რა გამოდის -ვიღუპებით და გვიხარია ? ქუდზე კაცი მონავლის საქართველისთვის !

რუსთაველის პროსპექტის მშვენება ,კინო- თეატრ „რუსთაველი”-ს ,წინ ლეგენდარულ კინოხელოვანთა ვარსკვლავებით , არაბული კომპანიის ოფისად იქცა. ვინც ამას ვითმენთ ქართველობაზე ნუ ვდებთ თავს !
მითხარით ერთი ქვეყანა,სადაც აშენდა,ან უნდა აშენეს არაბული ქალაქი !
მითხარით ერთი ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი,რომელიც მხარს უჭერს პატარა ქვეყნების მიერ მიწის გაყიდვა-გასხვისებას !
ერთმა კაცმა მაინც უარყავით,რომ ეს სიტყვები არ ეკუთვნის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს :
არც მეფეს,არც პრეზიდენტს,არც პატრიარქს არ აქვს უფლება გაყიდოს მიწა!
როგორც ყოველ მამულიშვილს,მეც როგორ მინდა,რომ საქართველოში – დავით აღმაშენებლის, დავით და კონსტანტინე მხეიძეების ქვეყანაში,რომელსაც არაბების მრავალსაუკუნოვანი ბატონობა აქვს გადატანილი-არ აშენდეს არაბული ქალაქი, რომ ვიყოთ არაბებთან კარგად არაბული ქალაქის მშენებლობის გარეშე …და , თუ ინვესტიციის ჩადება უნდათ,ჩადონ რეალურ ეკონომიკურ სექტორში !
სირცხვილია,რომ ქვეყანაში,სადაც
● წმიდანი მეფის არაბების ბატონობის დამსრულებელი მეფის,დავით აღმაშენებლის ძეგლი არ დგას იქ,სადაც მისი აღმართვა აკურთხა პატრიარქმა..
.● ქვეყანაში,სადაც ხელისუფლებამ განხილვის საგნადაც კი არ აქცია მეცნიერთა წინადადება ქალაქ ბაგრატიონის არსებობის და ყოველგვარი სახელმწიფო დაფინანსების და უცხოური ინვესტიციების გარეშე მშენებლობის თაობაზე
● სადაც ვერ შევძელით ბაგრატოვანთა გვარის არათუ, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის (გვუბნებიან წარმოადგინეთ და გადავწყვეტთო),არამედ საქართველის კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანა,ვაშენებთ არაბულ ქალაქს…
ვაშენებთ ისე,რომ გვეშინოა არაბულ მხარესთან გაფორმებული კონტრაქტის გამოქვეყნებაც და ამ თემაზე პროფესიული დისკუსიაც კი…
მე იმდენად ის კი არ მიკვირს,რომ ამას აკეთებს ხელისუფლება,არამედ ის, რომ დუმს ინტელიგენციის დიდი ნაწილი ,რომ მოსახლეობის დიდი ნაწილიც სულგაყიდული სამთავრობო პროპაგანდისტების მსხვერპლი გახდა !
ქუდზე კაცი,როცა უკადრებელს გვაკადრებენ და ეს ხდება მაშინ,როცა საქართველოში უმძიმესი დემოგრაფიული მდგონარეობაა
● გარდაცვლილთა რაოდენობა აჭარბებს დაბადებულთა რაოდენიბას
● ბოლო 3-4 წლის განნავლობაში ქვეყანიდან გასულთა რაოდენობა 370 ათასით აჭარბებს დაბრუნებულთა რაოდენობას და ქცეყანაში შემოსულ უცხოელთა რაოდენობა 250 ათასით აჭარბებს გასულთა რაოდენობას
● 1990 წელს ამიერკაკასიაში მოსახლეობის რიცხოვნობით პირველი ქვეყანა,ბოლოზე გადავიდა -ჩვენ 5,5 მილიონიდან 3,5 მილიონი ვართ და აქ ქართველთა რაოდენობა 1,3 მილიონის ფარგლებშია,მაშინ როცა იგივე პერიოდში აზერბაიჯანის მოსახლეობა 4 დან 9 მილიონზე მეტი გახდა და თითქმის ყველა აზერბაიჯანელია !
რა გამოდის -ვიღუპებით და გვიხარია ?
ქუდზე კაცი მონავლის საქართველისთვის !
ასეთია “მეცნიერთა კონგრესის”განწყობაც , დარწმუნებული ვარ,ეს დადასტურდება დიდ შეკრებაზე კომპლექს “მეფე დავითში”, რომელიც შედგება 2 დეკემბერს,18 საათზე!
თეიმურაზ შაშიაშვილი
27 ნოემბერი,2025 წელი

