დაგვრჩა ერთი დღე , კრიზისი ვაქციოთ გამარჯვების შესაძლებლობად !

ეროვნული არის ის ძალა,ის პოლიტიკოსი:

● რომელიც არ შედის დაპირისპირებაში და მაინც თუ მოხდა,მართალიც რომ იყოს, გადის დაპირისპირებიდან

● რომელიც მოწინააღმდეგეს მტრად არ აღიქვამს,მით უფრო , მასში არ ხედავს ქვეყნის მტერს

● რომელიც ყველგან და ყველაფერში, მოწინააღმდეგეშიც კი ეძებს კარგს და პოზიტიურს, საქვეყნოს და შესწევს ძალა ყველაფერი ეს ხნამაღლა თქვას რაც მთავარია

● რომელსაც გაცნობიერებული აქვს ჩვენი ისტორიული გამოცდილება:ქვეყანა იყო კრიზისში მაშინ,როცა დაპირისპირება იყო
ქვეყნის შიგნით და კრიზისიდან მხოლოდ მაშინ გამოდიოდა,როცა დაპირისპირებული მხარეები პოულობდნენ საერთო ენას და
იღებდნენ საქვეყნო გადაწყვეტილებას,ან გადიოდნენ ასპარეზიდან.ვფიქრობ ეს არის საზომი და არა ის, ვინ ვის მოერევა…
მწანს და მჯერა, მინდა ვცდებოდე- ხვალ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს,საქართველო მარცხდება…ვმარცხდებით ყველა… არჩევნებიც დამარცხებაა და ეროვნულ ყრილობად გაცხადებული შეკრებაც რუსთაველის პროსპექტზე!..რეალურად ეს არის 35 წლიანი ქუჩის პოლიტიკის შედეგი, მისი გაგრძელება-ბრძოლა სკამისთვის ქვეყნის ნგრევით,ხალხის გაღატაკებით!
დაპირისპირებულ მხარეებს ერთი დღე დარჩათ დიდსულოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის!

როგორ ამოისუნთქავს ქვეყანა,როგორი გამარჯვებული დარჩება ყველა,როგორი სიყვარული გამეფდება ქვეყანაში…
უფალი გაძლევთ შანსს იყოთ ეროვნულები და მიიღოთ ისტორიული გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ყველაზე საბედისწერო დროსა და მომენტში.

დღეს გამოჩნდება,ვონ ვინ არის და ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში! დღეს ვიზომებით ყველანი,უპირველესად ბიძინა
ივანიშვილი. თუ მასში არის მომენტის შესაბამისი სიტყვის თქმის ძალა,რეალურია დასრულდეს ქვეყანაში ოპოზიციის ულტრალიბერალიზმიც და ხელისუფლების ურაპატრიოტიზმიც!

ამაღლდით პირად წყენაზე,სიმპატია -ანტიპატიაზე, ბატონო ბიძინა,მოძებნეთ ძალა პარტიული კი არა, ზოგადქართული
სიტყვისთვის და ეს კრიზისიც იქცევა გამარჯვების შესაძლებლობად!

ეს დღეს ჰაერივით სჭირდება ხალხს და ქვეყანას ,ჩვენ სამშობლოს. კი არ უნდა წაგახალისოთ,არამედ უნდა დაგაფიქროთ, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმონადგენელთა გამოსსვლების კომენტარებმა,რომლებშიც სიძულვილია, რევანშიზმია,შურუსძიებაა, სისხლის სუნია!დაფიქრდით,უამრავში ბოლშევიზმია გაღვიძებული ! გამოფხიზლდით ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც! ინტელიგენციამ ნუ მიატოვეთ ხალხი,ნუ ვიქეცით მხარეებად! ჯერ კიდე არის დრო,ეს ანტიქართულად დაგეგმილი დღე, სიკეთით გამარჯვების დიდ ქართულ დღედ ვაქციოთ!

ჩცენი სამშობლოს მომავალი და სულიერი მისია ეროვნულ თანხმობაშია და არა დაპირისპირებაში!
დღეს ძალა უნდა არა მხარედ ქცევას, არა ერთის,ან ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ სამშობლოსათვის გულწრფელ ქართულ დგომას!

გადავდგათ ეს ნაბიჯი!დრო ამას ითხოვს,მომავალი ამას დააფასებს! ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის !

თეიმურაზ შაშიაშვილი
3. ოქტომბერი, 2025 წელი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *