(კვირის ქრონიკა) ვისაც სააკაშვილი, ჯერ კიდევ წესიერი კაცი ჰგონია, წაიკითხოს ეს ყველაფერი

ქუთაისელი ფოტოგრაფი, ლია ჯოჯუა ქუთისის ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ცხოვრობს. „ წმინდა ნინოს ქუჩაზე ვცხოვრობ და ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ვარ შეხიზნული, ლუკმა-პურს აქედან ვშოულობ.

მეუღლის მიერ აშენებული ფოტოატელიე – ორსართულიანი შენობა, რომელიც ჩემმა მეუღლემ 26 წლის წინ ააშენა, წამართვეს, ჩემს მეუღლეს, ჯუმბერ ჭრელაშვილს ყველა იცნობდა ქუთაისში, 2003 წელს ის გარდაიცვალა და როცა მარტო დამიგულეს, გამძარცვეს. მეუღლისა და მამის გარდაცვალებიდან 3-4 თვეში ფირმა „მერკურის „ ხელმძღვანელი, ბესო სურმავა მოვარდა და ყველაფერი წამართვა“.
ქალბატონი ნინო სამართლის საძებნელად თბილისში ჩამოვიდა, გენპროკურატურაში და საფინანსო პოლიციაში შეიტანა საჩივარი, თუმცა მალე გაირკვა, რომ სურავა ალიანსში იყო სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან.

წლების განმავლობაში უსამართლობით დატანჯული ქალბატონი მზადაა დღესაც შეიტანოს საჩივარი პროკურატურაში და მოითხოვოს დაკარგული საკუთრების დაბრუნება. ის დაუკავშირდა „კვირის ქრონიკის“ კორესპონდენტს მიმართა თხოვნით: „ძალიან გთხოვთ, დაუკავშირდეთ ბატონ თემურ შაშიაშვილს, და დარწმუნებული ვარ,ის ამ ადამიანებზე მოგაწვდით სკანდალურ ფაქტებს. ეს ყველაფერი ქუთაისში, მისი მერობის პერიოდში დაიწყო და ახლაც გრძელდება. ბატონი თემური ღიად ებრძოდა მათ, მაგრამ მანაც ვერაფერი გააწყო, ისეთ ხალხთან იყო შეკრული. გაესაუბრეთ და თავად მიხვდებით ყველაფერს“ „ქრონიკის“ კორესპოდენტი, ნელი ვარდიაშვილი დაუკავშირდა „თეთრების“ ლიდერს: თემურ შაშიაშვილი: – როგორ წაართვეს ქუთაისის კორპუსების პირველი სართულები,სადაც კომუნისტების დროს ატელიეები და საყოფაცხოვრებო ობიექტები იყო განთავსებული. როგორ ჩაუგდო ხელში კორუფციულად ცალკეულ პიროვნებებს ეს ქონება მაშინდელმა პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა და მოქალაქეთა კავშირის მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა მიხეილ სააკაშვილმა, პირადი ხელმოწერებით, მთელი ისტორია გახლავთ . ამ საკითხის შესწავლა აუცილებლად უნდა მოხდეს და ცნობილი გახდეს, რომ სააკაშვილი ბოლო პერიოდში კი არ გახდა კორუმპირებული, არამედ 1994 წლიდან, ასეთი უკვე იყო. ის , რაც ქუთაისში ამ ბანდამ გააკეთა, ამაზე ატეხილ დავაზე გაზეთები გახლდათ აჭრელებული. მე, როგორც მერი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ერთი ადამიანის ხელში აღმოჩენილიყო საყოფაცხოვრებო ობიექტები, რაშიც მერიის გარკვეულ სამსახურებსაც ჰქონდათ დაშვებული შეცდომა. ქალბატონი ლიას უბედურება ამ დანაშაულებრივი კასკადის ერთი პატარა დეტალია. ამ ადამიანებმა უდიდესი ზიანი მიაყენეს ქუთაისს. – რადგან მრავლობითში საუბრობთ, გამოდის, რომ მხოლოდ სურმავას გაკეთებული არ არრის ეს ყველაფერი, არა? – ახლა პირდაპირ ვაცხადებ, სურმავას უკან იდგა სააკაშვილი და მოქკავშირის გუნდი. უბრალოდ, ამ ხალხს სურმავა ჰყავდათ წინ გამოდგმული, თავად კი მას იყვნენ ამოფარებული. ამ დანაშაულზე პასუხი ძალან ბევრ პიროვნებას უნდა მოეკითხოს. როცა სამართალდამცავები მის განხილვას დაიწყებენ, განმარტების მიცემა აუცილებლად მიუწევს პრივატიზაციის ყოფილ მინისტრს, სილაგაძეს, საარბიტრაჟო სასამართლოს ხელმძღვანელს, ბაჩიაშვილს და ბევრ სხვას. ქუთაისის შეურაცხყოფა არავის უნდა ეპატიოს – არც მინისტრს, არც სასამართლოს თავმჯდომარეს, არც კიდევ პრეზიდენტს. ამ დოკუმენტებით, რომლებიც კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით მაქვს დავამტკიცებ, რომ სააკაშვილი ბოლო პერიოდში კი არ გამხდარა დიდი მომხვეჭელი. მან პარლამენტიც კი საკუთარ ბიზნესკლუბად აქცია. ბევრი დღესაც არ დაიჯერებს იმას, რასაც ეს ადამიანი 1994, 1995 და 1996 წლებში აკეთებდა. მისი ხელისუფლება და თავადაც ბევრს ლაპარაკლობდა იმაზე, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს შუქი არ იყო, პენსია არ რიგდებოდა და სააკაშვილმა გაანათა, მაგრამ იმას არ ამბობენ, , რომ სწორედ მიშა ამ დროს „მოქკავშირის“ გენერალური მდივანი და ქვეყნის მეორე პირი გახლდათ. სააკაშვილი და მისი „კამანდა“ შევარდნაძეს თავზე ეჯდა. ვეუბნებოდი ედუარდს, იპრეზიდენტე მეთქი, მაგრამ ვერ იპრეზიდენტა და ერთად დააქციეს ყველაფერი. ისიც კი ვუთხარი, როგორ ვარ ქალაქის მერი, როცა ყველაფერს თქვენ წყვეტთ და ატელიეებსაც კი თქვენ ანაწილებთ-მეთქი?! გესმით, „მოქკავშირი“ ანაწილებდა ქალაქში ატელიეებს და საყოფაცხოვრებო ობიექტებს. ერთ მუჭა პრივილეგირებულ გუნდს ჩაუგდეს ხელში მთელი ქუთაისი უფასოდ! – ქალბატონ ლიას პროკურატურაში შეაქვს საჩივარი. თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტების გადაცემას პროკურატურისათვის თქვენც ხომ არ აპირებთ? – იმ ატელიეებში და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე, რომლებიც ძალადობრივად მიითვისეს, უაღრესად კარგი ადამიანები მუშაობდნენ. ძალიან კარგად ვიცი, რა დამართეს მათ. ბევრი მათგანი ცოცხალი იმიტომ არ არის, რომ ამ საქმეს გადაყვა. როგორც წყლის წვეთში შეიძლება მოთავსდეს მთელი ცხოვრების ანარეკლი, ისე ჩანს ამ საქმიდან, ვინ იყო სააკაშვილი. ის მე გაცილებით ადრე ვამცხილე, მაგრამ ბეცრი ახლა ამბობს, არაფერი ვიცოდითო. აიღონ მაშინდელი გაზეთები და ნახონ, როგორი დავა მიდიოდა ამ ამბავზე. 7-8 ფაქტი მაქვს ისეთი, რომ მოვყვები, ბომბასავით გასკდება. ირაკლი ოქრუაშვილმა, დღეს გმირობაზე რომ დებს თავს, ზესტაფონში დასაწყობებული სილიკონმანგანუმის დოკუმენტს მოაწერა ხელი და 100 მილიონზე მეტი ქონება ბანდიტებს ჩაუგდო ხელში. მაშინ ოქრუაშვილი იუსტიციაში სააკაშვილის მოადგილე იყო. არ არსებობდა საქართველოში ქალაქი, რომელსაც ამ დიდი კორუმპირებულების ხელი არ შეხებოდა.

10-15 დღის შემდეგ პირადად თქვენ, ექსკლუზიურად მოგაქვდით დოკუმენტებს გამოსაქვეყნებლად., იქ ნახავთ, რას მოაწერა ხელი პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე სააკაშვილმა, აგრეთვე რა მისწერა საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარეს, ბაჩიაშვილს და ა.შ. ვისაც სააკაშვილი, ჯერ კიდევ წესიერი კაცი ჰგონია, წაიკითხოს ეს ყველაფერი და მერე თქვას ვინ რა არის.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *