შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე, იმ პარტიებისა, რომლებიც სხვა გზას ვირჩევთ

პროექტი

ვინ ვართ ჩვენ.   რა გვაერთიანებსრას ნიშნავს სხვა გზა , რა გვინდა  – როგორ წარმოგვიდგენია                  მომავლის საქართველო

ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც არასდროს, პარტიული თანამშრომლობა არ გვქონია არც ნაციონალურ მოძრაობასთან, და არც ქართულ ოცნებასთან. არასდროს მიგვიღია დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ბიძინა ივანიშვილისგან, მიხეილ სააკაშვილისგან, უცხოეთიდან. ვიზიარებთ პარტიული ცხოვრების კლასიკურ მოდელს, რომ პარტია პოლიტიკურ საქმიანობას უნდა ეწეოდეს პარტიული საწევრო ანარიცხებით, შემოწირულობებით და ფინანსები იყოს სრულიად გამჭვირვალე.

ჩვენ გვაერთიანებს ქართული ინტერესი, ქართული იდეა და მიზანი. გვაერთიანებს პრინციპი: მთავარში –  ერთობა, სადავოში  – თავისუფლება. ჩვენთვის მთავარია – სამშობლო და განსხვავება პარტიულ ხედვებში ხელს არ გვიშლის, რომ ვიყოთ ერთნი მომავლის საქართველოსთვის ბრძოლაში.

ჩვენ ვაღიარებთ,რ ომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან გასულმა 33 წელმა, ვერ მოგვცა ის შედეგი, რა მოლოდინიც იყო ხალხში, რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის სასურველი იქნებოდა,   ჩვენი ისტორიისა და მომავლის გათვალისწინებით. საქართველო კატასტროფულად აგვიანებს, გახდეს სტაბილური სახელმწიფო. ყველაფერი ამის რეალური მიზეზი არის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების პრივატიზება იმ პოლიტიკური პარტიების მიერ, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან, რომელთათვისაც მთავარია ბრძოლა ხელისუფლებისთვის.

ჩვენ ამ ბრძოლაში ვკარგავთ საქართველოს, მივიღეთ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის გაღარიბებით გამდიდრებულთა კასტა, რომელთაც ხელში ჩაიგდეს ქვეყნის მართვის სადავეები , ქვეყანას მართავენ შიშით   და ფულით,  ეს კი ადვილია იმ ქვეყანაში, სადაც 1% ფლობს გაცილებით მეტს, ვიდრე მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი.

რეალობა მწარეა – ყოველი არჩევნების შემდეგ, კორუფცია ძლიერდება, მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება, ღარიბი – კიდევ უფრო ღატაკდება.

ჩვენ ვაღიარებთ: დანაშაულია, მდიდარ ქვეყანაში ხალხი ცხოვრობდეს ღარიბად  და სირცხვილია, მდიდარი იყო მაშინ, როცა  მოსახლეობის 90%-ს არ აქვს სიცოცხლისთვის საჭირო  კალორიების  ნახევრის მიღების საშუალებაც კი.

ქვეყანა, პრაქტიკულად, ეწირება პარტიულ დაპირისპირებას, სახელისუფლებო სკამებისთვის ბრძოლას.

მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ საპარლამენტო პარტიებმა უგულებელყვეს  მეცნიერების მიერ შეთავაზებული ქვეყნისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროგრამული დოკუმენტები, რომელთაც საფუძვლად უდევს  ერის მამის, ილია ჭავჭავაძის სიბრძნე: “ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად”. მეტიც, ისარგებლეს პარლამენტში ყოფნით, დააკანონეს  არჩევნების არასამართლიანობა : პარტიები დაყვეს კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ პარტიებად. საკუთარ თავს უწოდეს „კვალიფიციური“, მიითვისეს ყველა უფლება, პრაქტიკულად, ხალხს წაართვეს ქვეყანა, შემოიღეს 5 პროცენტიანი ბარიერი და მიზნად დაისახეს, როგორც თვითონ ამბობენ, – შუა უნდა გაიკრიფოს. და ამ „შუად“, სწორედ ეროვნული განწყობის პარტიები მიიჩნიეს, კანონი ისე მოირგეს, რომ მათ გარდა სხვა ვერავინ გაიმარჯვოს. ხალხს საკუთარი სოფლის გამგებლის არჩევის უფლებაც კი წაართვეს და ზემოდან უნიშნავენ.

ვაღიაროთ, ჩვენი და ხალხის სისუსტეც: ქვეყანა ცხოვრობს საპარლამენტო პოლიტიკური ძალების მიერ შემოთავაზებული ყალბი ეროვნული პათსით, დემოკრატიის თამაშით და ელიტარული კორუფციით. დატერორების შიშმა არნახულად შეზღუდა დემოკრატიული ქვეყნების ინვესტიციები, ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველთა ბიზნესინტერესები, მეტიც, ქვეყანაში მოქმედი ბიზნესიც კი,  ქვეყნის ინტერესის მტრად აქცია. უმძიმესი დასკვნა გააკეთეს მეცნიერებმა, რომ ნებისმიერი, განსაკუთრებით, რეალური ეკონომიკის მიმართულებით, შესაძლებლის მხოლოდ 7-10 პროცენტია მოქმედებაში მოყვანილი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, 1 საბიუჯეტო ლარს 20 თეთრზე მეტი საქმე არასდროს გაუკეთებია . მეტიც, ნებისმიერ ეტაპზე საბიუჯეტო ფულით, როგორც მინიმუმ, 5-7 -ჯერ მეტი საქმის გაკეთება შეიძლებოდა.

ყოველივე ამის და უამრავ მიზეზთა გამო, ჩვენ ვემიჯნებით საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და მათი სატელიტების კურსს – უარს ვამბობთ პარტიულ ბრძოლაზე და  ვთანხმდებით:

  • პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის, ქვეყანაში სისტემური ცვლილებების, ეროვნული თანხმობის პარლამენტისა და ხელისიუფლებისათვის ბრძოლის ერთიანი ფრონტის შექმნაზე.
  • ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყნის გადარჩენის ხაზი არც ქუჩაზე, არც ქუჩის პოლიტიკოსებსა და ბელადებზე, არც მილიარდერებზე არ გადის, რომ ქვეყნის მომავალი დაკავშირებულია განათლებულ, ენერგიულ და წესიერებით სავსე ადამიანთა ხელისუფლებასთან…
  • ვთანხმდებით იმაზე, რომ დღევანდელი ფულისუფლების ქვეყანა უნდა შეიცვალოს ნიჭის ძალაუფლებით…
  • ვთანხმდეით იმაზე, რომ ასეთი ხალხით სავსეა ქვეყანაც და ჩვენი ემიგრაციაც…
  • ვთანხმდებით იმაზე, რომ ვიბრძოლოთ ხელისუფლებაში არა ჩვენი და ჩვენი პარტიის წევრების მოსვლისთვის, არამედ გავერთიანდეთ და ხალხთან ერთად შევადგინოთ საარჩევნო გუნდი იმ ადამიანებით,, რომელთაც გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნისთვის, ვიდრე დღეს მოქმედ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რამეთუ პარტიებს გარეთ გაცილებით მეტი საინტერესო და საჭირო ადამიანია მომავლის საქართველოსთვის, ვიდრე პარტიებში.

ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ქვეყნის გადარჩენისთვის  ქვეყანაში სიკეთით  გამარჯებისთვის ბრძოლის გზა.

ამ ბრძოლაში ჩვენ, სამოქმედოდ ვიღებთ მეცნიერების მიერ შემუშავებულ პროგრამულ დოკუმენტებს. მომავლის საქართველოს ჩვენი ხედვა და ასეთი საქართველოსთვის ბრძოლის პრინციპები ჩამოყალიბებული იქნება მემორანდუმში, რომელსაც შევქმნით მეცნიერებთან, მოაზროვნე ადამიანებთან დათათბირებით, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებით და მას  პროექტის სახით გამოვაქვეყნებთ 31 მარტს –საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს და სახალხოდ და საჯაროდ მოვაწერთ ხელს 9 აპრილს – საქართველოსთვის სანიშანსვეტო დღეს, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.

ჩვენ, ხალხს და საზოგადოებას ვთავაზობთ მეცნიერთა მიერ ჩამოყალიბებული პრინციპის ირგვლივ გაერთიანებას:

ქვეყანას მართავს  ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს  – საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა

სწორედ ეს არის ინტელექტუალური რევოლუციის და ქვეყნის გამარჯვების ფორმულა, რომლის ერთგულებაც გვაერთიანებს მომავლის საქართველოსთვის ბრძოლაში.

13.03.2024

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *