თემურ შაშიაშვილი: ჩემთვის მიუღებელია ერთი გზის უარყოფით,მეორეს გაფეტიშებისკურსი!

ზუსტად ამას ამბობდა საბჭოთა პროპაგანდა და თქვენ დღეს გაიგეთ?როცა ულტრალიბერალებს ფეხქვეშ ეგებოდით,მაშინ რატომ არ საუბრობდით,რატომ არ გადასცემდით ამ მასალებს?
დღეს ვისთვის გჭირდებათ ეს-ხალხისთვის,თუ ერთი კაცის გამართლებისთვის და დასანქცირებულთა დაცვისთვის?
● მოაზროვნე ადამიანი მაშინ დაგიჯერებთ ყველაფერ ამას,როცა ამის პარალელურად გაანალიზებთ ამ მიმართებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას…ვნების კვირასა და ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში ამ ანალიზს არ გავაკეთებ და შედგომ აუცილებლად…ეს შემაძრწუნებელი ანალიზი იქნება,რომელთან შედარებითაც თქვენს მიერ გადაცემული,ნაკლებ საინტერესოდ მოგეჩვენებათ..
● მოაზროვნე ადამიანი ყველაფერს მოისმენდა და მეტად დაგიჯერებდათ,რომ მიგეღოთ მეცნიერთა კონგრესის კონცეფცია-“ქართული მხოლოდ ქართული გზა,ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს…ქვეყნა ერის ბუნებიდან უნდა იმართებოდეს…ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები”- და არ აგერჩიათ რუსეთ-ჩინეთ-ირანთან მეგობრობის კურსი…
ჩემთვის მიუღებელია ერთი გზის უარყოფით,მეორეს გაფეტიშებისკურსი..
.ღირსება დაკარგეთ ,ხან ერთს ეგებით ფეხქვეშ და ხან მეორეს და გინდათ ყველას დაგვაკარგინოთ ღირსება…. ეს არ გამოვა!
გავმაგრდეთ ქართული სულის ადამიანები და დავასრულოთ ხელისუფლების მიერ თავსმოხვეული ეს ანტიქართული,ანტისახელმწიფოებრივი კურსი,რომელსაც მდიდარი მონების,21 ე საუკუნის ფეოდალურ სახელმწიფო მმართველობასთან მივყავართ და დავადგეთ ქვეყნის განვითარების ბუნებრივ გზას.
ეს მძიმე ბრძოლაა,ყოფნა-არყოფნის ბრძოლაა და კარგად უნდა განვსაზღვროთ სად უნდა ვიდგეთ- თავისუფალ ადამიანთა საქართველოსთან,თუ სკამებს ჩაბღაუჭებულ ხელისუფლებათან, ან კიდევ, სკამებისთვის ბრძოლაში გაბოროტებულ ოპოზიციასთან! თითოეულს გვაქვს მისაღები ეს გადაწყვეტილება!

იხ. “ნიღბის გარეშე” – ფრანგი მწერლის თვალით დანახული დასავლური კრიზისი

თეიმურაზ შაშიაშვილი
11 აპრილი,2025 წელი…

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *