რაც ვნახე,ბედნიერი – მოხიბლული ვარ

მეგობრებო, ვაგრძელებთყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის სესიებს.იტალიის, საბერძნეთის,თურქეთის, ესპანეთის შემდეგ , ვატარებთ რუსეთში და ვხვდებით თანამემამულეებს.
დავიწყეთ დაღესტანით და10 დღის განმავლობაში სესიები ჩატარდება პეტერბურგში, ვლადიკავკაზში, გროზნოში..
დღევანდელი დღე იყო განსაკუთრებული,რადგან ეს დღე, 12 მაისი,ანდრია პიტველწოდებულის დღე, რუსეთის ქართული დიასპორის მიერ გამოცხადებულია ქართული დიასპორის დღედ…რაც დღეს მოსკოვში ვნახე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა…რუსეთის 50 მდე რეგიონის ქართული დიასპორის ხელმძღვანელი, 40 მდე სხვადასხვა ეროვნებათა წარმომადგენელი ერთ დარბაზში – კეთილგანწყობილი და საქმიანი საუბარი საქართველოსა და მის მომავალზე…
დღე მთავრდება 2000 მდე თანამემამულით სავსე , ბიზნეს-ცენტრ “კოსმოსოსის” საკონცერტო დარბაზში.უკვე გამოვიდა რუსეთში მოქმედი 20 ანსამბლი! მოხიბლული ვარ!
მადლობა რუსეთში მცხოვრებ ქართველობას, ამ საქმის ორგანიზატორებს, ქართული დიასპორის ხელმძღვანელ – დავით
ცეცხლაძეს,ანსამბლების ხელმძღვანელებს!
ვესწრები ამ ღონისძიებებს და ვფიქრობ,რომ არა პოლიტიკოსები, საქართველო იქნებოდა ერთიანი და საქართველოში ვიცხოვრებდით ბედნიერად და რეალუტად ვიქნებოდით დამოუკიდებელი!
მომეცა საშუალება,მეთქვა სიტყვა, რომელსაც ჯერ ვერ ვდებ ფბ ზე,რადგან რუსეთში ფბ დაბლოკილია და ვერც ჩემი გადაცემა ხერხდება…ერთი სული მაქვს,ეს ყველაფერი გითხრათ და ჩემი გამოსვლაც დავდო..დარწმუნებული ვარ, 2-3 დღეში შევძლებ…
სამწუხაროა,რომ ეს მაღალ დონეზე ორგანიზებული ქართული დიასპორის დღე,არც ერთმა არც ქართულმა და არც რუსულმა ტელევიზიამ არ გააშუქა..
ძალიან მინდა, რომ ეს კონცერტი მაინც გადაცეს რომელიმე ქართულმა არხმა..
ვისურვებდი,რომ საქართველოში ჩატარდეს რუსეთში და ზოგადად უცხოეთში მოქმედი ქართული ანსამბლების ფესტივალი… კარგი იქნება, თუ ამ დიდ საქმეს უცხოეთის ქართულ დიასპორებთან ერთად, მეცნიერთა კონგრესი და შემოქმედებითი კავშირები ჩაუდგებიან სათავეში.
კიდევ ერთი, ხელისუფლების წარმომადგენლებს,პოლიტიკოსებს არ უნდა გვეშინოდეს ქართველებთან ყოფნა,გვაქვს თუ არ სიმპატია იმ ქვეყნის მიმართ,სადაც ჩვენებურები ცხოვრობენ!

12.05. 2023.მოსკოვი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *