(კვირის ქრონიკა)თემურ შაშიაშვილი “თუ ბიძინა ივანიშვილი ამ აზრზეა, მაშინ სჯობდა საერთოდ არ გამოჩენილიყო პოლიტიკურ ასპარეზზე!”

– ბატონო თემურ, უპირველესად ყოვლისა, გილოცავთ შობა-ახალ წელს, მრავალს დაესწარით, გისურვებთ წარმატებებს როგორც ოჯახში, ისე პოლიტიკურ სარბიელზე!.. ახალ წელს როგორ შეხვდით, თქვენც ხომ არ ყოფილხართ ე.წ. პლეხანოვზე?

– მეც სიყვარულითა და დიდი პატივისცემით გილოცავთ, მივულოცავ სრულიად საქართველოს!.. სააკაშვილის მსგავსად თქვენც „პლეხანოვს“ უწოდებთ დავით აღმაშენებლის გამზირს? სხვათა შორის, პლეხანოვი საინტერესო პიროვნება იყო , მაგრამ ჩემთვის ეს ადგილი დავით აღმაშენებლის პროსპექტია… 31 დეკემბერს მივდიოდი რუსთაველის პროსპექტზე და თამაზ წიკლაურის ვაჟმა, 7 წლის გიორგი წიკლაურმა, ჩამოკიდებულ ლამპიონებს რომ შეხედა თქვა, – რუსთაველის პროსპექტი ტირისო!.. ამ ბავშვმა, ფაქტობრივად ქვეყანაში არსებული ვითარება შეაფასა და ეს ლამპიონები შეადარა ცრემლს, რომელიც მართლაც ჰგავს ცრემლს.

– მთავარია, ნუგზარ წიკლაური არ ტირის…

– საქართველოში როგორ შეიძლება ბედნიერი იყო და ბედნიერად შეხვდე ახალ წელს, როცა ოჯახების 90 პროცენტზე მეტი, სრული შემადგენლობით, ახალ წელს ვერ შეხვდა?!. მე ჩამოგითვლით კატასტროფულ მონაცემებს, მილიონზე მეტი ქართველი საქართველოდან გადახვეწილია ; 40 ათასი კაცი ქართულ ციხეშია; 20 ათასი კაცი უცხოეთის სახელმწიფო ციხეებშია გამომწყვდეული; ამას დაუმატეთ ჯარი, პოლიცია, სპეციალური სამსახურები, საავადმყოფოში მწოლიარე ხალხი, პოლიტიკური დევნილები და საბოლოოდ იმ დასკვნამდე , რომ ქართველთა 90 პროცენტი ახალ წელს ოჯახში ვერ შეხვდა, რაც ერის კატასტროფა და ტრაგედიაა. ახალ წელს უნდა შეხვდე ოჯახში, ხოლო შობა ღამეს უნდა იყო ეკლესიაში!.. ეს არის თანამედროვე ქრისტიანული მორალი და ზნეობა, ხოლო ხელისუფლება, რომელიც ხალხს მოუწოდებს, ახალ წელს ქუჩაში შეხვდითო, ის ებრძვის ოჯახის ტრადიციებსა და ინსტიტუტს. საქართველოს დღეს დარჩა ორი დიდი საყრდენი, – ეკლესია და ოჯახი!.. ოჯახები, როგორც ვხედავთ, დანგრეული და დაშლილია, ხოლო რაც შეეხება ეკლესიას, ჩვენ ვიცით რა მდგომარეობაა შექმნილი საქართველოს ეკლესიაში!..

– მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, ბატონმა თემურ ალასანიამ, შემოგვთავაზა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მოდერნიზაციის ახალი გეგმა… აგერ გაზეთ „უიკენდში“ წავიკითხე ბატონი ალასანიას სამგვერდიანი ინტერვიუ, სადაც ის კარგა გვარიანად დაღვლარჭნილი ქართულით აცხადებს: „არავის იმდენი წმინდანი არ შეურაცხია, რამდენიც ჩვენ. ხანდახან მეტისმეტიც მოგვდის ხოლმე!“ – ახლა „კაგებეს“ გენერალი ალასანია, რომელიც გაეროში რუსეთის წარმომადგენელი იყო და დღეს რუსული კულტურის წინააღმდეგ გამოდის, არის ამაზრზენი!.. სხვათა შორის, თემურ ალასანიას ნაცნობმა რუსებმა მითხრეს: ეს იყო კაცი, რომელიც საოცრად გახლდათ შეყვარებული რუსულ პოეზიასა და რუსულ კულტურაზე და ამერიკაში გვეუბნებოდნენ, – თქვენ გყავთ კაცი, რომელიც ამერიკაში რუსული კულტურის პროპაგანდას ეწევაო!.. აი, ასეთი კაცი – თემურ ალასანია დღეს გამოდის და ლაპარაკობს: „ქირურგიული მეთოდებით უნდა ამოვიღოთ ის უჯრედები, რომლებიც სადღაც მოგვიწოდებს, რომ რუსული კულტურა და სხვა რამეები, დიადიაო!..“ ეს არის ზნედაცემული ადამიანი და მისი ეს განცხადებები არის სამარცხვინო!.. რუსეთთან დაპირისპირებამ გააძლიერა რუსეთი და დაღუპა ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთს დაუპირისპირდნენ. დღეს საქართველო არის ამ რიგში. რაც თემურ ალასანიას ამ სამგვერდიან ინტერვიუში მე წავიკითხე, მსგავსი თავხედობა და ცინიზმი არსად მინახავს!..ახლა მე თქვენი გაზეთის მკითხველს გავაცნობ ორ გამონათქვამს, რომელთაგან ერთი ეკუთვნის სააკაშვილის ბიძას – თემურ ალასანიას, ხოლო მეორე თავად სააკაშვილს!.. ახალი წლის წინა დღეებში ბიძა ამბობს: „თუ არ მოსწონთ, რომ პენსია 50-დან 100 ლარამდე იზრდება, ნუ აიღებენ!..“ გახსოვთ, ალბათ, ერთხელ შევარდნაძის ოჯახში ითქვა რაღაც პენსიებთან დაკავშირებით და ერთი ამბავი ატყდა!.. რაც თემურ ალასანიამ თქვა, ეს იმაზე უარესი ნათქვამია!.. გუბერნატორს 10 ათასი ლარი აქვს ხელფასი და პენსიონერის 100-ლარიან პენსიას მისტირით?!.. ახლა გაგაცნობთ მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამს, რომელიც მან ბაღდათსა თუ წყალტუბოში თქვა: “საქართველოში ხელისუფლება კი არა, ხალხი წყვეტს ყველაფერსო!..“ ვისაც ამაზე ჰომეროსისეული ხარხარი არ აუვარდება,, მე არ ვიცი… ესე იგი , გამოდის, რომ საქართველოში ხალხი რომ მათხოვრულად ცხოვრობს, ეს თურმე ხალხს გადაუწყვეტია, ხოლო სააკაშვილი და მისი ხელისუფლება რომ განცხრომაში არიან, ესეც ხალხს გადაუწყვეტია… თურმე ხალხს გადაუწყვეტია, რომ ხალხის პენსია იყოს 100 ლარი, ხოლო გუბერნატორები და პრეზიდენტი მილიონებს ჰაერში ატრიალებდნენ… თურმე ხალხს გადაუწყვეტია, რომ სააკაშვილს აეშენებინა მილიარდიანი სასახლე, თურმე ხალხს გადაუწყვეტია ისიც, რომ წამლები, ჯანდაცვა, სწავლა-განათლება, ფასები ელექტროენერგიაზე , ფასები საწვავზე ასეთი კატასტროფული და მიუწვდომელი იყოს. სააკაშვილის პირით, ფაქტობრივად , ჩვენ გველაპარაკება გებელსი და სწორედ გებელსის პროპაგანდა ყვავის დღეს საქართველოში!..

– ბატონო თემურ, ძალიან საინტერესო პროექტს იწყებთ – „წლის ჯალათები“ , რას ნიშნავს ეს პროექტი?

– ჩვენ ფოტომასალებით უნდა დავადასტუროთ და უნდა მოვახდინოთ თითოეული იმ მკვლელის და დამნაშავის იდენტიფიკაცია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ადამიანების წინააღმდეგ იარაღს ისროდა!.. ვინც 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე ხალხი დახოცა, უამრავი მათგანი ამოცნობილია და სულ მალე მათი ფოტოები და გვარ-სახელები გამოქვეყნდება. ასევე უნდა გამოქვეყნდეს ყველა იმ მკვლელის გვარ-სახელი, რომლებიც 1992-93 წლებში მშვიდობიან მიტინგებს ხვრეტდნენ, მაგრამ ეს ფაქტებით უნდა დადასტურდეს. მე, მაგალითად, ბატონი გოჩა კელენჯერიძე, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ცნობილი თანამებრძოლი გახლავთ, საოცარ მასალებს მიგზავნის. საქართველოში უნდა შეიქმნას ერთი დიდი შავი წიგნი, სადაც უნდა მოთავსდეს ყველა „ქილერი“ და მკვლელი, ვინც ქართველების წინააღმდეგ აღმართა იარაღი!.. ვინც 26 მაისს ხალხი დახოცა, ისინი არიან მონები! ახლა ძალიან ბევრს არ მოსწონს, რომ მათი გვარ-სახელები ცნობილია, მაგრამ ეს წიგნი აუცილებლად გამოვა… ვინც დავით აღმაშენებლის ძეგლი დაანგრია, ვინც ქუთაისში „დიდების მემორიალი“ ააფეთქა, ვინც ხალხს სცემდა, – ყველას სახელი ცნობილია და მათი სურათები გამოქვეყნდება!… მაგალითად, ხომ ვიცით, თეთრი წყაროს პოლიციის ყოფილი უფროსი – გაბუნია როგორ სცემდა ხალხს, რომელიც შემდეგ დააწინაურეს… აი, მისი სურათი უნდა გამოქვეყნდეს!.. საქართველოში ხელისუფლების მონობის ყველას უნდა ეშინოდეს… ეს არის ძალიან სერიოზული პროექტი, კრება იზიარებს ამ იდეას და ეს იდეა გაჩნდა „თეთრებში“… უცხოეთში რომ მიდიხარ, იმის გაგონება და მოსმენა არ გინდა, რაც ჩვენი უბედურების შესახებ თუნდაც იგივე სომეხი მეგობრებისაგან გესმის. მე არ მინდა, ახლა დარტყმის ქვეშ დავაყენო, მაგრამ , თავის დროზე, მათი ვინაობა დასახელდება და უკრაინაში მოღვაწე სომხებმა პირდაპირ მითხრეს, – სპეცრაზმი, რომელმაც 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე ხალხი დახოცა, ძირითადად დაკომპლექტებული იყო სოფელ ფოკისა და სოფელ კუმურდოს სომხებისაგან და სწორედ ისინი იყვნენ, რომ სახელს აღარ მალავდნენ და ნიღბების გარეშე მოქმედებდნენ და სიტყვასაც აღარ ამბობდნენ, გადაძახილიც არ იყო მათ შორის… ბრძანება ჰქონდათ, რომ არ უნდა ელაპარაკათ, რადგან ქართული არ იციან… მთელი ამ კამპანიის უკან, თურმე, დგას ვანო მერაბიშვილის მოადგილე – ამირან მესხელი… მე რომ მკითხოს კაცმა, გასული წლის ყველაზე დიდი უბედურება რა იყოო, ვუპასუხებ: ილუზია, ილუზიები და ილუზიებში ცხოვრება!.. ილუზიებით ცხოვრებდა და ცხოვრობს ხელისუფლება თითქოს და ქვეყანას ირებული სიკეთეები მოუტანა, თითქოს ინგრევა მსოფლიო და შენდება საქართველო!.. სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქითაა. ილუზიებით ცხოვრობდა და ცხოვრობს ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომ არ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა შეიძლება, რომ არსებული სააჩევნო კანონით შეიძლება სამართლიანი არჩევნების ჩატარება; ილუზიებით ცხოვრობს ხალხი, რომელიც მადლიერია ხელისუფლებისა ილუზორული ქვეყნის მშენებლობისათვის. ამ ილუზიებით ცხოვრების დამთავრება შეუძლია, მხოლოდ და მხოლოდ, ხალხს და სხვას არავის!.. თემურ ალასანია თავიდან ბოლომდე მართავს პროცესებს საქართველოში, ეს არის პიროვნება, რომელიც კარგად ფლობს „კაგებეს“, „ჩეკისტ“ ძერჟინსკისეულ მეთოდებს და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების უბინძურეს მეთოდოლოგიას. რაც შეეხება საგარეო საქმრთა მინისტრს – ვაშაკიძეს, იგი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი რუსეთის ატაშე იყო რუსეთის ერთ-ერთ სახელმწიფოში, ანუ ვაშაძეც არის თავიდან ბოლომდე „კაგებე“. ერთი სიტყვით, სააკაშვილმა ერთ „კაგებეშნიკ“ მინისტრს მრჩეველად დაუნიშნა თავისი „კაგებეშნიკი“ ბიძა და ესენი საერთოდ ვისზე რას ამბობენ, ამათ ხმა საერთოდ, როგორ უნდა ამოიღონ?!. ჩვენ, „თეთრები“, ვდგავართ ასეთ პოზიციაზე, – ამ ხელისუფლებასთან გარიგება არ შეიძლება; მეორე – ამ საარჩევნო კოდექსით დემოკრატიული არჩევნების ჩატარება წარმოუდგენელია; და მესამე, – არჩევნების გაყალბების პატიება არ შეიძლება!.. თუ ბიძინა ივანიშვილი იმ აზრზეა, რომ გაყალბებულ არჩევნებს თვალი დაუხუჭოს და მეორე ან მესამე ადგილით შევდეს პარლამენტში, მაშინ სჯობდა, საერთოდ არ გამოჩენილიყო პოლიტიკურ ასპარეზზე!..

– ბიძინა ივანიშვილისა არ ვიცი, მაგრამ ირაკლი ალასანიამ უკვე თქვა, – მეორე ან მესანე ადგილებს თუ დავიკავებთ, ეგ არაფერიო…

– მე არ მინდა, რომ ირაკლი ალასანიასთვის მთავარი იყოს პარლამნტში შესვლა და არა ამ რეჟიმისაგან ქვეყნის განთავისუფლება!.. ახლა განახლებული ეროვნული მოძრაობის დროა, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ორ ფრონტზე იბრძოდნენ, – ელაპარაკებოდნენ ხელისუფლბას, მაგრამ ქუჩიდან იყო ხელისუფლებაზე უდიდესი ზეწოლა, აი, მაგან მოიტანა წარმატება… მე ხელისუფლებასთან ლაპარაკის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ გარიგების კატეგორიული წინააღმდეგი. დღეც ვინც სააკაშვილს ეუბნება, – შენ გააყალბებ თუ არა არჩევნებს და მე მეორე თუ მესამე ადგილზე გავალ, მაინც შემოვალ პარლამენტშიო, ის ამ ხელისუფლებას ათავხედებს!.. დღეს სააკაშვილს არავისი არ ეშინია გარდა ხალხისა… სააკაშვილს თავის გადასარჩენად დარჩა ერთი ინსტრუმენტი, – არჩევნების გაყალბება, სხვა მას არაფერი აღარ დარჩენია!.. უკვე დაჯავშნულია სატელიტი პარტიებისთვის ადგილები და ცნობილია, რამდენი ადგილი იქნება პარლამენტში „ქრისტიანდემოკრატებისთვის“, „ეროვნულ-დემოკრატებისთვის“, „ახალი მემარჯვენეებისთვის“… უცხოეთში რომ წახვალ, პირდაპირ გეტყვიან, თუ რაზე მიდის ამ ე.წ. ოპოზიციური პარტიების კამათ ხელისუფლებასთან, – ერთადერთ რამეზე, ვის რამდენ ადგილს გადაუგდებენ „ნაციონალები“… ხალხო, როცა ასეთ გარიგებაზე მიდიხართ ხელისუფლებასთან, კარგი, ხალხის არ გეშინიატ, მაგრამ ღმერთის არ უნდა გეშინოდეტ?!. გამოკითხვები ჩაუტარებიათ, უცხოეთში ქართველები კვდებოდნენ სიცილით, წლის პოლიტიკოსთა შორის მესამე ადგილზე მაიტინგით დაუყვანიათ ბაჩუკი ქარდავა!.. ამაზე ხარხარებდა ხალხი!… სახელისუფლებო მიმართულების მედიასაშუალებებმა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ, რეიტინგებში ალასანია ივანიშვილზე წინ დააყენეს…

– ბატონო თემურ, როგორც ვიცი, ამ დღეებში უკრაინაში ბრძანდებოდით, და რა განწყობებია, რა ისმის საქართველოს შესახებ?

– ახლა მე ძალიან ბევრს ვმუშაბ იმის შესახებ, კავკასიის საკითხებზე დიდი კომფერენცია ჩატარდეს!.. ჩვენ ჩამოგითვლით თავზარდამცემ ფაქტებს, რაც უცხოეთში მცხოვრებმა სომეხმა და აფხაზმა მეგობრებმა მითხრეს და ეს ასბოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ მე, მაგალითად, სომხების საწინააღმდეგო რამე დანწყობას ვაყალიბებდე, პირიქით, ვნატრობ იმ დროს საქართველოსაც ისეთი განწყობის ხელისუფლება ჰყავდეს, როგორი ხელისუფლებაც ჰყავს თურქეთს – თურქებისა და სომხებს – სომხებისათვის!.. რასაც ახლა გეტყვით, ნეტავ, ტყუილი იყოს ყველაფერი… მინდა, ტყუილი გამოდგეს ის, რაც სპეცრაზმის შესახებ თავად სომხებმა მითხრეს; მინდა, ტყუილი გამოდგეს ის,რომ თურმე როცა იგორ გიორგაძე ახალციხეში „კაგებეს“ სამსახურის უფროსი ყოფილა, მას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონია ვანო მერაბიშვილის მამასთან. ეს ის პერიოდია, როცა ებრაელებმა გასვლა დაიწყეს საქართველოდა და მაშინ ძალიან სერიოზული ფული უშოვია ვანო მერაბიშვილის მამას იგორ გიორგძის მხარდაჭერით ახალციხეში… გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვიცოდი, თუ კონტროლის პალატის თავმჯდომარე – ლევან ბეჟაშვილი – სომხური წარმოშობისა იყო და ეს ამბავი თავად სომეხმა მეგობრებმა მიტხრეს… რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩემი სომეხი მეგობრები მის შესახებ ასე ამბობენ: „მანქ მართ“ – რაც სომხურად „ ჩვენ ბიჭს“ ნიშნავს … ერტი სიტყვით, მიშას თავიანთ ბიჭად თვლიან… სომეხმა მეგობრებმა ასევე მითხრეს, – რაც ზაფხულში ეკლესიასთან დაკავშირებით მოხდა, ეს იყო ძალიან დიოი რამ, ახლა სულ მალე სამხრეთის მხარე დააყენებს ეკლესიების გადმოცემის საკითხს და დაახლოებით ასეთ სცენარი გათამაშდება, – სასამართლოები ორ-სამ შემთხვევაშ საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანენ გადაწყვეტილებას, ხოლო ოთხ-ხუთ შემთხვევაში ეკლესიები სომხეთს გადაეცემა და ამით მორჩება ყველაფერიო!.. მინდა ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, რაც უნდათ, ის ილაპარაკონ ჩემზე, მაგრამ ამას წინასწარ იმიტომ ვამბობ, რომ ეს ასე არ მოხდეს და საზოგადოება იყო ფრთხილად!.. მე არ ვიცოდი და ახლა მითხრეს, სომხების ეგზარხოსი რუსეთში ყიოფილაგარეგინ მეორის ძმა – ეზრახი, სწორედ მას მოუწოდებია კრასნოდარისა და რუსეთის სხვადასხვა ადგილებში მცხოვრები სომხებისთვის, რომ აჭარის ზღვისპირეთში სასწრაფოდ იყიდონ მიწები და ჩამოვიდნენ აჭარაში, რადგან შიშობენ, აჭარა თითქმის უკვე თურქული გახდა და ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნისო!.. ესე იგი, ვითომ საქართველო არც არსებობს, ჩვენ უკვე აღარაფრად გვაგდებენ, ჩვენს მიწებზე სხვები დაობენ. ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ აჭარაში უმძიმესი სიტუაციაა და კრების ხალხი ჩამოვიდა ბათუმიდან და დახმარება გვთხოვა, – ბათუმზე უკვე აღარ არის ლაპარაკი, მაღალმთიანი სოფლების გათურქება დაიწყოო!.. აფხაზები პირად საუბრებში მიდასტურებენ, რომ აფხაზეთში ჩვენთვისაც გაუსაძლისი გახდა ცხოვრებაო… ერთ-ერთმა აფხაზმა იცით, რა მითხრა?.. – 2008 წლამე აფხაზეთში ახალ წელს მხოლოდ რუსული „კალაშნიკოვების“ სროლა უსმოდა, ახლა კი, 2008 წლის შემდეგ, ამერიკულ „მ-16“ – საც ვისვრითო!..

– ეს ხომ სულ ის იარაღია, რაც ამათ ჩააბარეს და რუსებსა და აფხაზებს მიჰყიდეს?..

– რა თქმა უნდა, ყველაფერი ხელუხლებლად დაუტოვეს, ისე გამოიქცნენ კოდორის ხეობიდან… არნახული სიჭკვიანით იქცევიან სომხები, ნაწილ-ნაწილ მიაქვთ, რაც უნდათ… ამ ამ ყველაფრის უკან პეტერსონ ბელქნაბის ფირმა დგას, სადაც სააკაშვილი მუშაობდა და სააკაშვილი არის სომხური ლობის პროექტი… ვითომ პატარა და უმნიშვნელო რამეა, მაგრამ როგორც მეგობრება მითხრეს, მოსკოვში თურმე ყოპილა მაღაზია – „აშან“, რომელიც დასავლურ სომხურად ნიშნავს „ჩიტს“, ეს არის საფრანგეთში მცხოვრები სომხების მაღაზია, რომელიც ძალიან იაფფასიანი პროდუქტით ვაჭრობს. სააკაშვილი ამ მაღაზიათა ქსელის მეპატრონეებს შეუთანხმდა იმაზე, რომ ამ ქსელის მაღაზიები საქართველოშიც გაიხსნას. რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ საყურადღებოა წერთი გარემოება – როგორც მითხრეს , მაღაზია მოიხმარს, მხოლოდ და მხოლოდ, სომხურ პროდუქციას და პროდუქციას აწარმოებს ეთნიკური სომხებისთვის… ანუ ეს მარტო მაღაზია კი არ არის, ბატონო დიტო, ეს არის მთელი პოლიტიკა და ეკონომიკა, რომელიც გავლენიან სომხურ წრეებთან არის დაკავშირებული, ხოლო სააკაშვილი არის მათი მონა-მორჩილი და ნების არმსრულებელი!.. ასევე მეუბნებიან უცხოელი მეგობრები, – ეს ხელისუფლება რომ რუსეთს აწყობს, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ „კაგებეშნიკ“ თემურ ალასანიაზე რუსეთის ხელისუფლებას უამრავი კომპრომატი აქვს, მაგრამ ხომ ხედავთ, არც ერთ არ აქვეყნებსო!.. მართლაც, მთელი ოჯახით სააკაშვილი დაკავშირებულია სპეცსამსახურებთან, თვითონაც ბორისპოლში „კაგებეში“ მუშაობდა და ბიძამისი ხომ „კაგებეს“ გენერალია და მეტი რაღა უნდა იყოს?.. საოცარია, მაგრამ ქუჩაში კი არა, სერიოზული ადამიანები გვეუბნებიან, რომ სააკაშვილის ერთ-ერთ უახლოეს თანამებრძოლს მოსკოვში, „ჩისტიე პრუდიში“, სასახლე უდგას, თურმე და 6 ათას ევროდ აქვს უცხოელებზე გაქირავებული… გაკვირვებული მეკითხებიან, – გძინავთ საქართველოშიო?!.

– ბატონო თემურ, თქვენ მიხეილ სააკაშვილის ქონების შესახებაც გქონდათ რაღაც სენსაციური ჩამონათვალი, რომელმაც, პირდაპირ რომ გითხრათ, პირი დამაღებინა!.. ამის შესახებ როდის ვისაუბროთ?..

– რამდენიმე საკითხი დასაზუსტებელი მაქვს და ამის შესახებაც აუცილებლად ვისაუბროთ!..

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *