხისთვის ყალბი ეროვნული პათოსის,დემოკრატიის თამაშის,სოციალური დემაგოგიის, ელიტური კორუფციის დანახვა.(ამის მატარებლები აბნელებენ ხალხსაც და ქვეყანასაც)

3.ფინანსური და ორგანიზაციული პრობლემები. (მათი სიჭარბეა ქვეყნის დამანგრეველ ძალებში და პრაქტიკულად არ აქვთ საქვეყნოდ მომართულ ძალებს,მათ შორის ყველაზე სახელმწიფოებრივად მომართულ მეცნიერებს,ნეცნიწრთა კონგრესს…

4.ჩაკეტილი საინფორმაციო სივრცე,მახინჯი რეალობა:არ აკრიტიკებ ხელისუფლებას-შენს გადაცემას ნახავს,მინიმუმ 100 ათასი აკრიტიკებ? -მაქსიმუმ 2-3 ათასი…მთლად ასე არა,მაგრამ ტენდენცია ნარჩუნდება,თუ ოპოზიციას აკრიტიკებ …თავი რომ მოიკლა ან ერთის,ან მეორეს ქებით,მაინც არ შეგიშვებენ საკუთარ საინფორმაციო საშუალებებში,რადგან იციან,ამის შედეგი მათთვის დამღუპველიიქნება.მათ არ აიტერესებს ის,რომ შენი აზრი ხალხისთვის საინტერესოა!

რა ვქნათ,შევეგუოთ და გავჩერდეთ? გამორიცხულია! მხოლოდ ბრძოლა!

შეუძლებელს შევძლებთ,როცა გავიმარჯვებთ საკუთარ თავზე,ასეთები მოვძებნით ერთმანეთს და თითოეული ვიქცევით რიგით ჯარისკაცებად.. როცა დავდგებით სიცოცხლის ფასად …რაც მთავარია, როცა გავაცნობიერებთ,რომ “ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი !”

ეს,მხოლოდ ეს მგონია მე სიკეთით გამარჯვების გზა! მხოლოდ ასეთ დროს იქნება უფალი ჩვენთან და გამარჯვებაც იქნება
გარდაუალი!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *