ვიცი,კარგად ვხედავ,რომ დღეს ჩემს ამ პოზიციას ერთეულების მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მწამს და მჯერა,მომავალი მე გამამართლებს!

ვიცი,კარგად ვხედავ,რომ დღეს ჩემს ამ პოზიციას ერთეულების მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მწამს და მჯერა,მომავალი მე გამამართლებს!
დღეს მირჩევნია,რამდენიმე პროგრესული კაცი მიჭერდეს მხარს,ვიდრე ათასები ბრმად მიკრავდნენ ტაშს!
პირდაპირ ვამბობ:
● ის,რაც დღეს ქუჩაში ხდება,არ არის ქართული -ეს რევანშიზმია ქვეყნის გარედან ნართული და არა რევოლუცია !
● 4 ოქტომბერი შეიძლება იმავე დღესვე გახდეს საბედისწერო,მომავალში კი უდაოდ იქცევა ასეთად !
● მეტი ალბათობით,4 ოქტ-რი ამ უნიათო , კორუფციულ ხელისუფლების ინტერესებშია, სულ მცირე დროებით მაინც
გაუხანგრძლივებს ძალაუფლებას და დასაბანს მისცემს ქაოსსა და რეპრესიებს!
● როგორც ყველა წინა ე.წ.რევოლუცია იყო დასავლურით შეფუთული რუსული, ეს არის გამოკვეთილად რუსული და, დიდი
ალბათობით, შეუძლება დამთავრდეს რუსეთის შემოსვლით საქართველოში !
● ყველა ზემოაღნიშნულს ადასტურებს ის, რომ პარტიებმა არ გაიზიარეს “ეროვნული თანხმობის ხელისუფლების ” შექმნის
კონცეფცია,რომელიც მშვიდობიანად გაცილებით ადრე დაასრულებდა ამ უტიფარ ხელისუფლებას ,ძალაუფლებას
აიღებნენ ხალხი ,მის მიერ არჩეული ეროვნულ-სახელმწიფიებრივი ძალები..
დასკვნის სახით:
არც ქუჩა,არც დაპირისპირება,არც რევანში,არც რევოლუცია არ არის და არც არასდროს იქნება ჩვენი სამშობლოს მომავალი… მომავალი მხოლოდ ეროვნულ თანხმობაშია,როცა პარტიების დიქტატს, გარედან მართულ ძალებს ცვლის მთავარი-ხალხის და სახალხო ავტორიტეტების ერთობა მეცნიერული პროგრამებით !
ვიცი ბევრს გააღიზიანებს ჩემი ეს პოზიცია,რადგან ასეთების სტიქია ქუჩაა!
დავწყნარდეთ და ჯარგად გავიაზროთ, რა არის დღეს მთავარი:
ამ ანტიქართული,კორუფციული,უნიათო ხელისუფლების შეცვლა უარესით,თუ მშვიდობიანი გზით,ხაზს ვუსვამ, გარანტირებულად, ეროვნულ სახელმწიფოებრივი განწყობის ხელისუფლების მოყვანა პროგრამით,რომ დასრულდეს ამ ქვეყაბაში უცხო ძალებისა და ქურდული მენტალიტეტის ძალების მიერ მოყვანილი ხელისუფლებები და,რაც მთავარია
მივიღოთ “მეცნიერთა კონგრესის”მიერ შექმნილი “ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა”,რომელიც გამორიცხავს ქვეყნის სათავეში -ფულისა და ძალაუფლების მოყვარული ხელისუფლების მისვლას!
დიახ,თანამემამულენო, გვინდა არ გვინდა, ამის გარეშე, მდგონარეობის სწორად. გააზრების გარეშე, მეცნიერულ მიდგომებზე
შედგენილი სისტემური ცვლილებების. გარეშე,ქვეყანას მომავალი არ აქვს.
დღეს,როგორც არასდროს გვჭირდება არა ემოციით,არა სიძულვილით , შურისძიებით,არანედ გონებით,სიბრძნით,სიყვარულით
გადაწყვეტილების მიღება !
სჯობს ეს გავაკეთით შეგნებით დღეს, ვიდრე იძულებით ხვალ !
გთხოვთ,ნახოთ ეს მძაფრი ორი დისკუსია,სადაც თადარიგის პოლკოვნიკი,გიორგი თავდგირიძე მხარს უჭერს 4 ოქტომბრის
ქუჩას,,ანუ არ იზარებს ჩემს პოზიციას და პირველი მრავალპარტიული პარლამენტის წევრი “მრგვალი მაგიდიდან”, “დამოუკიდებლობის აქტზე” ხელმომწერი თენგიზ დიხამინჯია ამბობს:
“არ მეგონა ჩემი ბიოგრაფიის კაცი,თუ ასეთ გულახდილ საუბარს და ასეთ არგუმენტურებულ მწარე სიმართლეს ოდესმე მოვისმენდიო!”..
ვადასტურებ,ამ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში პოლიტიკოსობა არის არა სკამისთვის ბრძოლა,არამედ სიცოცხლის ფასად დგომა სამშობლოსა და ხალხის ინტერესებისთვის!
● 23 სექტემბერი , 2025 წელი 4 ოქტომბერი ეს არის რევანშიზმი და არა სახალხო კრება. ამ ფორმით ძალადობაზე დაფუძნებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლების და რევანშუსტების ინტერესებშია და არა ხალხისა და ქვეყნის!
https://www.facebook.com/share/v/1EDqJHpmne/
● 26 სექტემბერის დისკუსია..”ქართული TV” პირდაპირ ვამბობ -შოკირებული ვარ!არ მეგონა ჩემი ბიოგრაფიის კაცი,თუ
ასეთ გულახდილ საუბარს და ასეთ არგუმენტურებულ მწარე სიმართლეს ოდესმე მოვისმენდი!”
თენგიზ დიხამინჯია – უზენაესი საბჭოს (1990 წელი) წევრი “მრგვალი მაგიდიდან”
https://www.facebook.com/share/v/17WFAhGMsc/
● ● ● ● ● ●
დიდი მადლობა,ვინც შეძლებს და ნახავს, დაფიქრდება,სხცასაც ურჩევს ნახოს.
იქნება კითხვები?
პასუხს მიიღებთ ყოველ სამუშაო დღეს,16 დან 18 საათამდე,. “მეცნიერთა კონგრესის” დროში,ტელევიზია “ქართულ TV”ზე, პირდაპირ ეთერში !
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პიროვნებას
ქვეყანას საბედისწერო ჟამი უდგას!დუმილი,ამ მოვლენების შორიდან ყურება დღეს უკვე დანაშაულის ტოლფასია..
განსაკუთრებით მივმართავ სახალხო ავტორიტეტებს:
ნუ იქეცით მხარეევად, ნუ ხართ ჩაკეტილი სახლებში,გადით ხალხში,მობრძანდით გადაცემაში, ნუ ვაძლევთ ქვეყანას საჯიჯგნად გარედან მართულ და დაფინანსებულ ძალებს..მიდით თქვენ მიერ მხარდაჭერილ და ამ ნხარდაჭერით გაყოყოჩებულ,შლეგად ქცეულ ბიძინა ივანიშვილთან და უთხარით,რომ არც ასე ცხოვრება შეიძლება,მით უფრო, არც მუსკულებზე ყურება,პოლიციურ რეჟიმში ქვეყნის გადაყვანა!
გზაგასაყარზე ვართ! ვირჩევთ :
● ან ქუჩას ,ე.ი.დაპირისპირების,უმეცრობის და ბარაბას გზას
● ან ქართულ, თანხმობის ე.ი.ქრისტეს დავით აღმაშენებლის,მეცნიერების გზას!
მე მეორეს ვირჩევ !ჩემგან ღალატი არ იქნება! შეგვიძლია და უნდა ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე და სიკეთით გამარჯვებულ საქართველოში !
თეიმურაზ შაშიაშვილი
28 სექტემბერი,2025 წელი
P.S. ეს მასალა გადაეგზავნა :
● საინფორმაციო სააგენტოებს ;
● ტელევიზიებს ;
● გაზეთებს .
ეჭვი მეპარება,რომ რომელიმე გამოაქვეყნებს,მაგრამ თქვენ მინდა კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ,თუ რიგორი “დემოკრატიულია” საინფორმაციო სივრცე!