ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად!

http://www.tetrebi.org/?p=29235

ბიბლიური გელათიდან გილოცავ, თანამემამულევ ,სადაც რეალურად ხართ -ქვეყანაში,თუ ქვეყნის გარეთ !
ტაძარში ვარ და წუთით არ მტოვებს შოთა ნიშნიანიძის ეს სიტყვები:
ღმერთო, მიმრავლე სათნოების დღე…
მიმრავლე ეჭვის განახლების დღე,
შურზე, მტრობაზე ამაღლების დღე,
მიმრავლე მტრებთან შერიგების დღე,
საკუთარ თავთან შერკინების დღე,
სხვათა ცოდვების გამართლების დღე,
ჩემი ცოდვების ანათემის დღე,
მიმრავლე შენთან შეხვედრების დღე,
ღმერთო, მიმრავლე სათნოების დღე…

● ვფიქრობ,ეს განწყობა შეგვაერთებს, გაგვამარჯვებინებს,მოგვცემს ძალას, საქართველომ შეასრულოს დიდი სულიერი მისია, რომელიც მას უფლის მიერ ეკისრება კაცობრიობის წინაშე!
ამ მისიის შესრულების დიდი მაგალითი დავით აღმაშენებელმა დაგვიტოვა :დიდგორზე გამარჯვებით გადაარჩინა ევროპა, დასავლური ცივილიზაცია.. ამ მისიის დასტურია “ვეფხისტყაისანი”-მსოფლიოს ერთერთი უდიდესი ცივილიზაციური მწვერვალი !
● ვფიქრობ,ამ განწყობაშია მომავლის საქართველო,როგორც ბედნიერებით სავსე ქვეყანა!
● ეს არის უფლის გზა… ეს არის ქართული გზა. ეს არის დავით აღმაშენებლის გზა… ჩვენს სამშობლოში სიკეთით  გამარჯვების გზა!
ვფიქრობ,კარგად უნდა გავიაზროთ :

● ჩვენი ისტორია…რომ ქვეყანა,რომელიც ქრისტეშობამდე და მის შემდგომ აღიარებდაოჯახის, საკუთრების და სახელმწიფოს პრიორიტეტს,ქვეყანა,რომელიც ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრობდა -არ შეიძლება 21 ე საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულობებს და აფეთიშებდეს სხვისას.
● ის,თუ რატომ ვართ ღვთისმშობლის ქვეყანა…

ზემოთქმული გვარწმუნებს და დღეს ყოველი მოაზროვნე და ქართული სულის მქონე ადამიანისთვის ცხადზე- უცხადესია,რომ ქვეყნის გადარჩენა ქვეყნის შიგნითაა და არა ქვეყნის გარეთ…იმ ხელისუფლებაშია, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება,უპირველეს მიზნად ხალხის და ქვეყნის მსახურებას მიიჩნევს…
რომელსაც გაცნობიერებული აქვს,რომ საქართველოს საკაცობრიო მისია სწორედ იმაშია,რომ ის უნდა იყოს არა უცხო სახელმწიფოთა დაპირისპირების, დაჯახების,არამედ ქართულ ინტერესზე, დიახ,სწორედ ქართულ ინტერესზე სხვა, უპირველესად, სუპერსახელმწიფოთა ინტერესების ზედდების ქვეყანა!
სწორედ ამაშია საქართველოს დიდი სულიერი მისია…შემთხვევითი არ არის, რომ დროის ერთ მცირე მონაკვეთშია-“ვეფხისტყაისნის” -850, დიდგორის-900, დავით აღმაშენებლის – 950 წელი.. სამთავე ზოგადკაცობრიულია და ეს ჯერ ჩვენში უნდა გაცნობიერდეს,თუ გვინდა მიიღოს საერთაშორისო მასშტაბი!

ერთად საქართველოსთვის !

რწმენით და იმედით,
თეიმურაზ შაშიაშვილი
გელათის სამონასტრო კომპლექსი,
15 აპრილი, 23 სთ – 16 აპრილი, 15 საათი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *