( ალია)რა ბიზნესს ეწევიან ჩვენი ელჩები?

„ალიას“ ესაუბრება იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, პარტია „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი

– ბატონო თემურ, იმერეთის საკთხებში კარგად ხართ გათვითცნობიერებული. ხომ არ იცით, ტყიბულში მოლაპარაკებას რატომ ვერ აღწევენ?

– ტყიბულის ნახშირის ხელმძღვანელობის განცხადება , მსოფლიო ბაზარზე ნახშირის მოთხოვნა შემცირდა და ხელფასები ამიტომ ვერ გავზარდეთო, ცინიზმია. ტყიბულელებს არ დასჭირდებოდათ პროტესტი, რომ არა სააკაშვილი და მისი გარემოცვა. შევარდნაძის დროს ამერიკელების პროექტით, ტყიბულში უნდა აშენებულიყო თბოსადგური, რომელიც ტყიბულის ქვანახშირზე იმუშავებდა და პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ იქნებიდა. მაგრამ რადგან ეს ამერიკელების პროექტი იყო და სააკაშვილის გარემოცვა სარგებელს ვერ ნახულობდა, ჩააგდეს ეს საკითხი. შემდეგ ბეჟუაშვილმა შემოათრია ვიღაც და დღესაც ბეჟუაშვილის, კუბლაშვილისა და სხვების ხელში რჩება, რომლებიც ყველაფერს ისე მაართავენ, როგორც მოესურვებათ… თუკი ახალი ხელისუფლება სპეციალურ კომისიას არ შექმნის, ტყიბულისა და სხვა საბადოების საკითხებში დეტალურად არ გაარკვევს, სანამ არ დაადგენს, რა მაფია მუშაობს ტყიბულში, ჭიათურასა და ა.შ. რა თანხებია მითვისებული, ასეთი პრობლემები მუდმივად იარსებებს. თუკი არ შეიქმნება კომისია, შეიძლება ვიფიქროთ, რომ გარიგება მოხდა ვიღაცეებთან… ბოლო დღეებში ბევრი რამ ითქვა ჩვენი ზოგიერთი ელჩის უმსგავსო საქციელზე და ამ საკითხსაც მინდა შევეხო. თურმე უკრაინაში ჩვენი ელჩის, ქათამაძის შვილი უკრაინის საბაჟოზე მუშაობს, ანუ უცხო ქვეყნის ძალოვან სტრუქტურაში. არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ეს უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მითხრეს. გარდა ამისა, ამას წინათ ათენში ვიყავი კონფერენციაზე და იქ მითხრეს, რომ ჩვენს კონსულს საბერძნეთში თანამდებობა საოჯახო ბიზნესად გადაუქცევია, მთელი ოჯახი და სანათესაო ჩაუყენებია და დაუსაქმებია. არადა ამ დროს, ამ დიპლომატს საბერძნეთში გადახვეწილი ჩვენი მოქალაქეებისათვის ფასეული არაფერი გაუკეთებია. საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობა თუ დაინტერესდება, ბევრ ასეთ ფაქტს აღმოაჩენს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *