მეცნიერთა კონგრესი ყველას გასაგონად აცხადებს,რომ ეს არის უდიდესი ისტორიული თარიღი და მოვლენა და არამარტო საქართველოსთვის!

მეცნიერთა კონგრესი ყველას გასაგონად აცხადებს,რომ ეს არის უდიდესი ისტორიული თარიღი და მოვლენა და არამარტო საქართველოსთვის!

● დავით აღმაშენებელი-950
●ხალხის მიერ აღმაშენებლად აღიარებული მეფე.. მეფე რომელმაც:
● ხალხს და ქვეყანას დაუბრუნა ღირსება ;
● ეკლესია გაამეცნიერულა და მეცნიერება გაარელიგიურა ;
● გეოგრაფია აქცია პოლიტიკად ,
● “”დიდგორის ომით” გადაარჩინა ევროპა და დასავლური ცივილიზაცია;
● საუკუნეების წინ დანერგა მთავარი,რაზეც დგას ცივილიზებული მსოფლიოს მომავალი,რომელიც დღეს კონვერგენციის თეორიით არის ცნობილი :
” ძლიერს უჭერდა მხარს,სუსტს იცავდა!”

გავაზიაროთ,მეგობრებო !!გავხდეთ მონაწილე ამ ისტორიული პროცესის !

ეს წელი საქართველოსთვის (და არა მარტო ) განსაკუთრებული, პირდაპირ ვთქვათ,სანიშანსვეტოა: სრულდება
950 წელი მეფეთ-მეფის დავით აღმაშენებლის დაბადებიდან !
დარჩა ორი კვირა და ჯერ ეს ხმამაღლაც არ თქმულა..ეს მაშინ,როცა მსოფლიო მასშტაბით უნდა ვსაუბრობდეთ ყვდლა,პირველ რიგში ხელისუფლება.
ჩვენ ეს ხაზგასმა გავაკეთეთ, ჯერ კიდევ სამი წლის წინ,როცა ხატმწერ შალვა გერაძის მიერ შექმნილი ეს უნიკალური ხატი,პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გელათის ტაძარში დავაბრძანეთ…ამის შესახებ ვისაუბრეთ გასულ წელს, 8 თებერვალს,დავითობას, გელათში, მეცნიერთა კონგრესზე , გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში !
ჩვენთვის, ამ წლის ყველა ღონისძიება,დავითაღმაშენებლის სახელთან იქნება დაკავშირებული…

ელს,8 თებერვალს,ტრადიციული მეცნიერთა კონგრესი შედგება გელათში. მთავარი თემა მომავლის საქართველოს ეკონომიკა იქნება ..

ქართული ერთობის დარბაზის (ქედი)

დამფუძნებელთა, ფონდ “გზა ცივილიზებული ქვეყნისკენ!” საბჭოს ,

მეცნიერთა კონგრესოს დიდი სურვილია ეს იყოს ხალხის,ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციის წელი და ამის საწყისად და დასტურად სწორედ 8 თებერვალი იქცეს !

ეს კონგრესი ტრადიციულია , ტარდება საქართველოს პარიარქის,უწმიდესისა და უნეტარესის,ილია მეორეს ლოცვა-
კურთხევით და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის,ნეუფე იოანეს თანადგომითა და ხელშეწყობით !
გელათის კონგრესში მონაწილეობის წერილები უკვე დაეგზავნათ:
● საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
● საქართველოს პრეზიდენტს ,
● საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს,
● საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას,
● საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას ,
● საქართველოს საინჟინრო აკადემიას,
● ისტორიულ და დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიებს ,
●საქართველოში აკრედიტებულ აზღვარგარეთის ქვეყნების ელჩებსა და მისიათა ხელმძღვანელებს ,
● საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს,
● ბიზნესის წარმომადგენლებს ,
● ტელევიზიებს,მედიის საშუალებებს…
ჩვენი დიდი სურვილია,ამ დღეს ვიყოთ გელათში,პატივი მივაგოთ დავით აღმაშენებლის საფლავს,შევუერთდეთ
მეცნიერთა კონგრესს,რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს
ქვეყნისთვის ეროვნული დოქტრინის შექმნის აუცილებლობას,მიიღებს გადაწყვეტილებას ,2023 წლის დავით აღმაშენებლის წლად გამოცხადების თაობაზე,დაამტკიცებს ამ წლის სანიშანსვეტო ღონისძიებებს , განიხილავს უმნიშვნელოვანეს საკითხს
მომავლის საქართველოს ეკონომიკა !

გელათის კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მსურველთა გამგზავრება მოხდება ორგანიზებულად, 8 თებერვალს,8 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან(სასტუმრო “ივერიას” წინ) , იმ ადგილიდან, სადაც მისი აღმართვა აკურთხა კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ,ილია მეორემ და გადაწყდა პრეზიდენტის ბრძანებულებით..
გამგზავრების ადგილზე და გელათის კონგრესზე იქნება ხელმოწერილი პეტიცია ხელისუფლებისადმი,დავით აღმაშენებლის ძეგლის მის პირვანდელ ადგილზე დაბრუნების თაობაზე!

სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ მეცნიერთა კონგრესის ოთხშაბათის (25 იანვარი) ტრადიციულ სხდომაზე,რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცა ტ|კ ” ქართული TV “- ის ფეისბუკ- გვერდიდან და ტელევიზიით ,შაბათს ,
28 იანვარს ,22 საათზე ! ნახეთ აქ : https://fb.watch/immwmXaVyE/
გამგზავრების მსურველებმა დაურეკეთ მეცნიერების დოქტორ ვახში ჟვანიას !
(577407182 …+995579137345 )
ერთად საქართველოსთვის !

● გელათის კონგრესი 2020 წელი
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=3356960217748957&id=100003050343517&mibextid=Nif5oz

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *