პოზიცია:ამ ხელისუფლების შემხედვარე, ყველაფერი თავიდანაა დასაწყები და რაც შეიძლება სწრაფად !

პოზიცია:ამ ხელისუფლების შემხედვარე, ყველაფერი თავიდანაა დასაწყები და რაც შეიძლება სწრაფად !
შემეკამათეთ! ბედნიერი ვიქნები,თუ დამარწმუნებთ ,რომ ვცდები და ჩემი პოზიცია სწორი არ არის !

როცა ქვეყნის პრეზიდენტი ევროკავშირს “რაღაც გაერთიანებას უწოდებს” , ეს უკვე კლინიკაა და ამას ვერანაირი, მათ შორის “ინტელექტუალური რევოლუციაც “ვეღარ უშველის.ყველაფერი თავიდანაა დასაწყები.
ამისათვის თუ დღესვე არ დაიწყო ახალგაზრდობის მომზადების პროცესი, მაშინ არარევოლუციური გზით ხელუსუფლების ცვლილება დღევანდელი, ძლიერი რეპრესიული მექანიზმის და პრაქტიკულად ულიმიტო ფულის მქონე საშუალო ასაკის მქონე მთავრობის პირობებში, სულ მცირე 10-15 წლის შემდეგაც კი,უპერსპექტივო ხდება საერთოდ.
ამიტომ ახალი ეროვნული მოძრაობის მთავარი ამოცანა ხელისუფლებაში მოსვლა კი არა, არამედ ამისათვის ახალგაზრდა თაობის მომზადება უნდა იყოს .
ახალ მოძრაობას სამად სამი უკომპრომისო მოთხოვნა ექნება ხელისუფლებისადმი.
1. არ დაუშვას ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვა;
2. ⁠არ დაუშვას არავითარი კომპრომისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში;
3. ⁠თუ ვერ გააუმჯობესებს , არ დაუშვას მაინც ქვეყნის დემოგრაფიული სიტუაციის გაუარესება;
ყველაფერ დანარჩენს ხელისუფლების კანონიერი ცვლილებისას წლების შემდეგ , ეროვნული მოძრაობის ახალგაზრდა თაობა გააგრძელებს სხვა სოლიდარულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად.ახალი ეროვნული მოძრაობა მმართველი ძალის ოპოზიციად გადაიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროგრამაში დეკლარირებული სამი ფუნდამენტური პრინციპი ირღვევა.
და მთავარი:არაბული მეგა-ქალაქების მშენებლობისდაწყების გადაწყვეტილების მიღების, ჩინეთთან დადებული ხელშეკრულების, აშშ ის,ევროპის ლანძღვა გინების ფონზე, რუსეთთან, ჩინეთთან,ირანთან,არაბულ სამყაროსთან დამთბარი ურთიერთობების შემდეგ, სასწრაფოდაა დასაწყები ეროვნული მოძრაობა!

თემურ შაშიაშვილი
2.11.2025

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *