(კვირის ქრონიკა)თემურ შაშიაშვილი:”ჩვენ სააკაშვილის წინააღმდეგ ვხსნით მეორე ფრონტს!..”

`ქრონიკას” ესაუბრება `თეთრი მოძრაობის” (თეთრები) ლიდერი – თეიმურაზ შაშიაშვილი:
_ ბატონო თემურ, თქვენ, ალბათ, თვალს ადევნებთ ჩვენსა და ოთარ კობერიძეს შორის ატეხილ ვაიუშველებელს… გეცოდინებათ, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავდაყირა დააყენა და `ალია ჰოლდინგს~ ოთარ კობერიძის სასარგებლოდ 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა(!!!). ჩვენ ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, უზენაეს სასამართლოში ვასაჩივრებთ, მაგრამ…

_ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის სექტის გადაწყვეტილებით არც ერთ იმ გაზეთსა და ტელევიზიას არ უნდა ჰქონდეს მომავალი, რომელსაც ქართული განწყობა აქვს. დღეს საქართველოში რამდენიმე გაზეთია, რომელიც ქართული სულით ცხოვრობს და მათ შორის, რა თქმა უნდა, უპირველესად, `კვირის ქრონიკა~ და `ალია~!.. სააკაშვილი სულ იმას გაიძახის, ქართველების მენტალიტეტი უნდა შევცვალოო, ხოლო მერაბიშვილისთვის მიუღებელია ყოველგვარი ქართული ტრადიცია, ევროპული ტრადიცია, თურმე, არის `არაადამიანური~ და ის ცნობს მხოლოდ ამერიკულ ტრადიციებს(!!!). მერაბიშვილს ეკუთვნის ასევე განცხადებები, -მე ეკლესიური არ ვარ, ჩემი წინაპრები იყვნენ კათოლიკები და მე არც ერთ ეკლესიას პატივს არ ვცემ!.. აი, ასეთი `არაადამიანური” უნდა გახდეს სექტის გადაწყვეტილებით საქართველოში `ალია” და `ქრონიკა”!.. არ გახდებით `არაადამიანურები”? ე. ი. სულ იქნებით შეტევის ქვეშ… თქვენი სიძლიერე ის არის, რომ არ გახდით ის, რაც ამ ხელისუფლებას უნდა!.. დიტო ბატონო, თქვენ რას ელოდით ამ სასამართლოსგან მაშინ, როცა სასამართლოს თავმჯდომარემ და მისმა ძმამ, რომელიც არის `ნაცმოძრაობის~ ერთ-ერთი იდეოლოგი, ბუკიას ბაღში უზარმაზარი სასახლე აიშენეს? თქვენ რას ელოდებით ახლა, ან რისი იმედი გაქვთ, ამ სასამართლოს იმედი გაქვთ? გულწრფელად გეუბნებით, _ ჩემში ოთარ კობერიძემ მოკლა `ბაში-აჩუკი~! ჩემთვის გაუგებარი იყო, როგორ გახდა გამსახურდიას გვერდით მდგომი კაცი `აღორძინების” მთავარი ფიგურა?.. მე მახსოვს `კინოს სახლში” ჩვენი შეხვედრა, როცა კობერიძემ მოინდომა ჩემი და აბაშიძის შერიგება. მე მას მაშინ ვუთხარი, – რასაც აბაშიძე ამბობს, თუ ის მართალია, როგორ შეიძლება, ჩემთან იყოთ კარგად, ხოლო თუ აბაშიძე ტყუის, როგორ შეიძლება, აბაშიძესთან იყოთ კარგად!.. აბაშიძე ან ტყუის, ან მართალია-მეთქი!.. აბაშიძე მაშინ ტყუოდა და კობერიძე აბაშიძესთან იყო კარგად, რადგან ოთარ კობერიძე იყო იქ, სადაც იყო კარგი ცხოვრება. თქვენ თუ ამ სასამართლოსგან სხვა რამეს ელოდით, მე არ ვიცი, ხოლო რასაც მე თქვენს გაზეთებში კობერიძის შესახებ ვკითხულობ, გარეთ გამოსვლა უნდა იყოს ადამიანისთვის სირცხვილი, მაგრამ ოთარ კობერიძე არის `ნაცმოძრაობის~ სახე და მთელი `ნაცმოძრაობა~ არის ასეთი!.. ასეთი ადამიანები მეგობრობენ ფულთან და მათ შეუძლიათ ყველაფერი და ყველა გაწირონ!..

