ფულს მაშინ აქვს საქვეყნო ძალა,როცა ის პატიოსანი ხალხის ხელშია!
თამაზ დვალიშვილი
ბატონო თემურ მე ხშირად უყურებ თქვენს გადაცემებს, მაგრამ ფული როგორ ამოვარდება არჩევნებიდან ვერაფრით დავადგინე არა და გამომგონებელი მგონია ჩემი თავი
თემურ შაშიაშვილის პასუხი თამაზ დვალიშვილის კომენტარზე:
ბატონო თამაზ ,ფული კი არ ამოვარდება,ფული არ არის მთავარი..ფულს მაშინ აქვს საქვეყნო ძალა,როცა ის პატიოსანი ხალხის ხელშია!
მთავარია სისტემური ცვლილებების პროგრამა, რომელიც გვაქვს!
მთავარია ინტელექტუალური,ენერგიული და წესიერი გუნდი, რომელსაც მოაზროვნე ადამიანების მონაწილეობით ვქმნით და 26 მაისისთვის პირველ 50-60 წევრს წარმოვადგენთ!
მთავარია მართალი ტელევიზია ..რომელიც მეცნიერების პატრონაჟით და კეთილი ადამიანების მიერ გაღებული შემწეობით იქმნება..ამ პროცესს საზოგადოების მეტი თანადგომა სჭირდებ!
მთავარია გულწრფელი საუბარი ხალხთან..მეცნიერებს ეს შეუძლიათ.ისინი ქვეყნის მომავალზე ფიქრობენ და არა ხელისუფლებაში მოხვედრაზე!
მთავარია მატყუარების,სოციალური დემაგოგების მხილება..ეს არის უბედურება..დღემდე,ვინც ხალხი მოატყუა,მის სათავეში მოექცა და გაყვლიფა,ვინც სიმართლე უთხრა ხალხს-მსხვერპლი გახდა…ეს უბედურება უნდა დავძლიოთ ამ არჩევნებზე!
ყოველივე ამის შემდეგ,ჩვენ ერთი ლარით შეგვიძლია იმის გაკეთება, რასაც სხვები 500 ლარითაც კი ვერ შეძლებენ…და ის “ერთი ლარი” ყველამ უნდა გავიღოთ, თუ გვინდა ქვეყანა,ასე უნდა დავდგეთ…ერთი რგოლის ამოგდებაც კი დაგვაზიანებს,შედეგს ვერ მივიღებთ…
ვაფასებ თქვენ კეთილ განწყობას და გიწვევთ მეცნიერთა კონგრესში. გავცვალოთ მოსაზრებები.