ბრძოლა გრძელდება!
დღეს, 21 აგვისტოს, კოალიციის „ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ“ („თეთრები“, „მამული“) ორგანიზატორები თეიმურაზ შაშიაშვილი და თეიმურაზ ბობოხიძე სააპლაციო სასამართლოს წარუდგენენ სარჩელს “ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილებით დაგვსაჯეს!”
ამასთან დაკავშირებით, დღეს::
- 15 საათზე, – მოკლე ბრიფინგი პარტიის ოფისში;
- 16 საათზე – საგანგებო ბრიფინგი სააპელაზიო სასამართლოს შენობასთან
- 17 საათზე – პირდაპირი ეთერი ტელევიზია “ქართული TV” -ზე
- 15:00 – დან 16:00 საათამდე – “მეცნიერთა კონგრესის” დრო დაეთმობა საუბარს იმ უსამართლობაზე, რომელსაც, როგორც ჩანს, შეთანხმებულად სჩადიან , რომ საარჩევნოდ არ დარეგისტრირდეს პოლიტიკური გუნდი, რომლის შემადგენლობას აყალიბებს არა პარტიები, არამედ, სწორედ ხალხი მეცნიერთა კონგრესის მიერ შეთავაზებული უმკაცრესი კრიტერიუმებით.
პ.ს აქვე ვაქვეყნებთ ზოგიერთ ბანერს და მასალას, რის გამოც ისჯება კოალიცია “ჩვენ სხვაგზას ვირჩევთ:” , სხვა გზ, ანუ განსხვავებული, ვიდრე სახელისუფლებო და სხვა პარტიებს აქვთ. ის გულისხმობს ეროვნული თანხმობის პროფესიონალთა პარლამენტის ფორმირებას პარტიებს გარეთ არსებული პიროვნებებით. რეალურად ვთქვათ, ეს არის ბრძოლა სიახლის წინააღმდეგ, იმ სიახლის წინააღმდეგ, რომელიც ებრძვის ქვეყანაში არსებულ სიყალბეს, ელიტარულ პოლიტიკურ კორუფციას, ოლიგარქების სამართალს.
არჩევნებით უნდა გაიმარჯვოს ხალხმა და არა პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა!
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა
პარტია “თეთრების” მხარდამჭერთა სიების გადამოწმების დაუსრულებელი პროცესის ქრონიკა