_ თქვენი, აკაკი ასათიანისა და კახა კუკავას ერთობამ 14 პოლიტიკურ პარტიას გაუგზავნა შეთავაზება, რომ ერთობლივი მოქმედების გეგმაზე შეთანხმდეთ. ვინმე გამოგეხმაურათ?

_ ამ მიმართვას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ და მე ძალიან მწყდება გული, რომ სხვა პარტიები არ აქტიურობენ. რა უნდა ქნას სააკაშვილმა, მაინცდამაინც, დედა უნდა შეგვაგინოს სათითაოდ ყველას? სწორედ დედა შეგვაგინა სააკაშვილმა, როცა `ახალი მემარჯვენეების~ პირით გვითხრა, რომ საქართველოში თურმე 3 მილიონ 500 ათასი ამომრჩეველია, ხოლო საზღვარგარეთ 200 თუ 300 ათასი კაცია წასულიო(!!!). აი, ამას ნიშნავს ეს ციფრები… 200 ათასი ქართველი მარტო სტამბულში ცხოვრობს მათხოვრულ პირობებში, მოჯამაგირეებად რომ უდგანან თურქებს და ქუჩებს ხვეტენ(!!!). ამ ციფრებით, ფაქტობრივად, სააკაშვილმა გვითხრა, _ არ მაინტერესებთ, მე ამ არჩევნებს ვაყალბებ!.. სააკაშვილი ამას აკეთებს სატელიტი პარტიების მხარდაჭერით და საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, – ვინც არ დაეთანხმება შეთანხმებული მაჟორიტარი კანდიდატის იდეას, ვინც არ დაეთანხმება ოპოზიციაში პრაიმერს, ის თამაშობს ხელისუფლების თამაშს! სამწუხაროდ, არც 50-პროცენტიან ბარიერზე და არც პრაიმერზე არავინ არ გამოგვეხმაურა ქალბატონი ნინო ბურჯანაძის გარდა. ვნახოთ, ორი თვე დარჩა… გარეგნულად იქმნება შთაბეჭდილება, ვითომ ხელისუფლება მარტოა და მთელი ოპოზიცია მას უტევს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ხომ ვიცით, რომ ხელისუფლების ირგვლივ თავმოყრილია ხუთი-ექვსი სატელიტური პარტია!.. ლევან ვეფხვაძე ამბობს, – ახლა მე რა ვთქვა, როცა თემურ შაშიაშვილი ამტკიცებს, რომ ჩვენ ხელისუფლებასთან ვართ შეკრული, ვამტკიცო, რომ მე სპილო არ ვარო? ამით იმას ამტკიცებენ, რომ სპილოები არიან სწორედ!.. მე მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ შევარდნაძე-აბაშიძის დაპირისპირებამ და მათ შორის ფარულად მოლაპარაკებამ დაღუპა და დააქცია ეროვნული ძალები საქართველოში! ეს მე შევარდნაძეს ვუთხარი კიდეც ბორჯომში და გამოვაქვეყნე გაზეთში, როცა გადავდექი… თუ ჩვენ არ გავხსნით მეორე ფრონტს, პრაქტიკულად, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი რჩება ოპოზიციაში!.. ივანიშვილი ძალიან დიდი პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე და იმისთვის, რათა მერე არ გვითხრას, სად იყავითო, ჩვენ სააკაშვილის წინააღმდეგ ვხსნით მეორე ფრონტს!.. ჩვენ მხარს ვუჭერთ `სახალხო კრების~ მოწოდებას და ყველას მოვუწოდებთ, _ ერთიანი ფრონტით სააკაშვილის სისხლისმსმელი რეჟიმისა და მისი გამმაგრებელი სატელიტი პარტიების წინააღმდეგ!.. ვინც ამ ხელისუფლებას მხარს დაუჭერს, ის თავისი წინაპრების საფლავსა და თავისი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს ებრძვის!..

_ ბატონო თემურ, ამ რუსების `თელასში” საოცარი რამეები ხდება… თუ რუსეთი სააკაშვილთან დაპირისპირებულია, მაშინ სააკაშვილის ცნობილი ზონდერი და ყოფილი მხედრიონელი – ზურაბ არსოშვილი როგორ დაინიშნა `თელასის” გენერალურ დირექტორად?

_ როცა პიმენოვი იყო `თელასის” გენერალური დირექტორი, უგულავა და გილაური მის დაბადების დღეზე სულ რუსულად ბუქნაობდნენ და ბოლოს `დენ პობედი” იმღერეს ერთად(!!!). იმის შემდეგ დანიშნეს ეროვნებით სომეხი, `კაგებეს” გენერალი _ მანუკიანი, ხოლო ახლა დაინიშნა არსოშვილი, რომელმაც ზონდერებით გაავსო `თელასი”(!!!). მოსკოვში, `რაოესის” ცენტრალურ ოფისში თორმეტმა დირექტორმა აუწია ხელი სააკაშვილის კადრის დანიშვნას რუსულ კომპანიაში პირველ კაცად და ეს რას ნიშნავს? ამავე თორმეტმა კაცმა ასევე ხელი აუწია აჭარაში `ნაცმოძრაობის~ შემქმნელის, ხოლო შემდეგ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვინმე ფუტკარაძის კანდიდატურას ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანლად რუსულ კომპანიაში(!!!). ხედავთ, ამ მოსკოვში რა მშვენიერი და დიდებული განწყობები ჰქონიათ მამალი `ნაციონალების~ მიმართ? ეს რატომ ხდება, იცით? იმიტომ, რომ ერევანში სამი შინაგან საქმეთა მინისტრი _ რუსეთის, სომხეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს და იქ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქალაქის მერის არჩევნებში უნდა გაემარჯვა გიგი უგულავას, ხოლო რუსეთს საქართველო დაუთმობდა `ხრამი-1~-ს, `ხრამი-2~-სა და ათი წლით გადაავადებდა დენზე ტარიფის დაწევის შეთანხმებას!.. იმ შეხვედრაზე გადაწყდა ისიც, რომ სომხები `ნაცმოძრაობას~ არჩევნებზე მხარს დაუჭერდნენ…

_ შარლ აზნავური იმიტომაც ჩამოჰყავთ, ალბათ!..

_ საქართველოში მცხოვრები სომხები მტრობენ ქართველობასა და ქართველებს და ამას ხელს უწყობს სომხეთის ხელისუფლება!.. შარლ აზნავური სწორედ სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენელია, რადგან ის გახლავთ სომხეთის ელჩი შვეიცარიაში და სომხეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში!.. მართალია, არის უნიჭიერესი მომღერალი, ძალიან სახელოვანი მომღერალი, მაგრამ ის არის სახელმწიფო მოხელე და სადაც კომპაქტურად ცხოვრობს სომხობა, იქ ხელისუფლების სახელით კონცერტს მართავს(!!!). ეს რას ნიშნავს და რა არის? ეს არის შეტევა ქართველობაზე, ეს არის შეტევა საქართველოზე და საქართველო გამოფხიზლდეს და გამოცოცხლდეს, თორემ მერე ყველაფერი გვიან იქნება!..

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *