საქმეზე ფიქრით,საქმიანად დავიწყოთ ახალი წელი!

მწამს და მჯერა,რომ თანამდებობა არ ამაღლებს ადამიანს -ადამიანი ამაღლებს თანამდებობას !
მინდა ვიცხოვრო სიმდაბლით ამაღლებულ პოლიტიკოსთა და ხელისუფალთა ქვეყანაში !
● გასაცნობრიებლად ახალ წელში და დისკუსიისთვის გელათის კონგრესზე!
● ეს არის საკითხი,რომელიც უნდა გვაერთიანებდეს ერსა და ბერს,ყველას ხელისუფლებას,ოპოზიციას, მოაზროვნე ადამიანებს,პოლიტიკოსებს..მთავარია, ამას ვაცნობიერებდეთ და გვინდოდეს ერთობა მომავლის საქართველოსთვის!
დრო,უპირველესად,გელათის კონგრესი ამას დაგვანახებს !
● ● ● ● ●
ჩვენ ამას მსოფლიო გამოცდილებაც გვკარნახობს და ქვეყნის რეალური მდგომარეობაც:ნახევარი საქართველო ქვეყნის გარეთ გავიდა,ეს პროცესი არც ჩერდება,არც ნელდება და ქვეყანაში, სადაც რეალური მეწარმეობა პრაქტიკულად მკვდარია,სადაც მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტს არ აქვს საშუალება მიიღოს სიცოცხლისთვის საჭირო კალორიების ნახევარიც კი, როგორც ხელისუფლებაში,ასევე ხალხში შექმნილია მოჩვენებითი კეთილდღეობის განწყობა და ატმოსფერო! რის და ვის ხარჯზე?
● ემიგრანტების,მათ მიერ გამოგზავნილი ფულის ;
● სესხების ;
● ინვესტიციების .
● გრანტების , დახმარებების,უცხო ქვეყნების იაფი მეირადი საქონლის …
● გახსნილი საზღვრის და უსაზღვრო, გონებისათვის მიუწვდომელი ხალხის და სახელმწიფოს საკუთრების პრივატიზაციის ;
● ველური საბანკო სისტემის !
არ მინდა განვავრცო,ვიტყვი მოკლედ , შეიძლება ყველა საჭიროა,მაგრამ ზომიერების ფარგლებში,დიახ, ზომიერების, ჭკვიანი ხელისუფლების და გონიერი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში..რაც მთავარია , ამ ფარგლებს ხელისუფლება კი არა , მეცნიერება უნდა ადგენდეს..სხვა შემთხვევაში სახელმწიფოებრიობასაც და სახელმწიფოს დავკარგავთ !
დღეს ყველა ხედავს,რომ თუ პირველი პროგრესს აჩერებს,სხვა დანარჩენი ამასთან ერთად :
● ანგრევს ქვეყანას,
● აკაბალებს,ამშევს,აუძლურებს ადვილად მართვად აქცევს ხალხს ,
● ამდიდრებს და ძალაუფლებას უნარჩუნებს ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ხელისუფლებას!
ეს მსოფლიო გამოცდილებაა !
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
● ადამ სმიდტი ხელისუფლების საზომად თვლიდა არა ინვესტიციებს და სესხებს,არამედ , იმის წარმოებას, თუ რა გააქვს ქვეყანას ქვეყნის გარეთ- ნედლეული,თუ საქონელი..ეფექტურად თვლიდა იმ ხელისუფლებას,რომელსიც აწესრიგებდა სასურსათო უსაფრთხოებას და ქვეყნის გარეთ საქონლის გატანით ამდიდრებდა ხალხსაც და ქვეყანასაც
● მოვიხმოთ ჰენრი ფორდი და ვნახოთ, რას ამბობდა ეს გენიოსი, რომელმაც უზარმაზარი ინდუსტრია შექმნა . ფორდის აზრით, საშუალო და წარუმატებელი მეწარმეც კი უფრი ღირებულია ქვეყნისათვის, ვიდრე ის, ვისაც ჩვენ წარმატებულ ბანკირს ვუწოდებთ! არსებობს ასეთი გამოთქმა – ბანკის შექმნა უფრო დიდი ძარცვაა, ვიდრე მისი გაძარცვაო! იმავე ფორდის სიტყვებით, ქვეყანას, სადაც მეწარმეზე უფრო ბანკირი და მევახშეა დაფასებული, მომავალი არა ქვს!
მსოფლიო გამოცდილებაა ისიც,რომ
ყველა ქვეყანა კრიზისიდან მეცნიერებაზე,მეცნიერებზე დაყრდნობით გამოვიდა !
ახალი წლის დღეს მწარედ ,რომ არ ვისაუბრო,რბილად ვიტყვი,რომ ეს პოტენციალი ქვეყანაში პრაქტიკულად ხელუხლებელია…მაშინ,როცა ღირსების მქონე ქვეყნებისთვის ხელუხლებელიაეროვნული სიმდიდრე , მაქსიმალურად არის გამოყენებული ინტელექტუალური პოტენციალი!
ეს განსაკუთრებულია მომავლის საქართველოსთვის: მიწა,წყალი,ჰაერი, სითბო გვაქვს უნიკალური,პირდაპირ ვთქვათ,საუკეთესო,ანუ გაცილებით უკეთესი,ვიდრე აქვს მსოფლიოს ნებისმირ წარმატებულ ქვეყანას..
ამას ემატება ადამიანური და ბუნებრივი რესურსები, უნიკალური გეოგრაფიული და ,ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებული ინტელექტუალური პოტენციალი !
…და დღეს ,საუბედუროდ,ეს ქვეყანა არის მაგალითი იმის,როგორ ვცხოვრობთ მდიდარ ქვეყანაში ღარიბად…როგორ ვჭამთ ერთმანეთს ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც!
ნუვინ ფიქრობს,რომ ბოდიშისმოხდა, შეცდომის აღიარება ,სინანული ღირსების შელახვაა ! პირიქით კია!
რა ვუქენით პოლიტიკოსებმა ხალხს და ქვეყანას- ხალისიანი და იმედიანი ცხოვრება წავართვით, მოვანატრეთ !
ღირსების შელახვა ასეთ პოლიტიკურ გარემოში ცხოვრებაა !
მიკვირს,ამას როგორ ითმენს და ამას ჩვენ,პოლიტიკოსებს როგორ გვითმენს!
გელათი,დავით აღმაშენებელი, გელათის სამონასტრო კომპლექსია ქვეყნის სულიერი სიძლიერის, ქვეყნის აღმშენებლობის, თაობათა ერთიანობის ძლიერი ქართული სახელმწიფოს სიმბოლო..იმის სიმბოლო,თუ რა შეუძლია ქვეყნის გონით მართვას ,თუ რა შეუძლია მეცნიერებას !
ქვეყანას სჭირდება ინტელექტუალური რევოლუცია,რომელიც მიმტევებლობით დალეწავს ქვეყანაში პარტიულ , ასაკობრივ,რელიგიურ,სოციალურ და სხვა ტიპის საზღვრებს და ეროვნულ ენერგიას მიმართავს აღმშენებლობაზე!
სწორედ ამიტომ ,მეცნიერთა კონგრესი, 8 თებერვალს,დავითობას, გელათში საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის,უწმიდესისა და უნეტარესის,ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით დაწყებულ გელათის ტრადიციულ კონგრესზე- აპირებს დისკუსიის გაგრძელებას ამ საკითხებზე..
ამ წლის მთავარი თემა ეკონომიკა იქნება..დისკუსიის შედეგი უნდა იყოს რეკომენდაციები ქვეყანაში ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარების, საკუთარი ბაზრის დაცვის და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების,შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების,ემიგრანტთა სამშობლოში დაბრუნების მძიმე პრობლემებთან დაკავშირებით !
● ველით,მეგობრებო, თქვენ მოსაზრებებსა და წინადადებებს…
● ემიგრანტებს ვთხოვთ გაგვიზიარონ საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება !
საქმეზე ფიქრით,საქმიანად დავიწყოთ ახალი წელი, გვახსოვდეს დიდი ისტორიული გამოცდილება ,რომ :
● დაპირისპირება სუსტების მოგონილია საკუთარი დიქტატორული მიზნებისთვის,ხალხის დამონებისთვის!
● ძლიერები-თანამშრომლობენ ხალხისა და ქვეყნისთვის !
● ნებისმიერი ქვეყნის ქვაკუთხედია, ხალხი და ბრძენკაცნი…მომავალი არ იქნება,თუ არ შედგა ხალხის,ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაცია !
ყველაფერი ჩვენ ხელშია,მთავარია ხელი გავანძრიოთ,თავი დავანებოთ თვითგვემას,ვიმოქმედოთ არა გარედან კარნახით,არამედ ერის ბუნებიდან გამომდინარე,ჭკუით და გონებით !
მწამს და მჯერა,რომ თანამდებობა არ ამაღლებს ადამიანს -ადამიანი ამაღლებს თანამდებობას !
მინდა ვიცხოვრო სიმდაბლით ამაღლებულ პოლიტიკოსთა და ხელისუფალთა ქვეყანაში !
● ასე ფიქრიბდნენ დიდი მამულიშვილები, როცა 15 წლის უკან ქმნიდნენ უნიკალურ პროგრამულ
დოკუმენტს :”მოქნედების მანიფესტი-ერთი სამშობლო,ერთიანი ერი,გაერთიანებული სახელმწიფო!”
● ასეთია მეცნიერთა კონგრესის განწყობა, რომელიც რელიეფურად ჩანს ქვეყნის განვითარების კონცეფციაში- “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!”,პროგრამულ დოკუმენტში-” რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ!” და 21 პუნქტიან პროგრამაში – ” მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი,ხელისუფლების ჩათვლით საშუალება ამ მიზნის მისაღწევად!”
● ამ განწყობით დავიწყეთ ყოველთა ქართველთა;საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის სესიები იტალიაში, საბერძნეთსა და თურქეთში და 40 ზე მეტი ქვეყნის 87 ქალაქში სესიების ჩატარების შემდეგ, დასრულდება მსოფლიო კონგრესით თბილისში, რომელიც მოიწონებს მომავლის პტროგრამას,ეროვნულ დოქტრინას და წარუდგენს ქვეყნის
პარლამენტს .. მსოფლიო კონგრესი პატრიარქის მოსაზრებათა გათვალისწინებით შექმნის “სახელმწიფო კაცების საკრებულოს” ,განიხილავს მეცნიწრთა კონგრესის, კონცეფციას “მართალი ტელევიზიის”შექმნის თაობაზე და მიიღებს მიმართვას ხალხისადმი !
სიკეთე თქვენთან,სიკეთე თქვენ ოჯახებში , სიკეთით გამარჯვება დიდი წარსულის,მძიმე რეალობისა და უდიდესი მომავლის საქართველოში !
თეიმურაზ შაშიაშვილი
1 იანვარი,2023 წელი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *