(კვირის ქრონიკა)თემურ შაშიაშვილი: “ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის პირველ ნომრად იქნება ვანო მერაბიშვილი!!”

548867_369754906426565_1797244933_nქრონიკას ესაუბრება „თეთრი მოძრაობის“ (თეთრები) ლიდერი – თეიმურაზ შაშიაშვილი.

– ბატონო თემურ, „ქრონიკის“ წინამდებარე ნომერი 21 მაისს, ანუ ზუსტად იმ დღეს გამოდისა, როცა ერთი წელი სრულდება შარშანდელი მაისის აქციების დაწყებიდან. მოგეხსენებათ, მაისის მოვლენები საშინელი ტრაგედიით დასრულდა და ხელისუფლებამ 26 მაისს რუსთაველზე ხალხი დახოცა… დღევანდელი გადასახედიდან როგორ აფასებთ ამ ყველაფერს?

– რაც დრო გადის, „სახალხო კრება“ რჩება ერთიანობის სიმბოლოდ, 26 მაისმა მართალია, ხელისუფლება ვერ შეცვალა, მაგრამ საქართველო შეცვალა და ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკაში შემოვიდა, ესეც 26 მაისის დამსახურებაა! 26 მაისმა მიხეილ სააკაშვილს გაუთხარა პოლიტიკური სამარე და სამწუხარო ის არის, რომ ამ სამარეში რეჟიმის ჩასვენება გახანგრძლივდა. მე ქედს ვიხრი 26 მაისს დაღუპული მამულიშვილების წინაშე და ღრმად მწამს, რომ მათი სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის. საშინელი რეალობის რეალობის წინაშე დგას ქვეყანა, – მილიონ ნახევარი კაცია საქართველოდან გასული და ნახევარი მილიონია შემოსული, ძირითადად სულ უცხო თესლი. ირანელების შემოსევაა საქარველოში!.. წადით და ნახეთ რა ხდება საჯარო რეესტრის სამსახურებში, – თუ ადრე საკუთრების მფლობელთა 90-95% ქართველები იყვნენ, ახლა სულ უცხოელენი დგანან რიგში. სააკშვილმა ყურები გამოგვიჭედა, 3 მილიონი ტურისტი შემოვიდა სტამბოლის, ხან კიევის, ხან მინსკის მიმართულებით და სურათი ყოველთვის ერთია

– აქედან მივფრინავთ სულ ქართველები და იქიდანაც სულ ქართველები მოვფრინავთ საქართველოსკენ!.. აბა სად არის ეს ყბადაღებული 3 მილიონი ტურისტი?

უცხოეთში უკვე დიდი ხანია რაც დაგვცინიან… გერმანელმა კომენტატორმა რომ დასცინა სააკაშვილს, როცა მიშა წყალდიდობისა და თბილისში დატრიალებული ტრაგედიის მეორე დღეს საქართველო-ჰოლანდიის მატჩს ესწრებოდა სტადიონზე, ეს გახმაურებული ამბავია, მაგრამ ახლა უცხოური გაზეთები მიჭირავს ხელში და მთელი ერი მასხრად ვართ აგდებული!

– რა ხდება კიდევ რა ჩაიდინა ამ შეჩვენებულმა?

რა ჩაიდინა კი არა, ახლა კიევში და აგერ მიდევს წინ გაზეთები… ე.ი. შვეიცარიის მთებში სააკაშვილს თურმე უპოვია ცხენი, რომელსაც ქვია „პუნჩო“ და ეს ცხენი გერმანელებისაგან უყიდია 7 მილიონ დოლარად… ახლა სააკშვილი ატეხს ერთ ამბავს – ასეთი და ასეთი ცხენი ვიყიდე, ზოოპარკს გადავეცი და ტურისტები ჩამოვლენო! აი, ასეთ დონეზეა უკვე კაცი დასული… არადა იმ ტურისტულ ქვეყნებში – ეგვიპტეში, ესპანეთში, იტალიასა და საბერძნეთში, სადაც საშინელი კრიზისი მძვინვარებს, მოაზროვნე ადამიანები უკვე მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ტურიზმზე ორიენტაციამ დაღუპა ეს ქვეყნები. ამ დღეებში მქონდა საშუალება, ორი ძალიან სერიოზული ლექცია მომესმინა ეკონომიკაში და ყველა იმ აზრზეა, რომ ტურიზმზე უფრო საშიში, გამხრწნელი და გამაუბედურებელი ტრადიციული ერებისა და სახელმწიფოებრიობისათვის არაფერია!.. უცხოელმა დოქტორმა იცით, რა მითხრა? საქართველო ბოლო ადგილზეა სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო ასიგნების მოცულობის მიხედვით, თქვენი მაჩვენებლით 0,82 პროცენტი შეადგენს და ეს ციფრი შეცდომით ხომ არ წერია მონაცემებშიო? საქართველოში ბანკები კრედიტებს გასცემენ მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემოსატანადო, საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ხელისუფალთა სახლები შენდებაო!.. აი, ტრაგიკული კითხვები და დასკვნები, ბატონო დიტო! ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება ვანო მერაბიშვილი!

– ეს უკვე ძალიან საინტერესოა!.. სად აპირებს დიადი ვანო კენჭისყრას?

– როგორც ჩემთვის ცნობილია ეს იქნება ქალაქი გორი!.. საფეხბურთო გუნდით დაწყებული, ვანო მერაბიშვილმა გორჩი ყველაფერი ხელში ჩაიგდო… კაცი, რომ 21 საუკუნეში იმას იტყვის – ჩემი წინაპრები არ ყოფილან მართლმადიდებლები, კათოლიკები იყვნენ, ხოლო მე არცერთი რელიგიის მიმდევარი არ ვარო! – იმას რა უნდა ან შინაგან საქმეთა მინისტრად, ანდა თანამდებობაზე საერთოდ? კაცი, რომელიც ეკლესიის დანგრევის დროს მთავარი ფიგურა იყო, კაცი, რომელიც თავის ოჯახიანად სისხლთან და მკვლელობასთანარის დაკავშირებული, უნდათ რომ გააღმერთონ თუ გაღმერთებული არ ჰყავთ!..

– ბატონო თემურ, „ნაცების“ საარჩევნო სიის სხვა წევრების შესახებ რა იცით?

– თუ ხალხი ფეხზე არ დადგა, ჩემი ინფორმაციით, მინიმუმ თხუთმეტი კაცი მაინც, ვინც ხალხის დარბევების დროს ამ სადამსჯელო და სისხლიან ოპერაციებს უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ, პარლამენტში აღმოჩნდება…

– კი, გია უდესიანი – ბოლნისის „მხედიონის“ ყოფილი უფროსი და ცნობილი კრიმინალი, რომელსაც ზომდერბრიგადა ჰყავს, მესტიაში იყრის კენჭს თურმე!..

– უდესიანი კი არა, ბასიშვილები და მთელი მათი ბანდა სუყველა პარლამენტში შეჰყავთ!.. გორში ვიყავი ამასწინათ, მერე ქუჩაში გავედი, ხალხს შევხვდი და ხალხმა მითხრა, – პოლიციის შენობის უკან სამაჩაბლოდან დევნილებისათვის კარგი ბინები რომა რის განლაგებული, მანდ უდესიანის ბანდაა დაბანაკებულიო! სამაჩაბლო დატოვეს, ხმა არ ამოუღიათ და აქ გორელებს დააჯდნენ თავზე… ჟურნალისტს, რომელიც 14 მაისს გორში სტუმრობის დროს თან გვახლდა და ჩვენთან ერთად იჯდა მანქანაში, დედა გაუნთავისუფლეს სამსახურიდამ მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი მრეცხავად მუშაობს(!!!) ეს არის დემოკრატია და თავისუფალი საზოგადოება, საქართველოში აკრედიტებულო ბატონო ელჩებო? გორში „არტ-კაფეში“ შევედით და რომ გამოვედით, პოლიციის ორი მანქანა უკვე კარებთან გვიცდიდა და გვყარაულობდა. ვის უნდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება? ოცდაათ კაცს გადააჭარბა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებსაც ჩვენი მონაცემებით უნდოდათ „თეთრ მოძრაობაში“ შემოსვლა, მაგრამ დღეს ზოგი მათგანი კონტროლის პალატაში მუშაობს, ხოლო ზოგი – პოლიციის უფროსად დანიშნეს! აი, ასე ყიდულობენხალხს და ამას ვინმე ეძახის დემოკრატიას?

– წეღან პრივატულ საუბარში მითხარით, რომ 5 ივნისს სააკაშვილი დიდ პრეზენტაციას აწყობსო და რას ზეიმობს?

– ბატონო დიტო, მე შემთხვევით არ მითქვამს, მთელი ქვეყანა დაგვცინის -მეთქი! სააკაშვილი უცხოურ პრესაში მხოლოდ ორჯერ არის მოხსენებული ამ ბოლო დროს, – ერთხელ იმ კონტექსტში,როცა მას ფეხბურთის გერმანელმა კომენტატორმა დასცინა და მეორეჯერ მაშინ, როცა მიშამ 7 მილიონ დოლარად იყიდა ცხენი (!!!) ღმერთმა ქნას ის, რასაც ეხლა მე გაზეთებში ვკითხულობ, მართალი არ აღმოჩნდეს, მაგრამ ცხენი,სახელად „პუნჩო“ მოჰყავთ გემით, რომელსაც ქვია „ანტონელა“ და გემი 5 ივნისს უნდა შემოვიდეს ფოთის პორტში. თბილისის ზოოპარკში თურმე „პუნჩოსთვის“ მზადდება სპეციალური თავლა. ცხენი მოყავთ უახლესი ევროპული ტექნიკით აღჭურვილი…

– რაო,რაო?

– დიახ, როგორც აქ წერენ, ცხენ „პინჩოს“ თურმნე გემზე დაუმონტაჟებენ შვეიცარიული კლიმატის იმიტატორს… მერე წერენ, რომ საქართველოში სააკაშვილს უნდა ცხენის ჩამოყვანა აქციოს დიდ ნაციონალურ ზეიმად და ასეთი სამი ცხენი არსებობს მსოფლიოში, – ერთია ავსტრალიის ნაციონალურ პარკში, მეორე – ბილ გეიტსის საკუთრებაა, ხოლო მესამე – სააკაშვილის იქნებაო!.. 5 ივნისს მთელი ეს ცერემონიალი ლექსენის სიმღერით დასრულდებაო! – ბატონო თემურ, ეს ცხენი მერე მიშამ პარლამენტში უნდა დასვას დეპუტატად ზუსტად ისე, როგორც გარყვნილმა და სისხლისმსმელმა კალიგულამ გამოაცხადა თავისი ცხენი სენატორად, თუ რა ხდება, ამას რას მოვესწარით და ვის ხელში ვართ ჩავარდნილი, ბოლოს და ბოლოს? – ბატონო დიტო, ქვეყანაში არის უკიდურესად ტრაგიკომიკული სიტუაცია და დაღუპულები ვართ ყველანი!..

– საარჩევნოდ ეგ, ალბათ იყიდის „მატორიან“ ჯორს და „დაგაზავს“ ევრევნისკენ!… მართლაცდა, ვაი, ჩვენს პატრონს!..

– (იცინის) მე არ ვიცი, რას იყიდის, მაგრამ თავი კი გვაქვს მოჭრილი…

– ბატონო თემურ, ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდნენ პედერასტები და ლესბოსელები, რომლებსაც „გეიპარადის“ ჩატარება უნდათ… ესენიც სააკაშვილის ზონდერჯგუფების წევრები არიან ოღონდ სხვა ფუნქციით და დავალებით?

– ზონდერჯგუფები კი არა, სააკაშვილის ხელისუფლება ამ ჯგუფებზე დგას! ნარკომანებს ვებრძვითო და ამ დროს „გეიაღლუმებს“ ატარებენ!.. ესენი ნარკომანებზეუარესები არიან… რასაც ბიბლია ებრძვის და გმობს, იმის ზეიმია საქართველოში და ამ ყველაფრის უკან ძალიან დიდი ფული დგას. კაცი ლაპარაკობს, ახალი ქართველი უნდა შევქმნაო! კაცი ლაპარაკობს, ქუთაისი წარსულის ქალაქი იყოო!.. ქუთაისის მსგავსი წარსული ძალიან ცოტა ქალაქს გააჩნია მსოფლიოში და თურმე ამას ქუთაისის წარსული არ მოსწონს!.. თურმე დავით აღმაშენებლის ძეგლის დგილზე შადრევანი რომ გაკეთდება,ეს იქნება მომავლის ქალაქი… კაცი არ არის ჭკუაზე, ბატონო დიტო და კაცი გასულია აზროვნების ზონიდან! მე ახლა გულისტკივილით გეტყვით , რომ ეს ქუთაისში ეთქვა ვინმეს, მაშინ გეტყოდნენ, – ბარათაშვილი ქუჩაზე ხარ წასაყვანიო!… ქუთაისში სწორედ ბარათაშვილის ქუჩაზე იყო სპეციალური დაწესებულება ფსიქიურად შეურაცხადი ადამიანებისთვის მაშინ, ორცა ასეთი კაცი პრეზიდენტად გვიზის და კაცი პატრონი არ არის!.. ჩვენგვაქვს ძალიან მოკლე პერიოდი გიორგობიდან გიორგობამდე, ანუ 6 მაისიდან 23 ნოემბრამდე. თუ საქარველოსგან დარჩება კორპორაცია და არავითარი ქართული და ეროვნული სახელმწიფო აქ არასოდეს არ შეიქმნება!

– „წარმომადგენლობითი სახალხო კრება“ 26 მაისს რას აპირებს“

– უპირველეს ყოვლისა 21 მაისს, 14 საათზე ჩვენ „შერატონ მეტეხი პალასში“ გვექნება შეხვედრა-კონფერენცია და საბჭოს გადაწყვეტილებით პერსონალურად არავის არ მოვიწვევთ. ქვეყნისთვის იქნება დიდი ბედნიერება, თუ ამ შეხვედრაზე ყველა მოვა მიუხედავად იმისა, თუ ვინ როგორ არის კრებისადმი განწყობილი. ამის შემდეგ 23 მაისს, ბათუმში მიდის კრების აღმასრულებელი საბჭო, იქ, სადაც პირველი დარბევა მოხდა აღმასრულებელი საბჭო, იქ, სადაც პირველი დარბევა მოხდა მიტინგისა და ყველა აჭარელი ქართველი დამეთანხმება, რომ მაშინ ბათუმში, ერას მოედანზე, იმდენი ხალხი იყო შეკრებილი, რამდენიც არც სააკაშვილს და არც ასლან აბაშიძეს არ დასიზმრებიათ. რაც შეეხება სამების ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი აღავლენს პარაკლისს 26 მაისს დახოცილთა სულების მოსახსენებლად.

– ბატონo თემურ, დიდი შანსია, რომ 21 მაისს „შერატონში’ თქვენს მიერ მოწყობილ შეხვედრა -კონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილი არ მოვიდეს… – არა, მე საკითხს ასე არ ვსვამ…

– მაპატიეთ, მე ვსვამ“ ასე საკითხს! დიახ, ივანიშვილი, ალბათ., თქვენთან არ მოვა, მაგრამ თქვენ თუ მიხვალთ 27 მაისს ივანიშვილის მიერ დაგეგმილ აქციაზე?

– 21 მაისს ჩვენ შევაფასებთ იმას, რაც 26 მაისს მოხდა… გაქვთ სხვა აზრი? მოდით და თქვით! .. ყველა პოლიტიკოსი, ვინც ფიქრობს ქვეყანაზე და არა – სკამზე, იქ მოვა! რაც შეეხება 27 მაისს, დაგეგმილ აქციას, კრების განწყობა არის დიდსულოვანი – თუ ეს არ არის საარჩევნო შეკრებამ ჩვენ მივალთ. დღეს არ არის ქიშპობის დრო და ვინც ბატონ ბიძინას ამას ჩასჩიჩინებს ყურში, ის სააკაშვილის საქმეს აკეთებს!… ზოგიერთებს ეშინით, რომ არ დაკარგონ ბიძინა ივანიშვილი… ის, ვინც ბატონ ბიძინას ეუბნება რომ არავის არ შეხვდეთ, ის არის ივანიშვილის მტერი!..

– ბატონი თემურ, არის ეგეთი საუბრები ივანიშვილის გარემოცვაში?

– გაიხსენეთ ბატონი ბიძინას გამონათქვამი კრებისა და ქალბატონი ნინო ბურჯანაძისადმი, – „აუცილებლად შევხვდები, აუცილებლად შევხვდები“ და ა.შ. იმის შემდეგ მძიმდება სიტუაცია… ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო ნათელი და სუფთა პოლიტიკური მოვლენა, როცა სულ თავიდან შემოდგა ფეხი პოლიტიკაში და პირველი განცხადება გააკეთა. მას მაშინ ქართულ მიწაში ჰქონდა გადგმული ფეხი პოლიტიკაში და პირველი განცხადება გააკეთა, მას მაშინ ქართულ მიწაში ჰქონდა ფესვები, მაგრამ თუ მიხვდება, დღეს ივანიშვილს ამ ქართულ მიწას აცლიან მისი თანაგუნდელები…

-ბატონო თემურ, გახსენით ბოლომდე კარტები, თქვენ ივანიშვილის გარემოცვაში ვიღაცაზე ხართ ძალიან ნაწყენი!…

– „სახალხო კრება“ არის სიკეთე, ბიძინა ივანიშვილთანაც არის სიკეთე და როგორ შეიძლება ამ სიკეთეების გათითოკაცება? ვინ არის ის ხალხი, ვინც ამ სიკეთეს გასაქანს არ აძლევს და ანაწევრებს? მე, მაგალითად, ეჭვი არ მეპარება, რომ ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს, მამამისის – ბატონი გურამ ფანჯიკიძის უმცროსი მეგობარი, ბატონი გურამი ჩემს მიმართ ძალიან დიდი პატივისცემითა და კეთილშობილებით იყო განწყობილი და მე, როგორ შემიძლია მის ქალიშვილს ცუდი ენით ველაპარაკო? საოცრად დიდ პატივს ვცემ მის… – მართლაც ქალბატონი დალი კოკაია ბრწყინვალე გერმანისტი და მთარგმნელია… სხვათა შორის მე გამომცადა გერმანულში. – გული მწყდებოდა ეს ქალბატონი სააკაშვილის დიდი მხარდამჭერი რომ იყო და როცა გამდმოვიდა აქეთ, ჩვენმი მტერი გახდა! ჟურნალისტი მეკითხება, რას იზამთ აქციაზე „სახალხო კრება“ რომ მოვიდესო და ქალბატონი მაია ფანჯიკიძე პასუხობს: „სტუმარი ვის გაუგდია, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისაო!..“ მტრის გარდა აბა, აეს ვინ ილაპარაკებს? გაოგნებული ვარ! თუმცა კრებაში განწყობა ასეთია, – მოთმინება, მოთმინება და მხოლოდ მოთმინება!…

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *