ზურაბ ხასია (ბიოგრაფია)

 

zura1კაპიტონ (ზურაბ) ხასია, დაბადებული 1948 წლის 31 მარტს, ქ. ზუგდიდში.

1966 წელს დაამთავრა ქ. ზუგდიდის მე-2 საშ. სკოლა.

1977 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო ელექტროტექნიკური ინსტიტუტი, პროფესია ინჟინერი.

1968 წლიდან – დღემდე მუშაობს საქ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობაში, ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლობა. გაიარა ყველა საფეხური დაწყებული მუშიდან – გენერალურ დირექტორის პირველ მოადგილემდე.

წლების მანძილზე იყო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კოლეგიის წევრი.
1988 – 1990 წლებში, სატელევიზიო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის “ოქროს საწმისის” ვიცე – პრეზიდენტი.

არის ოცამდე სხვადასხვა ჟანრის სატელევიზიო ფილმის გენერალური პროდიუსერი, მათ შორის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის “პილიგრიმობა საქართველოდან იერუსალიმში” (ლიანა ისაკაძე), 2000 წელს რომელმაც სახელმწიფო პრემია დაიმსახურა, ასევე არის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის “ლადო ასათიანი” სცენარის ავტორი, რომელიც 2002 წელს   წარდგენილი იყო სახელმწიო პრემიაზე.

დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.

არის აშშ ჯორჯიის შტატის საპატიო მოქალაქე.

ყავს მეუღლე – მანანა ნოდია, ტელეჟურნალისტი,

შვილი – ზურაბ ხასია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *