ბატონო ირაკლი, ასეთი განცხადებები ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებაა და არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

-
30 წელზე მეტია, ქვეყანაში მართვის სისტემაა კორუმპირებული – რომელიც კორუმპირებულთა ტირაჟირებას ეწევა. საჭიროა მისი შეცვლა და არა ცალკეული პიროვნებების წინააღმდეგ ბრძოლა
-
საქართველო დიდი ხანია, გზაგასაყარზეა: ბარაბას გზა, თუ ქრისტეს გზა. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, განსაკუთრებით 1992 წლიდან, მივდივართ ბარაბას გზით. ვერა და ვერ მოვიდა ხელისუფლებაში ეროვნულ სახელმწიფოებრივი განწყობის პოლიტიკური ძალა
-
ძალა უნდა არა ასეთი განცხადებების გაკეთებას, არამედ ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რომლებიც დაამარცხებს დღეს ქვეყანაში გამეფებულ ყალბ ეროვნულ პათოსს, დემოკრატიის თამაშს, სოციალურ დემაგოგიას და ელიტარულ კორუფციას . ეს არის დავით აღმაშენებლის გზა, რომელიც შეგვაძლებინებს, რომ კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად.
მე პრემიერის ამ აბსურდულ განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებდი, რომ არ წამეკითხა სოციალური ქსელების სხვადასხვა გვერდებზე ლიტერატურული გამოთქმა რომ გამოვიყენო, არა ერთი და ორი პიროვნების “ხბოს აღტაცება” პრემიერის ამ განცხადების გამო.
სულ რამდენიმე ხნის წინ, “მეცნიერთა კონგრესმა” დასკვნის სახით გამოაქვეყნა, რომ ფულით მოპოვებული ავტორიტეტი ყალბია, მაცდურია, ხალხის სატყუარაა. ანგრევს ქვეყანას, რომ მხოლოდ ინტელექტით მოპოვებული ავტორიტეტი აშენებს ქვეყანას, მის მომავალს.”
ჩვენ მაშინ მივმართეთ ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას” , ნაციონალურ მოძრაობას” და მათ დანაყოფებს, ასევე თანამემამულეებს, გვეთქვა დღეს, თუ წინა ხელისუფლებებში:
- რომელ მაღალი რანგის ხელისუფალს აქვს მოპოვებული ავტორიტეტი და ფული ინტელექტით?
- რომელი ცხოვრობდა და ცხოვრობს ხალხის განწყობით, ცხოვრობს ისე, როგორც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა;
- რომელი მაღალი რანგის ხელისუფალი დადიოდა ან დადის მეტროთი, ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით?
- ქვეყანაში თუ გვყავს ერთი მდიდარი (მილიონერი), მწერალი, მხატვარი, მეცნიერი, მუსიკოსი, თეატრალი, ექიმი, პედაგოგი.
მტრისას, ისეთი კომენტარები გაკეთდა.
სწორედ ამიტომ, ძალაში ვტოვებ ყველ შეკითხვას და როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე მისი ამ გამონათქვამით აღტაცებულებს მივმართავ შებრუნებული კითხვით.
.დავასახელოთ მინისტრები, დეპუტატები, გუბერნატორები,მერები, გამგებლები,საკრებულოთა თავმჯდომარეები,რომლებიც ცხოვრობენ ისე,როგორც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და ვინც მდიდარია ,ეს სიმდიდრე კანონიერი გზით მოიპოვა…
მე ამ თხოვნით მივმართე 15 ცნობილ ადამიანს…ჯერ-ჯერობით ვერც ერთი ვერ გასცდა 5-ს და ყველა არც მას თვლის პატიოსნად და არგუმენტად ბევრ რამესთან ერთად მოაქვს ლამის 100 000 დოლარიანი საათი…ეს, რაც დავწერე, კატასტროფაა. მინდა რომ ვცდებოდე, მაგრამ ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, მივმართავ ყველა პირველ პირს, როგორც ამ, ასევე წინა ხელისუფლებებში, რომლებიც დღეს არიან, ან იყვნენ “ქართული ოცნების”, “ნაციონალური მოძრაობის” “მოქალაქეთა კავშირის”, აღორძინების” მართველობის პერიოდებში. გამოაქვეყნონ ისეთივე ხელწერილი,,როგორიც 1997-ში გამოვაქვეყნე და დღემდე ძალაშია…
ასეთივე ხელწერილის გამოქვეყნებით მე მაშინ მივმართე “მოქკავშირის” ხელისუფლებას. კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა მიხეილ სააკაშვილი – კაცი, რომელიც თითქოს კორუფციას ერძოდა. მან ასეთი პასუხი მომცა: “სახელმწიფო ჩამოგვეშლებაო… ასეთი თუ ორი-სამი კაცი იქნება დღევანდელ ხელისუფლებაში და ასეთი ხელწერილის გამოქვეყნებაზე მეც და, დარწმუნებული ვარ, ყველა ხელმძღვანელი ვიტვით უარსო”
დღეს უარესი მდგომარეობაა. ვწუხვარ, როგორც წინა პერიოდებში, დღესაც ხელისუფალთა ასეთი განცხადებები პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებაა და არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს, საქართველოში მართვის სისტემაა კორუმპირებული. ეს შეფასება პირველად 1997 წლის 13 ივნისს განვაცხადე პარლამენტის ტრიბუნიდან. ლამის ჩამქოლეს… ჩანაწერი პარლამენტში აქვთ. ნახონ.
რეალურად, დღეს საქართველო არის ფულისუფლების ქვეყანა. მისი მომავალი კი ნიჭის ძალაუფლების სისტემასთანაა დაკავშირებული. ეს უკანასკნელი უარყოფილია “ქართული ოცნების” მიერ, ისევე როგორც უარყოფილი იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ. მივიღეთ არა დემოკრატია, არამედ 21-ე საუკუნის ფეოდალიზმი. საქართველოს ხელისუფლება დღეს – ეს არის მდიდარი მონების ერთობა. არის გამოსავალი? – არის. ის ეროვნული თანხმობის პარლამენტის” შექმნის იდეა, რომელიც “მეცნიერთა კონგრესის ” მიერ ჩამოყალიბებულ პროგრამულ დოკუმენტშია და რომელსაც სრულ იგნორირებას უკეთებენ ხელისუფალნი და პოლიტიკური ძალები.
მე მივმართავ ქვეყნის ფაქტიურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, მისი გუნდის ყველა წევრს, უპირველესად, ირაკლი კობახიძეს, მიხეილ ყაველაშვილს, შალვა პაპუაშვილს: შევწყვიტოთ პოლიტიკური ნიშნით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; რადგან ქვეყანაში 30 წელზე მეტია, მართვის სისტემაა კორუმპირებული და ვებრძოლოთ არა კორუმპირებულებს, არამედ სისტემას, რომელიც კორუმპირებულთა ტირაჟირებას აკეთებს და დაღუპა და ღუპავს ქვეყნისთვის საჭირო უამრავ ადამიანს. დიაც, ბატონებო, ვებრძოლოთ მიზეზებს და არა შედეგებს. გამოვაცხადოთ კორუფცია და ნეპოტიზმი სახელმწიფო ღალატად და მივმართოთ მეცნიერებს ჩვენ ქვეყანაში შექმნილი რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მსოფლიო გამოცდილებიდან გამმომდინარე, შეადგინონ რეალური პროგრამა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ბუნებრივი განვითარების გზას, რომ ქვეყანაში იყოს არა ფულის უფლება, არამედ ნიჭის ძალაუფლება; რომ “ქვეყანას მართავდეს სული და არა ფული” (გ.ქ)
კარგად გაიაზრეთ, ბატონებო, ილია ჭავჭავაძის შეგონება, გელათში წარმოთქმული “ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად”. დიახ, დაპირისპირება არის ქვეყნის მტრობა. ამ გზით იარა ნაცმოძრაობამ, ამ გზით მიდის “ქართული ოცნება”. ეს დამღუპველი გზაა. ეს ბარაბას გზაა… ერის მამის, ილია ჭავჭავაძის ნათქვამშია ქრისტეს გზა… დავით აღმაშენებლის გზა. ამ გზით სიარული ძლიერებს შეუძლიათ. ამ გზის გაცხადების დიდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ტრიბუნად უნდა იქცეს”ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი” , რომლისთვის მზადების განცხადება ახლავე უნდა გაკეთდეს და მომდევნო წლის 26 მაისს თუ არა, 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას მაინც, უნდა შედგეს და მას უნდა მოჰყვეს მეცნიერთა მიერ შემუშავებული პროგრამით “ეროვნული თანხმობის პარლამენტის” შექმნა.
ასეთია “მეცნიერთა კონგრესის” პოზიცია და არა ხალხისთვის გადაგდებულ სატყუარაში, ვითომ კორუფციას ებრძვით.მწამს და მჯერა, თქვენი ეს ბრძოლა დაპირისპირებას და კრიზისაც აღრმავებს. ძალა უნდა არა ასეთი განცხადებების გაკეთებას, არამედ ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რომლებიც დაამარცხებს დღეს ქვეყანაში გამეფებულ ყალბ ეროვნულ პათოსს, დემოკრატიის თამაშს, სოციალურ დემაგოგიას და ელიტარულ კორუფციას . ეს არის დავით აღმაშენებლის გზა, რომელიც შეგვაძლებინებს, რომ კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად. სწორედ “მეცნიერთა კონგრესის” მიერ შემოთავაზებული პროგრამა , ეს არის გზა, რომელიც კრიზისს აქცევს შესაძლებლობად.
გადავდგათ ეს ნაბიჯი და მომავალი ამას დააფასებს!
თეიმურაზ შაშიაშვილი
17 ივლისი, 2025 წელი
ხელწერილი
მე, თეიმურაზ შაშიაშვილი, მცხოვრები ქ. ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩის მე-5 შესახვევი # 1, როგორც საჯარო სამსახურში მყოფი თანამდებობის პირი, ვიძლევი ამ ხელწერილს მასზედ, რომ:
1. მე, ჩემი მეუღლე, შვილები და დედა, `მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის არც ერთ სამეწარმეო სუბიექტში არ ვფლობთ საწესდებო კაპიტალის წილს ან აქციას და არც ერთი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ არ გაგვაჩნია ფინანსური თუ სხვა სახის პირადი ინტერესები.
2.თუ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის განმავლობაში ჩემი ან ამ ხელწერილის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა წრიდან, რომელიმე პიროვნება შევიძენთ საცხოვრებელ სახლს, მანქანას, ან გავხდებით `მეწარმეთა შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილის ან აქციის მფლობელი, ვაცხადებ, რომ ჩემს მიერ ოფიციალურად იქნება ინფორმირებული საზოგადოება, შეძენამდე ერთი თვით ადრე, საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით.
3.საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაქსიმალურად დავეხმარები თითოეულ დაინტერესებულ პირს, მოიპოვოს ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამ ხელწერილით განსაზღვრული პირობების ნამდვილობის შემოწმებისათვის თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება ეჭვი ამა თუ იმ სამეწარმეო სუბიექტში ჩემი ან ზემოხსენებულ პირთა წრის არაოფიციალური წილისა თუ აქციის მფლობელობის თაობაზე
4.პიროვნება, რომელიც წარმოადგენს ამ ხელწერილის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული პირობების უარმყოფელ და გამაბათილებელ, სამართლებრივად დადასტურებულ დოკუმენტს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 755-ე მუხლის შესაბამისად, საჯაროდ ვაცხადებ, რომ ჯილდოს სახით ვჩუქნი მას აღნიშნულ საწესდებო კაპიტალის წილს, აქციას და ამ ხელწერილის მეორე პუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევით შეძენილ სამეწარმეო სუბიექტის წილს, აქციას, სახლს და მანქანას.
5.თუ სახელმწიფო სამსახურში ჩემი მოსვლის შემდგომ ამ ხელწერილის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა წრიდან რომელიმეს აქვს შეძენილი საცხოვრებელი სახლი, მანქანა, ან არის ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სახელმწიფო სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილის ან აქციის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 755-ე მუხლის შესაბამისად, საჯაროდ ვაცხადებ, რომ ჯილდოს სახით ვჩუქნი მის აღმომჩენ ნებისმიერ პიროვნებას ზემოთ აღნიშნულ ნივთს.
6.ხელწერილი ძალაშია როგორც ჩემი სახელმწიფო სამსახურში ყოფნის განმავლობაში, ისე სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ
7.ხელწერილი ჩემს მიერ არის შედგენილი, სწორია და ხელს ვაწერ. თეიმურაზ შაშიაშვილი 1999 წელი
P.S. გამოქვეყნდა პრესაში; ჩაბარდა დეკლარაციების ბიუროს მივმართავ ყველას _ ქვეყნის პრეზიდენტით, დეპუტატებით დაწყებული, მერიის და გამგებლის რიგითი მუშაკით, პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს, მაკონროლებელი ორგანოების თანამშრომლებით დამთავრებული – გამოაქვეყნონ ანალოგიური ხელწერილი…
დრო დაადასტურებს ჩემი გადაწყვეტილების სისწორეს და მნიშვნელობას!
იხ.. სრულად დოკუმენტი თემურ შაშიაშვილის ქონებრივი დეკლარაცია