ბიბლიური ადგილი ქართველთათვის
!
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
მომავლისადმი დიდი იმედით და რწმენაში გაძლიერებული გამოვედი 28 აგვისტოს,მარიამობას, დაღესტანის ქალაქ შამილში მდებარე ეკლესიიდან, რომელიც მე 9 საუკუნეში აუგიათ ქართველებს და დღემდე ერთადერთი ქრისტიანული ეკლესია მუსლიმანურ რესპუბლიკაში…
გადაურჩა რთულ პერიოდებსა და საუკუნეებს.. თვით შამილსაც კი უთქვამს “ქართველები ჩვენი ძმები არიან და ეკლესიას არ შეეხოთ !”..
ეკლესიაში მსახურება მე 12 საუკუნის ბოლომდე მიმდინარეობდა და დღეს არის დაღესტანის რესპუბლიკის მიერ დაცული ეკლესია,რომელსაც იცავენ დაღესტნელები,სოფელ დათუნას მაცხოვრებლები,დედით ქართველი და საქართველოზე შეყვარებული,ანვარბეკ მანსურის ძე კადიევის დიდი ოჯახი და მისი მეგობრები!
ვფიქრობ ,და ეს აღიარებულია ბევრის მიერ,რომ ის აშენებულია უნიკალურ ბუნებრივ გარემოში-კლდეებს შუა და აქ დღემდე შემორჩენილია ქართული სული…
ვარ ბედნიერი,რომ აღვასრულე, ერთი წლის წინ,ეკლესიაში დადებული პირობა და მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს,ვილოცე ამ ეკლესიაში,დავანთე საქართველოდან, ვლადიკავკაზის წმიდა გიორგის ტაძარიდან წაღებული სანთლები და
სწორედ ამ ეკლესიიდან მივულოცე საქართველოს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული…
ვბრუნდები სამშობლოში ამ ეკლესიის დიდი მადლით ,იმის შეგრძნებით,რომ ეს უნიკალური ეკლესია,მართლაც ბიბლიური გარემო ქართველთათვის, მეტ ყურადღებას იმსახურებს საქართველოდან!
ვბრუნდები იმ განწყობით,რაც აქ შეგიძლიათ ამოიკითხოთ !
გახსენით ეს ლინკი და ნახავთ ჩემს მიერ გადაღებულ ვიდეოს: “ბიბლიური ადგილი ქართველთათვის”.