თემურ შაშიაშვილის კომენტარი: “ეს გამოკითხვა დღეს ვნახე !”

ვიწყებ მადლიერებით იმ ადამიანების მიმართ,რომლებმაც მე დამასახელეს, თუმცა გამოკითხვა იმერეთის დღევანდელ მერებს ეხებათ,მე კი 30 წლის წინ დავტოვე ქუთაისის მერის თანამდებობა !
როგორი დიდსულოვანი უნდა იყო,რომ 30 წლის წინ თანამდებობიდან წასული ადამიანი გაიხსენო და როგორი გულწრფელი,ამავე დროს გაბედული უნდა იყო,რომ მოქნედ მერებს არ დავუწერო კომენტარი..ამიტომაა ჩემთვის ყოველი ადამიანის კომენტარი…
ჩემი აზრით,ეს გამოკითხვა “ნაცებს” და “ოცნებას” უნდა აფიქრებდეთ!, ბატონებო,როგორ ვერ შეძლით ერთი ისეთი მერის შერჩევა ,,რომ ხალხს 30 წლის წინ წასული მერი უფრო ახსოვდეს, ვიდრე შემდგომები და ,თუ ხალხის აზრს პატივით ეკიდებოდით(როგორც ამას ხმამაღლა აცხადებთ),მაშინ რატომ უკეთებდით და უკეთებთ იგნორირებას იმათ,ვის მიმართაც ხალხში კეთილი განწყობაა.ამის კი უამრავი მაგალითია ! ვთქვათ პირდაპირ ვერ იტანთ წარმატებულთ!
ყოველი ასეთი გამოკითხვა სერიოზულად დამაფიქრებელია ქვეყნის მომავლისთვის-მე აქ არაფერ შუაში ვარ!
რატომ ? იმიტომ რომ მხოლოდ იმ ქვეყანაშია პროგრესი,სადაც ყოველი ახალი მერი, მინისტრი,დეპუტატი , წინაზე უკეთესია!
ბევრი დამეთანხმება,რომ ათწლეულებია პირიქითაა, პატივში არიან არა იმდენად ქვეყნის ერთგული,არამედ სათავეშო მისული ერთი კაცის ერთგული..სწორედ ამიტომ, თანამდებობაზე დანიშნული ყოველი ახალი, მის წინაზე უარესია !
საქართველო სავსეა ინტელექტუალური, ენერგიული, გამოცდილი,გაბედული,წესიერი ადამიანებით…გადით ხალხში და ისინი დაგეხმარებიან ხელისუფალთ ასეთების
მოძიებაში…მთავარია , გინდოდეთ ძლიერები ,საქვეყნოდ მომართულნი და არა ერთი კაცის ერთგული მონები !
https://www.facebook.com/share/p/16YNqrUZgC/
“თეთრების” პრესცენტრის კომენტარი.
ის, რომ გამოკითხვაში მონაწილეთა უდიდესმა რაოდენობამ საუკეთესოდ 25 წლის წინანდელი ქუთაისის მერი დაასახელა,უკვე მრავლისმთქმელია. რატომ? იმიტომ რომ შეფასება სწორედ მაშინ არის პირუთვნელი, როცა აფასებ პიროვნებას,რომელიც აღარ არის თანამდებობაზე და არ აქვს ძალაუფლება. დღევანდელი მერების ამომრჩეველთაგან მრავალმა მერი მოთაგა. ამით ყველაფერია ნათქვამი. ვინ ხმას აძლევს გულწრფელად პიროვნებას, და ვინ ხმას აძლევს დღეს ძალაუფლების მატარებელს. დასკვნა თქვენთვის მოგვინდია.
რაც შეეხება ქუთაისს,აქ თემურ შაშიაშვილი ყველა გამოკითხვით უდავო ფავორიტია მერებს შორის და ამ ჭეშმარიტებას დრო ჯერჯერობით არ ცვლის!



