არა ერთმანეთის გაწირვა,არამედ სამშობლოსთვის თავგანწირვა – აი,რა სჭირდება დღეს საქართველოს !

ძალიან მინდა ნახოთ 7 წლის წინ ტ/კ “ქართული TV”-ის ეთერში გასული ეს დისკუსია! ბევრ რამეზე დაფიქრდებით!

მეცნიერებმა პირდაპირ თქვეს,რომ ხალხს ჰქონდა რეალობას მოწყვეტილი მოლოდინი ოცნების, უპირველესად ბიძინა ივანიშვილისადმი, რომ ეს ვერ გაცნობიერდა მისი მმართველობის პირველ ოთხ წელში!

ჰქონდა ამას გარკვეული საფუძველი, რასაც ოსტატურად იყენებდნენ ბატონი ივანიშვილი, “ოცნება”,მათი აპოლოგეტები, მხარდამჭერები, ამაზე წამოეგო უამრავი გაჭირვებული !

რა არგუმენტები ჰქონდათ ? ვერ შევძელით პროგრამის სრულად მოყვანა მოქმედებაში,რადგან ერთი წელი სააკაშვილის პრეზიდენტად დარჩენამ შეგვიშალა ხელიო.ორი წელი ძველი ადგილობრივი ხელისუფლება დარჩა და ხელს გვიშლიდაო..არ გვქონდა კონსტიტუციური უმრავლესობა და ფუნდამენტური ცვლილებები ვერ განვახორციელეთ, მით უფრო ოპოზიციას დეპუტატთა დიდი რაოდენობა ჰყავდა და საბოტაჟს გვიწყობდნენო !

ხალხმა გაითვალისწინა ეს არგუმენტები და 2016 წელში “ოცნება”კონსტიტუციური უმრავლესობით მოიყვანა ხელისუფლებაში !

მაშინ მეცნიერთა კონგრესმა თქვა,რომ ოცნებამ მიიღო ყველაფერი,რაც ითხოვა, მომავალში თავის მართლება უკვე უსინინდისობა იქნებაო !

ჩვენი პროგნოზი პატიოსნად ვთქვით, რომ თუ ივანიშვილი არ შეიცვალა და ისეთივე დარჩა,როგორიც იყო პირველ
ოთხ წელში,თავსაც დაღუპავს და ქვეყანასაცო !

ასეც მოხდა,მეორე საარჩევნო პერიოდში ის უარესი გახდა,ვიდრე პირველში,მეტიც მეტიც ხალხის მეტმა მხარდაჭერამ ის წარმოუდგენლად თვითდაჯერებული გახადა , მთელი ხელისუფლება გახრწნა…

მეცნიერთა კონგრესმა შეასრულა დანაპირები,გააკეთა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი, შექმნა პროგრამა “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!”,გელათში მიღებულ პროგრამულ დოკუმენტთან -” ახალი განზომილება,ანუ რა შევცვალოთ,რომ გადავრჩეთ!”-ერთად წიგნად გამოსცა 2018 წელში..პროგრამები გადაეცა ხელისუფლების პირველ პირებს…

დაიწყო ჩვენი წამებაც!

ხალხის გადაბირება…მეცნიერთა კონგრესის იგნორირება…ჩაიკეტა საინფორმაციო საშუალებები…როგორც შეძლეს,ხალხიც ჩამოგვაცილეს ! ორი წელი უსახსრობის გამო ტელევიზიის მუშაობაც შეწყდა … ჩაგვწყვიტა გული ამ უნიკალური გადაცემის დახურვამ !

ფარხალი არ დავყარეთ,ვიმოქმედეთ როგორც შევძელით…

შექმნილია ქვეყნის გადარჩენის პროგრამა…არის ხალხი..ვმუშაობთ მართალი ტელვიზიისშექმნაზე… ვაერთებთ ქვეყნის გარეთ
გასულ და ქვეყანაში დარჩენილ თანამემამულეებს !

ეს დისკუსია დაგარწმუნებთ იმაში,რომ 7 წლის წინ ერთმანეთისთვის კარგად რომ მოგვესმინა,დღეს სხვა ქვეყანა გვექნებოდა…

დავანებოთ თავი წარსულ დროში საუბარს,ვიფიქროთ არა ერთმანეთის. წინააღმფმდეგ ბრძოლაზე,ერთმანეთის
დამარცხებაზე,არამედ საქართველოში სიკეთით გამარჯვებაზე, მომავლის საქართველოზე !

ჩვენ ყველანი საჭირონი ვართ ამისთვის ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით სწორედ მომავლის საქართველოსთვის !

ხვალ ასიათასი წამებულის დღეა !
არ მეგულება ოდნავ მოაზროვნე ადამიანი,მიუხედავად იმისა რომელი ქვეყნის მოქალაქა, რომელი ეროვნებისაა,რომ პასუხისმგებლობას არ გრძნობდეს ამ ადამიანების წინაშე, მით უფრო,როცა ქართველი და თანამემამულეა !

დღეს გვჭირდება არა ერთმანეთის გაწირვა,როგორც ეს კარგად ავითვისეთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ,
არამედ სამშობლოსთვის თავგანწირვა, რომელიც გვიჭირს,არადა ამის გარეშე მომავალი არ გვაქვს !

რწმენით და იმედით,
თეიმურაზ შაშიაშვილი
11 ნოემბერი,2023 წელი

იხ. ქართული TV გადაცემა “ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *