(ალია)თემურ შაშიაშვილი:”სააკაშვილს იმპიჩმენტი ეკუთვნის…”

tem„ალიას“ ესაუბრება „თეთრი მოძრაობის“ (თეთრები) ლიდერი – თეიმურაზ შაშიაშვილი:

– ბატონო თემურ, თუ ივანიშვილმა გია ბარამიძის თამადობით ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე და ბიუჯეტის ვირთხა სასწრაფოდ არ მისცა პასუხისგებაში, მაშინ ესენი დაიჭერენ ივანიშვილს!. მე ამაში გუშინდელმა საპარლამენტო შეხვედრამ დამარწმუნა, სადაც ბარამიძე და გაკუ გაბაშვილი ისე იჭიმებოდნენ, თითქოს ქვეყანა მაგათ სექტას კი არა, მე დამექციოს!

– ჩვენ რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ და ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი იყოს, ბატონ ბიძინას საერთოდ არ დასჭირდებოდა არავითარი ნაბიჯის გადადგმა, ხალხი ამათ გარეკავდა და საერთოდ წაშლიდა პოლიტიკიდან!.. აქამდე ნიშნები იყო, ხოლო ახლა უკვე აშკარად ჩამოყალიბდა ეს გუნდი რევანშისტულ მიმდინარეობად, რომელიც იმართება პრეზიდენტის აპარატისაგან, სადაც შეიქმნა რევანშისტთა შტაბი!.. მეორე შტაბი, ჩემი ინფორმაციით, შექმნილია მიუნხენში სადაც ადეიშვილია ჩაბრძანებული და წაღებული აქვს 500 მილიონი დოლარი!.. დადიან სასწაული მანქანებით და არიან ერთ ამბავში. ესენი არიან რევანშისტები და მე მოვუწოდებ მთელ ჩვენ საზოგადოებას სიფხიზლისაკენ. ესენი არიან ჩასაფრებულები… ხვალ თუ პენსია გაიზრდება, ესენი გამოვლენ და იტყვიან, ჩვენ რომ არ გამოვ სულიყავით, პენსია რა გაიზრდებოდაო!.. სააკაშვილმა რომ ზანგი ახსენა, ეს არავის გახსენებია, ხოლო დარახველიძე ჯვარს აცვეს!.. ეს არის უსინდისო სექტა, რომლის პრეზიდენტსაც განმარტება არ გაუკეთებია იმის შესახებ, რომ ქვეყნიდან მისი მინისტრები გაიქცნენ, ჩვენ შევთავაზეთ ბატონ ბიძინას, ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე პრეზიდენტს წარმოედგინა თავისი მინისტრები და თუ მთავრობა მთელი შემადგენლობით ვერ წარსდგებოდა პარლამენტის წინაშე, მაშინ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებისთვის ნდობა არ გამოეცხადებინათ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა..

. _ თქვენ ბრძანეთ, რომ ადეიშვილი მიუნჰენშია მოკალათებული… რა ინფორმაციას ფლობთ ახალაიების, შაშკინის და სხვა გაქცეულების შესახებ?

– თუ ის მართალია, რომ შაშკინმა ამერიკაში ერთ-ერთ სამხედრო სტრუქტურაში დაიწყო მუშაობა, ეს იქნება ჩემთვის ძალიან დიდი გაუგებრობა!.. ბატონი ბიძინა ივანიშვილს, თავის დროზე, ჩვენი რჩევა რომ გაეთვალისწინებინა და 30 პროცენტიანი ბარიერი 50 პროცენტით შეგვეცვალა, დღეს მას პარლამენტში 110 კაციანი უმრავლესობა ეყოლებოდა!.. „ნაცმოძრაობიდან“ ახლა ბევრი წავა, წავა იმიტომ, რომ , რომ სექტის წევრობა არ უნდათ. მაგრამ ვინც დარჩება, ის უკვე სექტის წევრია!.. სააკაშვილს იმპიჩმენტი მარტო იმიტომ კი არ ეკუთვნის, რომ ჟვანია სიცოცხლეს გამოასალმეს, ბიჭები ქუჩაში ჩახოცეს და ქვეყანას გენოციდი მოუწყეს, არამედ იმის გამოც, რომ მისი მინისტრები ქვეყნიდან გაიქცნენ!.. მე არ მინდა ვიფიქრო იმაზე, რომ სამომავლოდ „ქართული ოცნება“ ორპარტიულ პარლამენტზე ფიქრობს!.. ბიძინა ივანიშვილს თუ საქართველოს მომავალი აწუხებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეა, მაშინ ის უნდა ფიქრობდეს „ნაცმოძრაობის“ გასამართლებაზე, რადგან ეს იქნება მოქალაქეთა კავშირის და აღორძინების სასამართლოც!.

– ბატონო თემურ, თქვენ როგორ წაემოგიდგენიათ „ცოცხების პარტიის“ რევანში – მინაშვილი, ბარამიძე, ბობოხიძე, და სააკაშვილი ტანკზე გადაჯდებიან და როგორც თავის დროზე ზვიად გამსახურდია დაამხეს, ისე დაამხობენ ივანიშვილსაც, თუ რა მოხდება?

– სააკაშვილს, რომელსაც თავის თავზე აქვს მორგებული კონსტიტუცია, ეს არ დასჭირდება! მე დაახლოებით ასე წარმომიდგენია პროცესების განვითარება: თუ ივანიშვილი ამ სექტის პარპაშს არ აღკვეთს, – დაახლოებით ექვს თვეში მიხეილ სააკაშვილი, რომლის სექტაც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ივანიშვილს პროგრამა ჩაუგდოს და ხელი შეუშალოს, გამოვა და იტყვის – თქვენმა გუნდმა საქართველოს მოსახლეობას დანაპირები ვერ შეუსრულა და ამიტომაც პრემიერ-მინისტრი უნდა გადავაყენოთო!.. პარლამენტი ერთჯერ არ მისცემს ხმას ივანიშვილის გადაყენებას, მეორეჯერ არ მისცემს ხმას და მესამეჯერ სააკაშვილი პარლამენტს დაითხოვს!..რადგან მას აქვს ამის უფლება. აი, ამისთვის ემზადებიან ესენი, ეს რევანშისტები. ვინ ლაპარაკობს დღეს საქართველოში მეწარმეობის განვითარებაზე მაშინ, როცა ვარციხეჰესი, ენგურჰესის შემდეგ საქართველოში დენის ყველაზე იაფი გამომუშავებელი – უცხოელ ინვესტორებს გადასცა ზესტაფონისა და ჭიათურისათვის, რომლებიც 2 თეთრად (!!!) ყიდულობენ დენს და ამ უცხოელების, უკრაინელი ინვესტორების უკან დგას სააკაშვილის ბიძა და სააკაშვილის მაფიოზი ოჯახი!.. ესენი, ეს ბინძური და უსინდისო ადამიანები ფიქრობენ საქართველოს ეკონომიკაზე? ზესტაფონი- ჭიათურა-ტყიბული თანამედროვე ქართული ეკონომიკაში ელიტური კორუფციის კომპლექსად ჩამოყალიბდა, რომლის უკანაც დგას სააკაშვილი, ძმები კუბლაშვილები, ბეჟუაშვილი და მერაბ სამადაშვილი!.. მე ბრალს ვდებ ამ ხალხს და ვითხოვ გამოძიებისდაწყებას!.. კოტ დ’ივუარიდან და განადან შემოქავს ამ უკრაინულ ფირმას ჭიათურაში მარგანეცი , რომელსაც 50 დოლარად ყიდულობენ და აქ ჩამოტანილი ხდება უკვე 400-500 დოლარი (!!!) ხელოვნურად აკოტრებენ ჭიათურას ეს უსინდისო ადამიანები და ესენი რომელ ეკონომიკაზე მელაპარაკებიან? დღეს ჭიათურის მარგანეცის წარმოება 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე 1913 და 1937 წელს და არც ერთი პირობა იმ უკრაინულ ფორმას არ შეუსრულებია, რომლის უკანაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სააკაშვილის ოჯახი დგას! ეს არის ველური გუნდი, ეს არის ყველაფრის მკადრებელი გუნდი და მე ვაფრთხილებ და ვურჩევ ბატონ ბიძინას, გამოიჩინოს ძალიან დიდი სიფრთხილე და პრინციპულობა ამ საშიშ ხალხთან ურთოერთობაში!..

– დაბოლოს, ბატონო თემურ, როგორია წარმომადგენლობითი სახალხო კრების პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით?

– კრება მხარს უჭერს ბატონ ბიძინას და კრება ვერ მოიქცევა ისე უსინდისოდ და უპასუხისმგებლოდ, როგორც ეს რევანშისტები იქცევიან!.. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ თავს შევიკავებთ, მაგრამ თუ ბატონი ბიძინა ამ „ნაცმოძრაობის“ სექტის მიმართ და კონკრეტული დამნაშავეების მიმართ პრინციპულ პოზიციას არ დაიკავებს, მაშინ ჩვენ არც ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას არ მოვერიდებით!..

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *