( ალია)თემურ შაშიაშვილი: “სააკაშვილი რომ აღარ იქნება, თმები ყალყზე დაგიდგებათ, ისეთ რამეებს იტყვიან…”

“ალიას” ესაუბრა ‘თეთრების“ ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი
ბატონო თემურ , რაც ციხეში ვითარების ამსახველი საშინელი კადრები გამოქვეყნდა იმის შემდეგ ჩვენ არ გვისაუბრია! აგერ გუშინ „გაეროს“ შენობის წინ სააკაშვილის ქართველებმა დედა აგინეს… ძალიან ცუდი სიტუაციაა… კაცი ვარდებით მოვიდა და ცოცხითა და ბოდიში მომითხოვია და, პრეზერვატივწამოცმული „დუბინკით“ მიდის!.. თქვენ ელოდით სააკაშვილის ასეთ ფინალს?

– 2003 წლის 2 ნოემბერს, როცა თქვენმა თანამშრომელმა, ქალბატონმა ნანა თვალაბეიშვილმა მკითხა, რაც მე მაშინ ვიწინასწარმეტყველე!.. ბატონო დიტო, ამას დიდი ანალიზი არ სჭირდებოდა… როდესაც შევარდნაძე გადადგა, მაშინ მე ვთქვი, – შევარდნაძე მოგენატრებათ, იმიტომ კი არა, რომ შევარდნაძე კარგია, შევარდნაძე მოგენატრებათ იმიტომ, რომ ათასჯერ უფრო დიდი უბედურება მოდის-მეთქი!… მსგავსი ავანტურისტი როგორც სააკაშვილია, ძნელად წარმოსადგენია!..

– არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმად ამ საშინელ ჩანაწერებს აკეთებდნენ ძირითადად სააკაშვილის ბრძანებით და მერე სააკაშვილი ამ ყველაფრის ცქერით, უკაცრავად და „კაიფობდა“! თქვენ ასე თუ ისე, იცნობთ სააკაშვილის პერსონას და როგორ ფიქრობთ, აქვს მისას მსგავსი სადომაზოხისტური მიდრეკილებები?

– სააკაშვილი არის სადიზმით სავსე პიროვნება და ამის დასტურად უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია. დადასტურებულად გითხრათ, – სააკაშვილი ქეიფობს მაშინ, როცა სხვას აწამებს!.. სააკაშვილმა ხომ ღვინო, ქეიფი არ იცის,,, ქართული გაგებით მოქეიფე სააკაშვილი დედამიწის ზურგზე ჯერ არავის არ უნახავს!.. ახლა მე მინდა ერთი თვითმხილველის ნაამბობი მოგახსენოთ, რომელმაც მითხრა, რომ როცა 26 მაისის დარბევის კადრებს უყურებდა, სააკაშვილი იყო საოცრად გახარებული და გალაღებული!.. როცა იმ მკვლელებმა და ლაქიებმა მოახსენეს, – პოლიტიკოსებს, ამას და ამას გადავუჭირეთო!.. – სააკაშვილმა გულიანად იხარხარა და ერთადერი „შენიშვნა“ გამოთქვა: – ნინო ბურჯანაძისათვისაც უნდა გადაგეჭრათო!.. ეს არის სადისტი.. ოთხმა ადამიანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 26 მაისის შემდეგ, ერთ-ერთი ახალგაზრდა დედის საფლავზე მივიდა, ვენები გადაიჭრა და ასე დაასრულა სიცოცხლე(!!!) საზოგადოებას წარმოდგენა არ აქვს, ამათ ისეთი რამეები აქვთ, ამათ ისეთი რამეები გააკეთეს!.. სააკაშვილი რომ აღარ იქნება, ხალხი გამოვა და თქვენ თმები ყალყზე დაგიდგებათ, ისეთ რამეებს იტყვიან… 26 მაისს გააუპატიურეს ამათ ბიჭები და ადამიანები ჭკუიდან არიან გადასულები… ეს ყველაფერი დაიწერება, ითქმება მაგრამ ამ ოჯახებს, რა თქმა უნდა , ახლა არ უნდათ ამის შესახებ საუბარი!.. ამას რატომ აკეთებდნენ ეს ნაძირალები, იცით? იმიტომ კი არა, რომ მათ ეს მოსწონდათ, იმიტომ, რომ სააკაშვილი ამაზე ქეიფობს (!!!). 1 ოქტომბერი უნდა გახდეს დიდი დღე, მაგრამ არსებობს ხიფათიც – ეს დღე შეიძლება ქართველთათვის დიდი უბედურების დღედ იქცეს!.. არსებობს შანსი, რომ 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა თავი დააღწიოს ამერიკისა და რუსეთის დიქტატს!.. ძალიან საეჭვოდ არის გაჩუმებულნი რუსებიც და ამერიკელებიც, ხომ არ მოხდა მათ შორის რაიმე შეთანხმება?

– თქვენ რა ეჭვი გაქვთ?

– რამდენიმე დღის წინ რუსეთი და ამერიკა შეთანხმდნენ იმის შესახებ, რომ ნატოსათვის ავღანეთისკენ მიმავალი სამხედრო ტვირთები გაივლის ულიანოვსკზე (!!!) აქამდე ვერ ახერხებდნენ ამ შეთანხმებას, ახლა გადაწყდა ეს ამბავი…

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *