(კვირის ქრონიკა)თემურ შაშიაშვილი: “ვინც ეს კასეტა ნახა, ყველა მოკლეს…”

„ქრონიკას“ ესაუბრება “თეთრი მოძრაობის“(თეთრები) ლიდერი – თეიმურაზ შაშიაშვილი
_ საშინელი სიტუაციაა… სტამბოლში ქართველ ტყვეთა სყიდვა აღდგა, ოღონდ კიდევ უფრო საშინელი ფორმით, _ ამჯერად უკვე ქართველები ყიდიან ერთმანეთს 600 დოლარად და ეს არის ჩვენი ერის ტრაგედია. ამ დროს სააკაშვილი გამოდის და გაიძახის, ქვეყანა აყვავდაო!.. ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით: თუ ჩვენ ეს ხელისუფლება არ მოვიშორეთ, ყველანი აღმოვჩნდებით ნაციონალურ საგიჟეთში!

_ ისე, ქუთაისში მიშამ უკვე მერამდენედ მოგიხსენიათ წირვაში…

_ ეგ კიდევ არაფერი, კაცი სულ გაგიჟდა და გაიძახის, _ სოხუმი საქართველო არ იყო და სოხუმზე სიმღერები არ იწერებოდაო! მარტო მე რაც ვიცი სოხუმზე ოთხი სიმღერაა დაწერილი და მათ შორის ერთ-ერთს, არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი, რადგან სიძე ვარ ოჯახის, ზურაბ ანჯაფარიძე ასრულებდა. კარგი, მიშამ ეს არ იცის, მაგრამ მთელი ხალხი, რომ ამ სისულელეს ტაშს უკრავს, ეს არის საშინელება. ამითომაც ვამბობ, რომ თუ ესენი დროზე არ მოვიშორეთ, `ნაციონალური მოძრაობის~ საგიჟეთი გადაგვექცევა ნაციონალურ საგიჟეთად! პრეზიდენტი ლაპარაკობს, _ ქვეყანაში 3 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა, სესხებს აღარ ვიღებთ და ქვეყანა წინ მიდისო!.. დასაბმელია ეს კაცი, აბა, რა არის? ჩემზე თქვა, _ თემურ შაშიაშვილმა არც ის იცის, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლს, `ივერიის~ წინ რომ იდგა, რუსეთისკენ ჰქონდა ხელი გაშვერილიო!.. ჯერ ერთი ეს რუსეთი რა გახდა და მეორე, _ მაშინ აღმაშენებელს ევროპისკენ ჰქონდა ხელი გაწვდილი და რუსეთისკენ სწორედ ახლა იხედება ის. `ვთბ~ ბანკი ვისი ბანკია?

_ რუსეთის!.
. _ მესხიშვილის თეატრი `ვთბ~ ბანკს გაუკეთებია, ანუ იმ ბანკს, რომელიც პუტინმა შექმნა და როგორ ფიქრობთ, რუსები სულელები არიან ეს რომ გააკეთეს და არ ექნებათ ამ უნიკალურ შენობაში თავისი ინტერესი? რუსების მიერ გარემონტებულ შენობაში გამოდის კაცი და რუსეთს ლანძღავს? _ წალენჯიხიდან ხალხი რომ მომყავდა, ქუთაისში, მაშინ შაშიაშვილი იყო გუბერნატორი და დავით აღმაშენებლის ძეგლთან ერთი ნათურა ბჟუტავდაო! ვეკითხები ქუთაისელებს, _ დავით აღმაშენებლის მოედანი როდესმე ჩაბნელებული გინახავთ? 2000 წლის აპრილში ინგა გრიგოლიას გადაცემაში `პირისპირ~ მე და სააკაშვილი მიგვიწვიეს… სააკაშვილიჯერ საერთოდ არ მოდიოდა, მერე დააგვიანა და ბოლოს გადაცემიდან საერთოდ გაიქცა. მე მაშინ ჩემი გამოსვლა ასე დავამთავრე, _ საცოდავი საქართველო ასეთი მინისტრების ხელში! მაშინ სააკაშვილი შევარდნაძის იუსტიციის მინისტრი იყო… Dდღეს მწუხარებით ვაცხადებ, _ საცოდავი საქართველო, ასეთი პრეზიდენტის ხელში! როცა მე გუბერნატორი ვიყავი, 5-6 თეთრი ღირდა ელექტროენერგია და ყველაფერი იყო ქართველების ხელში. დღეს მთელი ენერგეტიკული რესურსები რუსეთს გადასცეს და თბილისში ნაგავთან ერტად დენის ტარიფი უკვე 22 თეთრს აღწევს. სააკაშვილი რომ ტრაბახობს, 2 მილიარდს ვდებთ ენერგეტიკაშიო, ეს სულ რუსული ფულია და რუსები და თურქები აშენებენ ყველაფერს. სიბნელეში ხართ, ბატონო მიხეილ, თქვენი გონებით! შევარდნაძის ძმიშვილებს ზესტაფონში მილიონ ნახევარი დოლარი მოვუგე სასამართლოთი, მინდოდა ამ ფულით ბაგრატის ტაძარი დამემთავრებინა, რომელსაც სულ 2 მილიონი ჭირდებოდა, მაგრამ როგორც კი სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, სააკაშვილმა სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც განხილვას არ ექვემდებარებოდა, შეაცვლევინა და შევარდნაძის ძმიშვილებს გაამარჟვებინა აბსოლუტურად უკანონოდ… აი, ასეთი უსინდისო და მატყუარა კაცი გვყავს პრეზიდენტად. ბედნიერი ვარ, რომ სააკაშვილი მაკრიტიკებს და ვაი, იმას, ვისაც სააკაშვილი აქებს! 2000 წელს `მოქკავშირს~ პარლამენტში შევთავაზე პროგრამა, რომლის მიხედვითაც დღეს საქართველოს ბიუჯეტი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 50 მილიარდი(!!!) სააკაშვილი, ჟვანია გაგიჟდნენ, _ ეს რა მაგარი პროგრამაა, ახლავე დავიწყოთ ამოქმედებაო! 7 მილიარდიანი ბიუჯეტით ტრაბახობთ? ჩვენს საიტზე _ `თეთრები.ორგ~ ძევს ეს პროგრამა, ნახეთ პატივცემულო ტელეჟურნალისტებო და ჰკითხეთ სააკაშვილს, _ თავის დროზე რატომ მოიწონეთ ეს პროგრამა? წაიკითხეთ `მოქკავშირის~ 1999 წლის აპარლამენტო არჩევნებისა და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პროგრამები, სუყველა იმერეთის მაგალითზეა გაკეთებული და სააკაშვილი და ჟვანია მაშინ მაქებდნენ და მადიდებდნენ, მაგრამ 2 მაისს რატომ მახსენა სააკაშვილმა იცით? იმავე დღეს, სანამ ეგ ვაჟბატონი ქუთაისის თეატრში გამოვიდოდა, მე ვაზაგაშვილის საღამოზე გამოვედი და ვთქვი, _ ქვეყანას მართავს მკვლელი პრეზიდენტი და ქალაქში მკვლელია-მეთქი! არსებობს უნიკალური დოკუმენტური ფილმი _ `ქალაქში მკვლელია~, სადაც დეტალურად არის აღწერილი ახალგაზრდების ქუჩაში ჩაცხრილვის ამსახველი საშინელი ფაქტები… ჩვენ ვაპირებთ ეს ფილმი მთელ საქართველოს ვანახოთ და კარგი იქნება თუ ფილმის ჩვენების საორგანიზაციო ჯგუფს ბატონი დიმა ჯაიანი ჩაუდგება სათავეში, რომელიც თქვენი გაზეთით შეიტყობს ამის შესახებ. მოხდა სასიამოვნო ფაქტი და გუშინწინ ვაკეში, მრგვალ ბაღში, 150-მა სტუდენტმა ნახა `ქალაქში მკვლელია~. ვინც ქუჩაში დახიცეს, ის ბიჭები ყველანი სტუდენტები იყვნენ და საუბარია იმის შესახებ, რომ პირველ სექტემბერს ყველა ინსტიტუტსა და უნივერსიტეტში წუთიერი დუმილით, ფეხზე ადგომით ყველამ პატივი მიაგოს ამ ბიჭების ხსოვნას..

. _ ბატონო თემურ, ახლა ივანიშვილის შესახებ ვილაპარაკოთ! მე იცით რა მიკვირს? ივანიშვილი `სახალხო კრებასა~ და ნინო ბურჯანაძეს ყველას გაკრიტიკებთ, თქვენი დანახვა არ უნდა და თქვენ კი ეფერებით და აგერ 26 მაისს დაგეგმილი აქცია ივანიშვილის გამო გადაიტანეთ, რატომ?

_ კრება არის არა პარტიების, არამედ საქართველოს ერთიანობის სიმბოლო და ჩვენი ვალია, არ შევიტანოთ სადმე განხეთქილება… მაგალითად, შალვა ნათელაშვილმა, თქვენ რა გგონიათ, `მაესტროს~ რომ ინტერვიუ მისცა, ამით ბიძინა ივანიშვილს ავნო რამე? თავისი თავი დაისამარა! ანდა რაც ბიძინა ივანიშვილმა ილაპარაკა `ალიაში~, ვინმეს ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოა ის ინტერვიუ? ცოტა მეტი პოლიტიკური ალღო არ უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ასეთი რამეები გაზეთში არ ილაპარაკო? კაცმა თავისი ინტერვიუთი მოთხარა თავისი თავი და მეტი რა გითხრათ, ვის ვეფერები, რას ვეფერები? მე სიმართლეს ვლაპარაკობ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს მართალი კაცი!.. ღმერთმა ჰქნას, მე ვცდებოდე… მაგათ რატო არაწყობდათ 26 მაისს აქციის ჩატარება იცით? იმიტომ, რომ ჩვენ 26 მაისს ვეძახით ყველას და არის მოსაზრება, რომ ეკლესიაში გადავიხადოთ პარაკლისი… მივიდეთ ყველანი პარაკლისზე! _ ხიდაშელი და დანარჩენი რესპუბლიკელები ეკლესიაში ვერ შედიან, ეშინიათ, მამაზეციერმა კომბალი არ არ ჩაჰკრას თავში… _ ბატონო ბიძინა, მე და ნინო ბურჯანაძეს ძალიან დაძაბული ურთიერთობა გვქონდა წლების განმავლობაში და არცთუ სასიამოვნო გადაძახილები მახსენდება მე ჩვენ შორის, მაგრამ ათასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ყველა რომ გარიგდეს, ბურჯანაძე არავითარ შემთხვევაში არ გაურიგდება ამ ხელისუფლებას!.. აი, ამიტომ ვცემ მე დღეს პატივს ამ ქალს!

_ ბიძინა ივანიშვილმა `ალიასთან~ საუბარში თქვა, _ ბადრი ბიწაძე ხელისუფლებამ გაუშვა საზღვარგარეთო!

_ ბატონმა ბიძინამ შეიძლება არ იცის, მაგრამ სააკაშვილს მტრები აწყობს საქართველოს გარეთ და მე მახსოვს სააკაშვილი, როცა კიოდა, _ იგორ გიორგაძე საქართველოში არ ჩამოვიდესო! ეს არის `მოქკავშირის~ იდეოლოგია და ნუ წამოეგებით ამაზე, ბატონო ბიძინა! მე ვიცი დაახლოებიტ 100-მდე ადამიანი, რომელთა დაჭერაც ამათ არ აწყობდათ და უთხრეს, _ წადით საქართველოდან! ახლა დაიწყებენ ესენი აფეტქებებს, უკვე `აღმოაჩინეს~ ბომბები და ეს გასაგები ამბავია ჩემთვის… მე ვყოფილვარ შევარდნაძესთან თათბირებზე, მაშინ, როცა `აღორძინების~ სააგიტაციო ავტობუსები მოდიოდა თბილისისკენ და სააკაშვილი და `მოქკავშირის~ სხვა ლიდერები მაშინ ამბობდნენ, _ მოდით, მოვიგონოთ, რომ თითქოს დიდი რაოდენობით იარაღი ვიპოვეთ სადმე, ავაფეთქოთ რაღაცები და ამით ხალხში დეზორგანიზაცია შევიტანოთო!.. გეუბნებით, ესენი არიან სატანები და მე კარგად ვიცი ამათი ამბავი… მიხეილ სააკაშვილს ყველა ლიდერის ციხეში ჩასმა უნდა, მაგრამ ამას თავისი მრჩევლები უშლიან…

_ კი, მაგრამ ბატონო თემურ, გაგანია 7 ნოემბერს, ვანო მერაბიშვილს რომ დაურეკა ივანიშვილმა და გააქეზა, _ თუ დამნაშავეა, ნათელაშვილი დაიჭირეო, ეს რას ნიშნავს? თქვენ ამას ეთანხმებით?

_ ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ოპოზიციონერი დღეს საქართველოში რომ არ იყოს, სააკაშვილი გამოიგონებდა და სააკაშვილმა შექმნა თავისი ოპოზიცია, ისევე როგორც თავის დროზე შევარდნაძემ გამოიგონა აბაშიძე. ჩვენ ივნისში გვექნება კონგრესი და საქართველოს დავანახებთ როგორი უნდა იყოს კლასიკური ტიპის პარტია…

_ ბატონო თემურ, 26 მაისს, ბოლოს და ბოლოს, რას აპირებთ?

_ არის მოსაზრება, რომ გადავიხადოთ პარაკლისი..

. _ ვინ გადაიხდის სააკაშვილისა და მერაბიშვილის მანქურთების მიერ 26 მაისს დახოცილი ქართველების პარაკლისს მაშინ, როცა თითქმის ყველა მღვდელი ვანო მერაბიშვილისაა?

_ ძალიან გთხოვთ, რა… ვანო მერაბიშვილთან, მღვდელი კი არა, ნებისმიერი ადამიანი რომ იქნება, იმის ტვინში ჩამახედა და მეტი არ მინდა არაფერი!.. რა გააჩნია ვანო მერაბიშვილს გარდა იმისა, რომ აქვს ფული და რუსთავში ცხვრები და 20-20 ბოთლი ღვინო დაურიგეს ამომრჩევლებს, ხმა მოგვეცითო! აი, ეს არის სულ ვანო მერაბიშვილი… ქუთაისში მასწავლებლებს ყოველდღე რესტორნებში აქეიფებენ… ამათ დაამონეს ხალხი. ვისაც პრეზიდენტობა და პრემიერ-მინისტრობა უნდა ამ ქვეყანაში, მას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ქვეყანა დაქცეულია, თუ არადა, მაშინ ის სააკაშვილზე უარესია და მეტი არავინ!..

_ ბატონო თემურ, დიდი ხნის პაუზის შემდეგ მოდით, მივუბრუნდეთ იმ სკანდალურ და ჯერჯერობით საიდუმლოებით მოცულ იმ აუდიოჩანაწერს, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი _ ზურაბ ჟვანია არის მოკლული… ხალხი ამ ფირს კითხულობს და რა ხდება? თუ თქვენ ვერ რისკავთ, მაშინ იქნებ ბიძინა ივანიშვილმა მოახეხოს ამ ფირის გამომზეურება, რადგან მას თავდაცვის უფრო სხვა და საიმედო მექანიზმები გააჩნია!.. ბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა იყოს თაროზე შემოდებული ეს სკანდალური ფირი?

_ მე მაგ შეკითხვით მივმართავ იმ ადამიანებს, რომელთა ხელშიც არის ეს ფირი!.. ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ იქნა დაშვებული 26 მაისს, როცა ეროვნულ სტადიონზე უამრავი ხალხი შეკრიბა ოპოზიციამ…

_ ვერ გავიგე, რა იყო შეცდომა?

_ არა, მე იმას ვამბობ, რომ სწორედ მაშინ უნდა გაეშვათ ეს ფილმი სტადიონზე და მთელ ხალხს უნდა მოესმინა, თუ როგორ მოკლეს ამათ ზურაბ ჟვანია. მე ძალიან დიდი საყვედური მივიღე იმის გამო, რომ აუდიოჩანაწერი, რომელიც ჩემს ხელში მოხვდა, ავდექი და ხალხის სამსჯავროზე გამოვიტანე…

_ რომელ ცანაწერს გულისხმობთ, რაც `ქრონიკაში~ დაიბეჭდა, როცა სააკაშვილი გივი თარგამაძე და ავთანდილ ჯორბენაძე `ვარდების რევოლუციის~ წინ სადღაც გვირაბში ხვდებოდნენ ერთმანეთს?

_ დიახ!

_ მანდ სასაყვედურო რა იყო?

_ იმის გამო, რომ ვინც ეს საუბარი ფარულად ჩაწერა, ის კაცი მკვდარია, მოკლეს!.. გესმით თქვენ რაშია საქმე? ეს სკანდალური ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი `ვარდების რევოლუციის~ წინ შევარდნაძის ხელისუფლებას გაურიგდა, გააკეთა ბიზნესმენმა, მილიონერმა _ მამუკა ჯინჭარაძემ… ორი ჯინჭარაძე იყო საქმის კურსში ამის თაობაზე და დღეს არცერთი ჯინჭარაძე ცოცხალი არ არის!.. რაც შეეხება იმ ჩანაწერს, რომლის შესახებაც თქვენ მეკითხებით და ვგულისხმობ ჩანაწერს, რომლითაც დასტურდება, რომ ზურაბ ჟვანია ამ ხელისუფლებამ მოკლა, გეტყვით ასეთ რამეს, _ ერთ-ერთი ის პიროვნება, ვინც ეს ჩანაწერი თავიდან ბოლომდე მოისმინა, მოკლეს!.. დიტო, გეხვეწები, რა ცოტა ხანი მაცალე… დარტყმის ქვეშ დავაყენებ უამრავ ადამიანს და არ გაფუჭდეს საქმე!

_ მესმის ბატონო თემურ, მაგრამ აღარ დაადგა მაგ ფირის გამომზეურებასაც საშველი, ხოლო დრო კი მიდის და ესენი ასე არხეინად ბაირამობენ!

_ მომისმინე ერთი წუთით!.. შეიძლება სიჩქარით საქმე გაფუჭდეს და ცოტა ხანი მაცალე…

_ კი, ბატონო, კიდევ დავიცდი!

_ დაიცადე და გპირდები, რომ ამ თემაზე შენ გექნება სასწაული და ექსკლუზიური მასალა! ისე ეს ჩანაწერი შეინახე, რა იცი რა ხდება და ხვალ-ზეგ რას მიპირებენ!..

_ ღმერთმა დაგიფაროთ, ბატონო თემურ, ეს საქმე ჩვენ უნდა გავხსნათ!

_ აბა, ბედნიერად! _ კარგად!..

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *