(ალია)ხელისუფლება ,,კარუსელის,, ახალ ფორმებზე მუშაობს?

როგორც ,,ყველა სიახლესთან” საუბარში ერთ-ერთ0 რესპონდენტი აცხადებს, ხელისუფლებამ ციხეებიდან კრიმინალური ავტორიტეტები გამოუშვა და არჩევნებზე ,,ნაცმოძრაობის” სასარგებლოდ აპირებს მათ გამოყენებას. ,,ალიას” ესაუბრება კოალიცია ,,თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თემურ შაშიაშვილი :

– დეტალები არ ვიცი,მაგრამ ამის შესახებ მეც მსმენია. ასეთი რამ არაერთხელ გაუკეთებიათ არჩევნების წინ. მაგალითად, არჩევნებისთვის არაერთი ასეთი ადამიანი გამოუშვეს,ნაწილი კი ციხიდანვე მუშაობდა არჩევნების დროს მათ სასარგებლოდ.მარტო ავტორიტეტებს კი არა, ყველა პატიმარსა და პრობაციონერს გამოიყენებენ,მაგრამ რასაც არ უნდა დაჰპირდნენ მათ არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ,იცოდნენ,რომ ატყუებენ.თქვენ იცით,რომ კახეთის ერთ-ერთ ცნობილ სოფელში ყოველი მესამე მოსახლე პატიმარია?ხომ წარმოგიდგენიათ,რასთან გვაქვს საქმე?

– როგორც წინა არჩევნების დროს ამბობდნენ, ავტორიტეტებს მაშინ გარკვეული რაოდენობის ხმების მოტანა დაავალეს. ახლა, როცა ოპოზიცია შედარებით მოძლიერებულია, როგორ გამოიყენებენ მათ, ხომ არ იცით ?

-წინა არჩევნებს გავიხსენებ, მაშინ ქუთაისში ბევრი კანონიერი ქურდი იყო ჩასული. უკრაინაში, სხვადასხვა შეხვედრების დროს მათაც დამიდასტურეს ეს ინფორმაცია და ისიც მითხრეს,რომ უკრაინაში მყოფი ავტორიტეტები ტელეფონით აგვარებდნენ საარჩევნო საკითხებს,ამიტომაც არ მიკვირს,რომ ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი და იცით , რატომ ხდება ეს? მე თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ ყველას, ვისაც შვილი ციხეში ჰყავს ან პრობაციონერია–დასრულდა დუმილის დრო, ამ ხელისუფლებამ თქვენს შვილებს ფსიქიკა და ბიოგრაფიები დაუმახინჯა და ნუ გამოაყენებინებთ თავს, რადგან ,რასაც არ უნდა შეგპირდნენ, არ შეგისრულებენ ! იცით თქვენ, ამ სამიოდე დღის წინ ვარძელაშვილმა სამტრედიაში რა თქვა? ხონსა და სამტრედიაში ყოველი მესამე ქურდის შვილიაო,ასეთი შეურაცხყოფა ხონისა და სამტრედიისთვის ისტორიის მანძილზე არავის მიუყენებია და ამ დროს ხმა არავის ამოუღია.რომ ჩავალ, ამ ადამიანებს ვკითხავ, სულ დაკარგეს ღირსება? ეს ვარძელაშვილი კახი კალაძეს რომ დაუწყებს ბრძოლას, რაღა უნდა თქვა? სინდისი არა აქვთ იმ სპორტსმენებს, კალაძეს ვინც უპირისპირდება? რა, რაიონული დონის ფეხბურთელია? თუმცა დიდი ფულის გარეშე ასეთი რამე არ კეთდება და ყველაფერი ცხადია.იცით,რომ ვარძელაშვილის ჩაყვანილ ხალხს შორის ცნობილი კრიმინალის შვილი აღმოჩნდა? ესენი ებრძვიან ქურდულ სამყაროს და კრიმინალურ ავტორიტეტებს? ვისაც სააკაშვილი ქურდებთან მებრძოლი ჰგონია, კარგად გაფიქრდეს:პრეზიდენტის სკამი მოიპარა,პრეზიდენტობა მიითვისა და ამაზე დიდი ქურდი ვინ შეიძლება იყოს? დააკვირდით,ჰილარი კლინტონის ჩამოსვლამდე სააკაშვილი დაბნეულივით იყო,ვერ ბედავდა ვერაფერს და ახლა აიშვა უგზო-უკვლოდ, დაიწყო მოსახლეობის ჯიბის კონტროლი,პარტიების ჯიბის კონტროლი, ყველა სისაძაგლე,რაც კი ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა ,მოხდა კლინტონის ვიზიტის შემდეგ.

-რა ვიცი,ყველა ირწმუნებოდა,კლინტონმა გააფრთხილა,ვადა რომ ამოგეწურება, უნდა წახვიდეო და სააკაშვილმა რომ ,,აიწყვიტა” ამერიკელებმა არ იციან?

– საუბედუროდ,ამ ხელისუფლების წასვლა საქართველოს მოსახლეობის გარდა არავის აწყობს.ამერიკელებს იმიტომ არ აწყობთ,რომ ესენი არიან კრიმინალები და ამ კაცს ეძახდნენ ,,დემოკრატიის შუქურას,,, როდესაც ამათი კრიმინალობის შესახებ საყოველთაოდ გახდება ცნობილი, ეს ძალიან დაარტყამს ამერიკელების ავტორიტეტს, აგერ რუსეთია და მთელი ენერგეტიკა ,საკვანძო ობიექტები და ჩვენი სიმდიდრე მათ ხელშია, რომ მოვა ნორმალური ხელისუფლება, ხომ იკითხავს როგორ მოხდა ეს? ახლა ყველაფერი ჩვენს მოსახლეობაზეა, მათ უნდა იცოდნენ, რომ ძალიან რთული არჩევნები გველის, რადგან, როგორც გავიგე, ,,კარუსელების,, ახალ ფორმაზე მუშაობენ ძალიან სერიოზულად და მარკირებასთან დაკავშირებულ მაქინქციებზე. დეტალები ჯერ არ ვიცი , მაგრამ იმედია ამასაც გავიგებ…

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *